ოკუპაცია, სასამართლო და ბიუროკრატია – ინვესტიციების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორები

ოკუპაცია, სასამართლო და ბიუროკრატია – ინვესტიციების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორები

access_time2021-09-30 10:00:20

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც მშპ-ის ფორმირების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ბოლო წლებში სისტემატურად მცირდება. ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები რაიმე სხვა ღირებულ პროექტს არ ჩაუნაცვლებია.



საქსტატი ინვესტიციებს 1996 წლიდან აღრიცხავს. 25 წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან საქართველოში სულ $22 მლრდ-ის ინვესტიცია განხორციელდა. რაც დაახლოებით 2 ავიამზიდის ღირებულებაა. თანხობრივად ყველაზე მეტი - $1.981 მლრდ-ის ინვესტიცია 2017 წელს შემოვიდა, ყველაზე ცოტა, 1999 წელს - $82 მლნ. (1996 წელს ინვესტიციის მოცულობა სულ $3.7 მლნ-ს შეადგენდა, რაც იმდენად მცირეა, რომ შესადარებლად არ გამოდგება).



აბსოლუტური რიცხვების გარდა ინვესტიციებს მშპ-სთან მიმართებაშიც ითვლიან. ამ მხრივ რეკორდული 2007 წელი იყო, რა დროსაც ინვესტიციებმა მშპ-ის 18.6%-ს მიაღწია. 2017 წელს საქსტატის მიერ მეთოდოლოგიის შეცვლამდე 2007 წელი აბსოლუტურ მაჩვენებლითაც - $2.015 მლრდ ლიდერობდა, თუმცა შემდეგ ეს რიცხვი $1.765 მლრდ-ზე დაკორექტირდა. ყველაზე ცოტა - 2.9% კი 1999 წელს. შემთხვევითი არაა, რომ 1999 წელს ეკონომიკური ზრდა - 2.9% იყო, 2007 წელს - 12.6%.



საქართველოში ინვესტიციები ძირითადად სატრანზიტო პროექტებში ხორციელდებოდა. ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, შაჰ-დენიზი 1-ის, შაჰ-დენიზი 2-ისა და ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის დასრულების შემდეგ, ჯერ კიდევ პანდემიამდელ პერიოდში ინვესტიციებმა კლება დაიწყო. ამ პროექტების ჩამნაცვლებელი, წესით, დიდი ჰესები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველა მათგანი გაჩერდა.



სწორედ მილსადენების გამო $2.8 მლრდ-ით #1 ინვესტორი საქართველოში აზერბაიჯანია მეორე ადგილზე $2.7 მლრდ-ით კი ბრიტანეთია პროექტებში BP-ის მონაწილეობის გამო.




გარკვეული თვალსაზრისით საქართველო საინვესტიციოდ მართლაც მიმზიდველად გამოიყურება. ევროპის ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით გადასახადები დაბალია და რეგულაციები მცირე, საქართველოში დამზადებული პროდუქციის გაყიდვა ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებში, ასევე თურქეთსა და ჩინეთში ნულოვანი ტარიფითაა შესაძლებელი. ამ აშკარა უპირატესობების მიუხედავად, სხვა მძიმე პრობლემების გამო, საერთაშორისო ინვესტორები ქვეყანას მაინც გვერდს უვლიან და უპირატესობას ისევ სტაბილურ ბაზრებს ანიჭებენ.



ათწლეულების წინ იაფი მუშახელი სერიოზული სიგნალი იყო, დღეს მან ძველი მიმზიდველობა დაკარგა. ახლა საქართველოში უმუშევრობასთან ერთად ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტიც წარმოადგენს.



სასამართლო სისტემის პრობლემა თავს ბიზნესშიც ავლენს. მაშინაც კი, თუ მხარეთა დავაში კონკრეტული მაღალჩინოსანი არ ჩაერევა, საკითხის განხილვას თითო ინსტანციაში წლები სჭირდება. საარბიტრაჟო დავის პრაქტიკა თითქმის არ არსებობს.



საქართველოში ბიზნესის მიმართ განწყობა, ხშირ შემთხვევაში, უკიდურესად ნეგატიურია და ადამიანები სერიოზულად კითხულობენ თუ რა განსხვავებაა ინვესტორსა და ოკუპანტს შორის. საერთო ჯამში $4 მლრდ-ის ღირებულების ჰესების შეჩერების ეფექტი ქვეყანას $4 მლრდ-ზე ბევრად ძვირი უჯდება. ერთი ინვესტორის გაძევება, მეორისთვის სიგნალია, რომ აღარ გარისკოს.



არის კიდევ ერთი გარემოება, შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანიც, რაც ყველაფრის განვითარებას აფერხებს და რომლის გასანეიტრალებლადაც მხოლოდ პოლიტიკური ნება და საკანონმდებლო ცვლილება საკმარისი არ არის. ეს ქვეყანაში შემოჭრილი საოკუპაციო ჯარია. ინვესტორისთვის არ არსებობს გარანტია, რომ ერთ დღესაც დაქოქილი ტანკები თბილისისკენ არ დაიძვრება რაც მათ კუთვნილ ათობით ან ასობით მლნ-ის აქტივების დაკარგვას გამოიწვევს.



ოფიციალურ თბილისს საოკუპაციო ჯარის გაძევების რესურსი არ გააჩნია, თუმცა სასამართლო რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება, განათლების სისტემის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და თავისუფალი ვაჭრობის არეალის ზრდა მეტწილად ან მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. არაბული ქვეყნების გარემოცვაში, მტრულ გარემოშია მოქცეული რესურსებით ღარიბი ისრაელი. დიდი ხნის მანძილზე ჩინეთისგან ოკუპაციის საფრთხე ელოდებოდა რესურსებით ღარიბ სინგაპურს, იაპონური ოკუპაციისა და ჩრდილოეთ კორეასთან ომის შემდეგ 70-იან წლებამდე სიღატაკე სუფევდა რესურსებით ღარიბ სამხრეთ კორეაშიც, თუმცა დღეს სამივე სახელმწიფო მდიდარი და მაღალგანვითარებულია.


გიორგი ელიზარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up