რატომ კარგავენ ქართველი მეღვინეები ენთუზიაზმს

რატომ კარგავენ ქართველი მეღვინეები ენთუზიაზმს

access_time2020-03-07 18:00:41

უკვე 20 წელზე მეტია, რაც ჩვენს ქვეყანაში სოფლებზე არანაკლებად რთვლისათვის ქალაქებში ემზადებიან და ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ტერმინიგარაჟის მეღვინეობანათლად ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ქალაქებში და უმეტესად დედაქალაქ თბილისში ღვინის დაყენება ბევრი ადამიანის ცხოვრების ნაწილი გახდა.

თბილისელ მოყვარულ მეღვინეებს შორის არსებობს ერთი საინტერესო კატეგორია. ამ ადამიანებს მამაპაპური ვენახები საკუთარ სოფლებში აქვთ. თუმცა ყურძენს თბილისში ეზიდებიან და ღვინოს ქალაქში აყენებენ. ერთი შეხედვით ეს არცთუ გონივრული საქციელია, რადგან ღვინის მოვლისა და შენახვის პირობები, წესით, სოფლად უფრო უნდა იყოს. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ამ ადამიანების საქციელი გამართლებულიცაა და ლოგიკურიც. სადაც ძირითადად ცხოვრობ, იქ ღვინოს, ცხადია, უკეთ მოუვლი.

როდესაც ადამიანს ღვინო უყვარს, ის, ცხადია, ყოველთვის და ყველა პირობებში გამონახავს ადგილს, სადაც თავის საყვარელ საქმეს გააკეთებს – დააყენებს ღვინოს და შემდეგ ამ ღვინით მთელი წელი იამაყებს. თბილისელი, ე.წ. „გარაჟის მეღვინეების” დიდი ნაწილი, უკვე წლებია, რაც ღვინოს ქალაქის პირობებში აყენებს და მათგან გაჩნდა კატეგორია, რომლებიც საქმეში ბევრ გამოცდილ მეღვინეს აღარ უდებენ ტოლს. არადა, მრავალი მეღვინის მსგავსად, ღვინის დაყენება მათაც ინტერესისა და ერთგვარი გართობის მიზნით დაიწყეს. არა მხოლოდ ღვინის ქალაქში დაყენება, არამედ, კახეთსა თუ ქართლში ვენახების გაშენებაც ბევრმა ადამიანმა გართობის მიზნით დაიწყო და შემდეგ ეს მათ ძირითად საქმედ იქცა.

ბევრს სოფლად ვენახი აქვს და ყურძენი თბილისში თავისი სოფლიდან ჩამოაქვს. საკუთარი სოფლიდან თბილისში ყურძნის ჩამომტანი ზოგიერთი მოყვარული მეღვინე იმასაც ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ღვინის მოპარვის შიშით გადადგეს. სამწუხაროდ, სოფლად, ცარიელ სახლში ღვინის დატოვება ბევრს არ სურს, რადგან მთელი წლის იმედად დაყენებული ღვინის დაკარგვის შიში აქვს. დღევანდელ რეალობას თუ შევხედავთ, მათი შიშები არცთუ უსაფუძვლოა. როგორც ჩანს, ქართულ ფილმ „ღვინის ქურდებში” განვითარებული შესანიშნავი სიუჟეტი ზოგიერთს პირდაპირ ესმის და წიგნის ქურდობისა არ იყოს, ღვინის ქურდობაც ნაკლებად საძრახისად მიაჩნია. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რამდენად ხარისხიან ღვინოს აყენებენ ეს მოყვარული მეღვინეები და ღირს თუ არა მათი გარჯა და ხარჯი იმ სასმელად, რომელსაც ისინი ქმნიან.

სამწუხაროდ, ბევრ „გარაჟის მეღვინეს” არ ჰყოფნის სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომ ღვინის ხარისხის დაცვა შეძლოს, რაც საბოლოო ჯამში მათ მიერ დამზადებული ღვინის დაავადებითა და უხარისხობით სრულდება. ცხადია, არის მეტად სასიამოვნო, თუმცა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ამ ტიპის მეღვინეებს მშვენიერი ღვინო გამოსვლიათ, თუმცა მასიურად მსგავსი ღვინის ხარისხი მაინც დაბალია და ამას ბევრი ახალბედა მეღვინე უბრალოდ არ აღიარებს.

არსებულ რეალობას თუ შევხედავთ, საქართველოში ღვინის დაწუნება ბევრი ადამიანისთვის (გამოცდილი მეღვინე იქნება ის თუ დამწყები) განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია და მეგობარ-ახლობლების მიერ უხარისხო ღვინისადმი გამოთქმული არაობიექტური შეფასებები ყოველ წელს დაშვებულ იდენტურ შეცდომებს განაპირობებს. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ მთავარი მაინც ღვინის სიყვარულია, რაც ამ ადამიანებს არ აკლიათ. ხარისხი კი ადრე თუ გვიან იმედია, დაიხვეწება.

ახალბედების საფიქრალი


საქართველოში  მეღვინეობა ერთ-ერთ საჭირო და პატივსაცემ პროფესიად ითვლება და ბევრი ადამიანი ცდილობს, ღვინით გატაცება სერიოზულ საქმედ აქციოს. ამ სასიხარულო ტენდენციის შემადგენელი ნაწილია ის, რომ ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ მეღვინეობით სახელგანთქმულ რეგიონებში, არამედ ქალაქებშიც კი, ბევრმა ადამიანმა დაიწყო დაყენებული ღვინის ბოთლში ჩამოსხმა. სწორედ ამიტომ, თუკი 15 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში სულ რაღაც ასეულამდე ღვინის ბოთლში მწარმოებელი მცირე მარანი არსებობდა, დღეს მათი რიცხვი სხვადასხვა მონაცემებით 400-ზე მეტია.

ახალბედა მეღვინეები ამ საქმეს დიდი გატაცებით იწყებენ, თუმცა ხშირად მათი ენთუზიაზმი მალევე ქრება, რადგან აწყდებიან მთელ რიგ სუბიექტურ თუ ობიექტურ წინაღობებს, რის გამოც ზოგიერთი მათგანი საერთოდ უარს ამბობს ამ საქმიანობაზე (ამის მრავალი სამწუხარო მაგალითი არსებობს), ანდა კვლავ პირადი მოხმარებისთვის ღვინის დამყენებელი ადამიანის კარგ, თუმცა უამბიციო მცდელობებს უბრუნდება.

დამწყები მეღვინეების ენთუზიაზმის დაკარგვის ერთ-ერთი  მთავარი მიზეზია ღვინის არასასურველი რეალიზაცია. თავიდან ამ ადამიანებს ბევრი ნაცნობი და კეთილისმსურველი არწმუნებდა, რომ მთავარი იყო, საქმე წამოეწყოთ და შემდეგ ღვინის გაყიდვა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, როდესაც სათანადო ხარჯები გაიწევა და ღვინოც ბაზარზე გადის, ახალბედა მეღვინეები აღმოაჩენენ, რომ მომხმარებლისთვის სრულიად ახალი და შესაბამისად უცხო ღვინის გაყიდვა პირველ ეტაპზე რთული საქმეა და ეს მრავალ პრობლემას ქმნის.

სასურველია, ახალბედებმა იცოდნენ, რომ ოჯახური ღვინის ცნობილ სახელებს, რომლებსაც დღეს საქართველოშიც და უცხოეთში აფასებენ, წლები და ხშირად ათწლეულები დასჭირდათ, სათანადო პოპულარობისთვის და შესაბამისად გაყიდვების მასშტაბებისთვის რომ მიეღწიათ. თავიდან ის ადამიანებიც დამწყები მეღვინეები იყვნენ და ძალიან უჭირდათ ღვინის ბაზარზე დამკვიდრება. თუმცა, გამოიჩინეს მოთმინების დიდი უნარი, ერთგვარი სიჯიუტე, თვითრწმენა და მხოლოდ ამის შემდეგღა მოახერხეს საკუთარი სიტყვის თქმა.

არის შემთხვევები, როდესაც მოთმინების უნარის დაკარგვის პარალელურად, დამწყებ მეღვინეებს უბრალოდ უთავდებათ ამ საქმისათვის გამოყოფილი ფინანსური სახსრები და იმიტომ ანებებენ თავს ღვინის ბოთლში წარმოებას. ბევრს, სამწუხაროდ, ჰგონია, რომ ღვინის მოყვარულები ოჯახური მარნების ღვინისგან დიდი ქარხნების ანალოგიურ სტილს, ხარისხსა და ღვინის გემოვნურ თვისებებს მოითხოვს. ზოგი ახალბედა მეღვინე ასევე ცდილობს, თავიდანვე ღვინის დიდი წარმოება სცადოს და რაოდენობით გავიდეს ფონს.

ყველა ეს მცდელობა არასწორია და მარცხისთვისაა განწირული, რადგან არამხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ღვინის მოყვარულები მცირე მარნებისაგან მოელიან, .. ექსკლუზიურ, მცირე რაოდენობით წარმოებულ სრულიად ორიგინალურ ღვინოებს, რომლებსაც ექნებათ მეღვინის ხელწერა, საშუალოზე შესაძლებელია ოდნავ მაღალი ფასი , მაგრამ იქნებიან გამორჩეულები და დასამახსოვრებლები. ამ ტიპის ღვინის გაყიდვა, ცხადია, ადვილი არაა, მაგრამ თუკი მეღვინე ხარისხს შეინარჩუნებს, იგი აუცილებლად მოძებნის მყიდველს ჩვენს ქვეყანაშიც და საზღვარგარეთაც.

ლევან სებისკვერაძე 

პუბლიკა


თეგები:
მეღვინეები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up