რატომ იზრდება საწვავის ფასი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტება

რატომ იზრდება საწვავის ფასი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტება

access_time2021-02-12 20:00:00

ბოლო 3 კვირაში საქართველოში საწვავი 7-10 თეთრით გაძვირდა, რასაც ნავთობპრდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი რამდენიმე მიზეზით ხსნის.


როგორც მთვრალაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, საწვავის გაძვირებას ორი უმთავრესი მიზეზი აქვს, რომელსავ მესამე, ჩინეთის ფაქტორიც ემატება. მისი თქმით, ვაქცინაცია აჩენს მოლოდინს, რომ მსოფლიო ეკონომიკა ამუშავდება, რაც გაზრდის მოთხოვნას; ამასთან, შემცირებულია ნავთობის მოპოვების კვოტები, პარალელურად კი, ჩინეთის მიერ იმპორტირებული საწვავის მოცულობა იზრდება.


„ზოგადად, მიმდინარე წელს არსებული ვითარება არაორდინალურია ნავთობის ფასთან მიმართებით. იმიტომ, რომ კვლავინდებურად პანდემიაა, მათ შორის ევროკავშირის რიგ ქვეყნებში არის საკმაოდ მკაცრი „ლოქდაუნები“. მოხმარება პრინციპში დიდად არ გაზრდილა, გასული წლის ბოლო პერიოდთან შედარებით, თუმცა მიუხედავად ამისა, ფასები იმატებს. აქ არის ორი მთავარი მიზეზი, რაზეც ანალიტიკოსები საუბრობენ: პირველი, მოლოდინები, იმის რომ ვაქცინა და ვაქცინაცია თავის ასახვას ჰპოვებს... ფაქტობრივად, რომ არა პანდემია, „ლოქდაუნები“ და მსოფლიოს ტოტალური გაჩერება, ნავთობზე მოთხოვნა არადნაირად არ შემცირდებოდა, პირიქით, ეს იყო მზარდი ტრენდი. ამიტომ, მოლოდინები იმასთან დაკავშირებით არის, რომ ვაქციანაცია გარკვეულწილად გახნის ეკონომიკას და დაიწყება მოძრაობა.


მეორე კომპონენტი, რომელიც უკვე დაწყებულია გასული წლის ზაფხულიდან და მოქმედებს ფასზე, ეს არის OPEC + -ის შეთანხმება, ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, OPEC + -ის მიერ ნავთობის ყოველდღიური მოპოვება სადაღაც 9,7 მლნ ბარელით შემცირდა. როდესაც გაჩნდა ჭარბი ნავთობი, ეს ლოგიკური იყო, მსოფლიო გაჩერდა, მოთხოვნილება შემცირდა, შესაბამისად, საჭირო იყო ამ ჭარბი ნავთბის შემცირება, პირველ რიგში, ნავთობმწარმოებლებისთვსი, რათა ფასი დაბალანსებულიყო და ფაქტობრივად, მათ ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს. გასული წელი დამთავრდა ( მოგესხსენებათ, ნულოვანი ფასი იყო, უარყოფითიც გვახსოვს) 55 დოლარზე.



მიმდინარე ეტაპზე არსებობს ასევე ერთი ფაქტორი, ეს არის ჩინეთი. მიუხედავად იმისა, რომ იქიდან წამოვიდა ვირუსი, ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ და გარდა ამისა, ნავთობის მოხმარება და იმპორტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. ამ დროს, ის არის მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკა და ნავთობიმპორტიორი ქვეყანა. შესაბამისად, ამ ფაქტორებმა, განსაკუთრებით მიმდინარე წელს, ფორსირებულად მოახდინა ნავთობზე ფასების მატება. თორემ, გაძვირება დაიწყო გასული წლის მაისიდან და ეტაპობრივად, უმნიშვნელოდ ხდებოდა ზრდა.


აქვე, მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე პლატცის მიხედვით საერთაშორის ფასები ბენზიზე და დიზელზე, რომელზეც ჩვენ პირდაპირ ვართ დამოკიდებული, იზრდება. ბენზინის შემთხვევაში ტონაზე საშუალოდ, 100 დოლარით არის გაზრდლი, დიზელის შემთხვევაში 60-70-დოლარიანი მატებაა , ეს კი პირდაპირ გავლენას ახდენს საბითუმო ბაზარზე“,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.



BPN.GE





თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up