რატომ იზრდება საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობა – საპარლამენტო უმრავლესობაში პასუხი არ აქვთ

რატომ იზრდება საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობა – საპარლამენტო უმრავლესობაში პასუხი არ აქვთ

person access_time2016-05-03 12:03:44

საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. მიუხედავად უცხოეთის არაერთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეებისა და ცუდი სამუშაო პირობებისა, სტატისტიკა ადასტურებს, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება და მუშაობა ბევრი ადამიანისთვის ისევ მიმზიდველი პერსპექტივაა.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ემიგრანტების რაოდენობა იყო 96 000, ხოლო იმიგრანტების 92.600. 2014 წელს 88 700 ემიგრანტი და 82 200 იმიგრანტი გვყავდა. 


2015 წელს ემიგრანტი ქალების რაოდენობამ იმიგრანტების რაოდენობას 4 283 ქალით გადააჭარბა. ემიგრანტი კაცების რაოდენობა კი ჩამორჩა იმიგრანტების რაოდენობას 875 კაცით.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის მიერ მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპზე ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში 21,7%, საბერძნეთში 15,9% და თურქეთში 11, 2%.


რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ.

 

აღწერის მეთოდოლოგიის შესაბამისად, ემიგრანტი წარმოადგენდა 2002 წლის 1 იანვრიდან საქართველოდან უცხო სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად წასულ პირს, რომლის არყოფნა საქართველოში აღემატებოდა 12 თვეს ან რომელიც აპირებდა საზღვარგარეთ დარჩენას 12 თვეზე მეტ ხანს. მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535) შედარებით, 15%-ით ნაკლებია.




რატომ ვერ შეძლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ საქართველოდან მიგრანტების რაოდენობის შემცირება ?


„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე  საქსტატის მაჩვენებლებს „სავალალოს“ უწოდებს. მისი თქმით, საცხოვრებლად რუსეთის არჩევა შეუძლია მხოლოდ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს. „ფაქტობრივად, იქ მიდიან შავ მუშად, სხვა შემთხვევაში იქ დიდი პერსპექტივა არ არის"-აცხადებს შეშელიძე.


მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, თუ რას გვპირდება და გვეუბნება მთავრობა, მდგომარეობა სახარბიელო არ არის, ეკონომიკური ზრდის ტემპი დაბალია, თანამედროვე საშუალებები კი ადამიანებს უფო მეტი არჩევანის საშუალების გაკეთების საშუალებას აძლევს. „მიემგზავრებიან იქ, სადაც ჰგონიათ, რომ უკეთესად იქნებიან, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხალხი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში კომფორტულად ცხოვრება შეიძლება," - აცხადებს შეშელიძე.


მისივე შეფასებით, ფაქტია, რომ დაბალია ეკონომიკური ზრდის ტემპი, შემცირებულია შემოსავლები, ქვეყნიდან გასვლა კი ამ ვითარებაზე ადამიანების ერთერთი რეაქციაა.


ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების მიზეზი ქვეყანაში სამუშაოს დეფიციტია. მისი განცხადებით, დღეს საქართველოში ნორმალური სამსახურის მოძებნა ძალიან რთულია, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ადამიანი მიდის და სხვაგან, ქვეყნის ფარგლებს ეძებს სამუშაოს.


მისი თქმით, მეორე საკითხია რა სიტუაციაა სხვა ქვეყნებში ჯგერენაია აცხადებს, რომ დღეს რეგიონში, მათ შორის, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას.


რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ კომენტარს მანამდე ვერ გააკეთებენ, სანამ ინფორმაციას არ გაეცნობიან. შედეგად, დეპუტატები მცირე კომენტარით შემოიფარგლებიან. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „საქსტატის" მონაცემებს არ იცნობს და შესაბამისად, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.


„საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ იცნობს არც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური. უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ არანაირი პირობა იმისი, რომ საქართველოდან მიგრაციის მაჩვენებელი გაიზარდოს, არ არსებობს. „შეიძლება იგივე დარჩეს, ან შემცირდეს, მაგრამ გაზრდის პირობები საქართველოში არ შექმნილა"-აცხადებს წიკლაური.



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up