რატომ იზრდება ფულადი გზავნილები ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში ?

რატომ იზრდება ფულადი გზავნილები ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში ?

access_time2019-09-27 20:00:31

ერთ-ერთ რუსულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში „რუსეთი ხდება მუშახელის მიმწოდებელი“, ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო მეტ ფულს უცხოეთში მომუშავე ნათესავებისგან იღებენ.პუბლიკაცია საინტერესოა იმით, რომ მასში ნახსენებია  ოკუპირებული აფხაზეთი.


სტატიის თემა შემდეგია - რამდენიმე წლის წინ რუსეთი იყო ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში უცხოეთში ფულადი გზავნილების მოცულობის მხრივ, თუმცა, ტენდენცია იცვლება - რუსეთი ხდება უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების მხრიდან თანხების აქტიური მიმღები, ხოლო დასაქმება რუსეთში - გაცილებით ნაკლებად მიმზიდველია, ვიდრე ევროპაში, ან თუნდაც ჩინეთში, სადაც საშუალო ხელფასები გაცილებით უფრო მაღალია.


ბოლო წლებში უცხოეთიდან რუსეთში გაგზავნილი თანხები 20%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც პირიქით, რუსეთიდან სხვა ქვეყნებში გზავნილები ასევე 20%-ით შემცირდა.მაგალითად, აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში გზავნილების მოცულობა 14,5%-ით შემცირდა და შეადგინა 35,4 მლნ. დოლარი, წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 9%-ით შემცირდა.


იგივე აგვისტოში საქართველოში იტალიიდან გადაირიცხა 20,5 მლნ. დოლარი, რაც 25,6%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. საქართველოში გზავნილების მხრივ ლიდერობენ :აშშ, საბერძნეთი, ისრაელი და თურქეთი.


სტატიის ავტორის აზრით, ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთს მომავალში აქვს ყველა შანსი გახდეს მუშახელის მიმწოდებელი ქვეყანა - როგორც უკრაინა ან მოლდავეთი.


თუმცა, ყველაზე საინტერესოა რუსეთში უცხოეთიდან გადარიცხული თანხების სტატისტიკა. როგორც აღმოჩნდა, რუსეთში 2019 წლის პირველ 6 თვეში უცხოეთიდან 1,5 მლრდ. დოლარი გაიგზავნა, რაც 21%-ით და 274 მლნ. დოლარით მეტია, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


ლიდერებს შორის არიან: ლატვია, ბრიტანეთი, შტატები და  ოკუპირებული აფხაზეთი, საიდანაც ფულადი ნაკადების მოცულობა 300%-ით გაიზარდა და 30 მლნ. დოლარს მიაღწია. სტატიის ავტორი წერს, რომ პატარა და არც თუ ისე მდიდარი,ოკუპირებული  აფხაზეთისთვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა -მაგრამ როგორ, საიდან? მითუმეტეს, ოკუპირებულ აფხაზეთში მრავლად მუშაობენ უცხოელები, თუმცა, ძირითადად ისინი არიან უზბეკეთის მოქალაქეები და არა რუსეთის.



ოკუპირებულ აფხაზეთში ზოგჯერ სამუშაოდ ჩამოდიან რუსებიც, ძირითადად მანდარინის კრეფის სეზონზე, თუმცა ეს ხდება წლის მე-4 კვარტალში და არა წლის პირველ ნახევარში, თანაც ამ საქმიანობით სრულიად შეუძლებელია 30 მლნ. დოლარის დაგროვება.


ვისაც არ უნდა დაელაპარაკოთ ამ თემაზე - ყველას უკვირს - მიგრაციული სამსახური, ძალოვანი სტრუქტურები, საბანკო სექტორი - ყველა გაოცებულია ამ უცნაური სტატისტიკით.ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა იყოს შეცდომა, ან სულაც პროვოკაცია მედიაში.


პირველი რიგში,არასწორია გადარიცხული თანხების დაკავშირება მაინც და მაინც შრომით მიგრაციასთან. რუსეთში სწავლობენ სტუდენტები ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომლებსაც ოჯახები ეხმარებიან. არის კიდევ სხვა ვარიანტები: ერთ-ერთმა მოსაუბრემ გაიხსენა თავისი ნათესავის მაგალითი, რომელსაც აქვს ბიზნესი ოკუპირებულ აფხაზეთში და ის თავის პარტნიორებს სტავროპოლის მხარეში საქონლის შესასყიდად  რეგულარულად ფულს  უგზავნის.


თუ ვსაუბრობთ შრომით მიგრანტებზე, ამჟამად მათი რაოდენობა ოკუპირებულ  აფხაზეთში 3400-ს შეადგენს. ეს ციფრი ცვალებადია . 2018 წელს იყო 700-ით ნაკლები და პირიქით, სამშენებლო ბუმის პერიოდში, როდესაც რუსეთის ფინანსური დახმარება იყო გაცილებით მასშტაბური - 2011-2013 წლებში, შრომითი მიგრანტების რაოდენობა ოკუპირებულ აფხაზეთში 25 -30 ათასს, მოსახლეობის თითქმის 10%-ს შეადგენდა.


მათ შორის სჭარბობენ უზბეკები -(40%-ზე მეტი ), რომლებიც მუშაობენ მეეზოვეებად და არაკვალიფიცირებულ მუშებად მშენებლობებზე, მეორე ადგილზე არიან სომხები.ასევე მშენებლობაში და სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული ჩრდილოეთ კორეის 250 მოქალაქე. ისინი  მკაცრი, თითქმის სამხედრო დისციპლინით და შრომის ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.


რამდენიმე წლის წინ,ოკუპირებულ  აფხაზეთში აფრიკელი სტუდენტების მოზღვავება იყო. ისინი სწავლობდნენ რუსეთში, თუმცა, მიგრაციული კანონების თანახმად, მათ უწევდათ წელიწადში ერთხელ ქვეყნის ცოტა ხნით დატოვება და მერე ისევ დაბრუნება. მათ შორის ბევრი ჩადიოდა ამ მიზნით ოკუპირებულ  აფხაზეთში.60-ზე მეტმა შრომითმა მიგრანტმა ადგილობრივ მოქალაქეებთან ოჯახებიცკი  შექმნა.


თუ დაუბრუნდებით ოკუპირებული  აფხაზეთიდან რუსეთში გიგანტური თანხების გადარიცხვის თემას, არის ეგზოტიკური ვერსიებიც. მაგალითად, ბოლო წლებში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის საზღვარზე აქტიურად მუშაობს სამი „duty free”-მაღაზია, სადაც სოჭის რეგიონის მოსახლეობა დიდი რაოდენობით ჩადის იაფი არყის საყიდლად.ეს ობიექტები მდებარეობს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და შესაძლოა, მათი მოგების სოლიდური ნაწილი  რუსეთში იგზავნება.თუმცა რამდენი, არავინ იცის.


როგორც აღმოჩნდა,ოკუპირებული  აფხაზეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ბესლან ბარათელიას ეს ციფრების სულაც არ გაკვირვებია. ისიც არ აკავშირებს ამ გზავნილებს შრომით მიგრაციასთან და მიიჩნევს რომ ამ ფულს მშობლები  რუსეთში სასწავლებლად წასულ შვილებს უგზავნიან.დღეს კი რუსეთში 1500-ზე მეტი აფხაზი ახალგაზრდა სწავლობს.


მოკლედ, საერთო აზრი და ყველაზე ოპტიმალური ახსნა სწორედ ესაა - 30 მლნ. დოლარის დიდი ნაწილს რუსეთში აფხაზი სტუდენტები მშობლებისგან იღებენ.


Ekhokavkaza.com


თეგები:
აფხაზეთი



ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up