რატომ იხდის პენსიონერი სესხზე მაღალ პროცენტს და როდის იგეგმება საპროცენტო განაკვეთის შემცირება?

რატომ იხდის პენსიონერი სესხზე მაღალ პროცენტს და როდის იგეგმება საპროცენტო განაკვეთის შემცირება?

access_time2021-05-19 13:00:58

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 783,7 ათასი ასაკით პენსიონერია და თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 30%-ს აჭარბებს.


პენსიონერებისთვის მაღალპროცენტიანი სესხის გაცემა კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, სოციალურ ქსელშიც უამრავი მაგალითი ქვეყნდება თუ როგორ უწევთ წლების განმავლობაში პენსიონერებს სესხის პროცენტის დაფარვა. „ლიბერთი ბანკი“, ეროვნული ბანკი და მთავრობა განმარტავს, რომ პროცენტის შესამცირებლად რისკის დაზღვევაა საჭირო, ამას კი საკუთარ თავზე არც სახელმწიფო და არც კერძო კომპანია, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული არ აიღებს.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 2012 წლიდან დღემდე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 200%-დან 33%-მდე ჩამოვიდა. მისი თქმით, საპენსიო სესხები მთლიანი სამომხმარებლო სესხების მოცულობის, დაახლოებით, 1.1%-ია. სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში გატარებული საკანონმდებლო და რეგულაციური ცვლილებების შედეგად, ამ კატეგორიის სესხების განაკვეთები მცირდება.


„გადავხედოთ ე.წ. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთების დინამიკას:
• 2012-2013 წლებში იყო სესხები, რომლებიც 100%-დან 200%-მდე ეფექტური განაკვეთით გაიცემოდა;
• 2014 წელს სესხები გაიცემოდა 53%-იანი ეფექტური განაკვეთით, თუმცა გარკვეული სესხები - 80%-იანი ეფექტური განაკვეთის ფარგლებში;
• 2015 წელს საშუალოდ 50%-იანი ეფექტური განაკვეთით გაიცემოდა სესხები, რიგ შემთხვევებში 80%-ის ეფექტური განაკვეთით;
• 2016 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად იკლებს პორტფელზე საშუალო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; 2017 წლის ბოლოსთვის პორტფელზე საშუალოდ 49,6-დან 41,7%-მდე შემცირდა.
• 2018 წლის მაისიდან ბანკი იწყებს ისევ პროცენტის შემცირებას და 42 ეფექტურიდან 33 ეფექტურამდე მცირდება,
- განმარტავს სებ-ის პრეზიდენტი.



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ, ეროვნულ ბანკმა, სოციალური მომსახურების სააგენტომ ერთობლივად იმუშაონ იმ მექანიზმებზე რათა პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოხდეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და ვალის ტვირთი მაღალია და პენსიონერების ყოფითი მდგომარეობა უნდა შემსუბუქდეს.


„ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის, ვალის ტვირთი, მაღალია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შევამსუბუქოთ. ამავე დროს არ უნდა გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, რომელიმე კონკრეტული ბანკის თუ მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ. მითუმეტეს პანდემიის და ასეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს დღევანდელი სხდომა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.


„ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი კი ამბობს, რომ დღეს ამ კრედიტების ეფექტური წლიური განაკვეთები საშუალოდ 30.65%-ს შეადგენს, რაც არც ძვირია და არც იაფი, არამედ „საბაზრო“ განაკვეთია. მისი თქმით, საშუალოდ საპენსიო სესხების მოცულობა 1000-დან 2000 ლარამდეა. ჩვეულებრივ საბანკო სისტემაში მსგავსი სესხების განაკვეთი 24%-დან 25%-მდეა, თუმცა ხანდაზმულთა შემთხვევაში კრედიტს ემატება სპეციალური დაზღვევის ღირებულებაც, რაც საპროცენტო განაკვეთში არის ასახული.


„თუკი 60 წლამდე მოსახლეობაში კრედიტორთა გარდაცვალების წილი არის 0.4%, 60 წელზე ხანდაზმულ მოსახლეობაში მათი სესხის დაფარვის პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების კოეფიციენტი არის 5.4%, რაც 60 წლამდე კრედიტორების გარდაცვალების წილს 14-ჯერ აღემატება, სწორედ ამის გამო ხანდაზმულთა სესხების განაკვეთი 30.65%-ია. მაღალია თუ დაბალი განაკვეთი, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის საბაზრო განაკვეთი. ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთია 30.65% - ამაში შედის საკომისიოების ღირებულებაც, საშუალო ზომა ამ სესხების არის 1000-დან 2000 ლარამდე. ამ სესხის კომპონენტი არის დაზღვევა - დაზღვევა ნიშნავს იმას, რომ თუკი ადამიანი, რომელსაც ეს კრედიტი ჰქონდა აღებული, ღმერთმა დაიფაროს და ამ ცხოვრებიდან მიდის, ამ კრედიტის დაფარვის ვალდებულება მის მემკვიდრეებს არ აქვს.
ჩემი მონაცემით, გარდაცვალების კოეფიციენტი 60 წელს ზევით მოსახლეობაში არის 5.4%, 60 წელზე დაბლა სეგმენტში კი არის 0.4%. შესაბამისად, 14-ჯერ მეტია გარდაცვალების კოეფიციენტი 60+ ასაკში,”
- განაცხადა ვასილ ხოდელმა.


„ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ საპენსიო სესხის გადახდისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რადგანაც პენსიონერს გარანტირებული შემოსავალი აქვს. მისი თქმით, ერთადერთი რისკი რაც „ლიბერთი ბანკისთვის“ არსებობს მომხმარებლის გარდაცვალებაა, რომლის დაზღვევაც სიცოცხლის დაზღვევით არის შესაძელებელი.


„ერთადერთი რისკი არსებობს, გარდაცვალება. სიცოცხლის დაზღვევა დავამატოთ და საპენსიო სესხი გამოდის ურისკო სესხი, რამდენადაც გადახდისუნაარიონობა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო გადაიხდის. ამრიგად, 15 პროცენტამდე შეგვიძლია ჩამოვწიოთ სესხის პროცენტი. არასაპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის სიცოცხლის დაზღვევის ხარჯი სესხის დაახლოებით 0.75%-ია, პენსიონრის შემთხვევაში კი 1.5 პროცენტიც რომ იყოს, ეს საპროცენტო განაკვეთს 15 პროცენტამდე შეამცირებს”, — ამბობს გიორგი კაპანაძე.


მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, პენსიონერთა სესხებზე პროცენტის გადახედვა დიდი ალბათობით ახალ საპენსიო ტენდერამდე არ მოხდება, რომელიც 2022 წელს უნდა ჩატარდეს და მასში მონაწილეობის საშუალება სხვადასხვა კომერციულ ბანკს ექნება. სპეციალისტების აზრით, კონკურენციამ თავის მხრივ შესაძლოა საპენსიო სესხების გაიაფებაც გამოიწვიოს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up