რატომ იტყუება მუდმივად „ქართული ოცნება“? - ნაწილი პირველი

რატომ იტყუება მუდმივად „ქართული ოცნება“? - ნაწილი პირველი

access_time2019-06-08 11:00:48


2016 წელს შემუშავებული მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა დაგებულიყო და უნდა დასრულებულიყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა.


ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრეზენტაციაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 2020 წლამდე დაგეგემილ საგზაო ინფრასტრუქტურაზე დაწვრილებით ისაუბრა და აღნიშნა: „მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1 000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიარდი დოლარი იქნება. დასრულდება 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა, აშენდება 300 ხიდი (100 რიკოთის გზის ფარგლებში) და 50 საავტომობილო გვირაბი (40 რიკოთის გზის ფარგლებში)“.


2017-2018 წლებში სულ 66.7კილომეტრი ახალი გზააშენდა, აქედან 45 კილომეტრი ავტობანი. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 426.6 კილომეტრ გზას, აშენდა 25 ახალი ხიდი და 3 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი ხიდი და გვირაბი. დაპირების შესასრულებლად, მიმდინარე და მომდევნო წელს  ხელისუფლებამ 733.3 კილომეტრი გზა (მათ შორის 505 კილომეტრი ავტობანი) უნდა ააშენოს, რაც წარმოუდგენელია.


ოთხპუნქტიანი გეგმის მეორე დაპირება უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2020 წელს დასრულებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირების შეუსრულებლობა ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა 2020-2023 წლებში დასრულდება. გარდა ამისა, რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთის: ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოების დასრულების ვადა არის 2021 წლის ბოლო და არა 2020 წელი.



ანალიზი


პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რომან გოცირიძემ განაცხადა: „გავიხსენოთ 2 წლის წინ ინფრასტრუქტურის შესახებ ამ ტრიბუნიდან, ოღონდ ქუთაისის ტრიბუნიდან, პრემიერ-მინისტრის მოხსენება. მაშინ ამბობდით, რომ თქვენ 4 წელიწადში, 2020 წლისთვის, ააშენებდით 800 კმ ავტობანს, 50 გვირაბს და 50 ხიდს“.


2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ - საარჩევნო პროგრამა წარადგინა, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა. აღნიშნული გეგმა ეკონომიკური, განათლების, საჯარო მმართველობის რეფორმასა და სივრცით მოწყობას გულისხმობდა.



სივრცითი მოწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა იყო. ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა დაგებულიყო და უნდა დასრულებულიყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა (2.7 ინფრასტრუქტურის განვითარება, გვ.23).


ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრეზენტაციაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა 2020 წლამდე დაგეგემილ საგზაო ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა: „მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1 000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიარდი დოლარი იქნება.დასრულდება 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა, აშენდება 300 სახიდე გადასასვლელი (100 რიკოთის გზის ფარგლებში) და 50 საავტომობილო გვირაბი (40 რიკოთის გზის ფარგლებში)“.


2017-2018 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფაქტობრივი ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარზე მეტი იყო. მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 1.3 მილიარდი ლარია განსაზღვრული.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს მოძრაობა სრულად გაიხსნა:


  • ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა (15 კილომეტრი);
  • აგარა-ზემო ოსიური (12 კილომეტრი);
  • თიანეთი-ზარიძეების გზა (12 კილომეტრი);
  • ნიკეას ქუჩა-გეგუთის სატრანსპორტო კვანძი (4.1 კილომეტრი);
  • სულ - 43.1 კილომეტრი.

ასევე, 2017 წელს აღნიშნული პროექტების ფარგლებში აშენდა 9 პარალელური ხიდი, 4 საფეხმავლო ხიდი და 4  გადასასვლელისულ 17 ხიდიიმავე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 208.6 კილომეტრ გზას.


2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, მოძრაობა სრულად გაიხსნა:


  • ქობულეთის შემოვლით გზაზე (18 კილომეტრი);


  • სტეფანწმინდა - სამების ეკლესია (5.6 კილომეტრი);


  • სულ - 23.6 კილომეტრი


2018 წელს აშენდა 8 ხიდი, მათ შორის -ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში-ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია (მანამდე, ყველაზე გრძელი ხიდი ქალაქ გორთან მდინარე ლიახვზე არსებული პარალელური ხიდები იყო,რომელთა სიგრძე 880 მეტრია). 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 218 კილომეტრ გზას.


ამგვარად, 2017-2018 წლებში სულ აშენდა 66.7 ახალი გზა, აქედან 45 კილომეტრი ავტობანი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 426.6 კილომეტრ გზას. საანგარიშო პერიოდში 25 ახალი ხიდი აშენდა, მათ შორის ყველზე გრძელი. ასევე, დარიალის ხეობაში აშენდა 1.7 კილომეტრი სიგრძის გვირაბი. 1950 წლიდან რიკოთის გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა. საანგარიშო პერიოდში სულ 3 გვირაბი აშენდა.


2019 წელს დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის 77 კმ გზაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად 2020-2023 წლებში დასრულდება. მიმდინარე წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებლობის დასრულება 43 კილომეტრ გზაზე იგეგმება.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ქართული ოცნების დაპირება ოთხ წელიწადში 800 კილომეტრი საგზაო ინფრასტრუქტურის აშენებაა. დაპირებული ოთხწლიანი პერიოდიდან, ორი წელი უკვე გავიდა და ამ დროის განმავლობაში 66.7 კილომეტრი გზა აშენდა, მათ შორის 45 კილომეტრი მაგისტრალი. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს და მომდევნო წელს ხელისუფლებამ 733.3 კილომეტრი გზა უნდა ააშენოს, რაც წარმოუდგენელია.


ოთხპუნქტიანი გეგმის მეორე დაპირება უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2020 წელს დასრულებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირების შეუსრულებლობა ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა 2020-2023 წლებში დასრულდება. გარდა ამისა, რიკოთის საუღელტეხილო გზის ორი მონაკვეთის: ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოების დასრულების ვადა არის 2021 წლის ბოლო და არა 2020 წელი, როგორც დაპირებაშია აღნიშნული.


აღნიშნული დაპირების შესრულების შეუძლებლობას ამყარებს შემდეგი მონაცემიც: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. მშენებლობის დაწყებიდან 2018 წლის ჩათვლით, მოძრაობა 190 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. შესაბამისად წელიწადში საშუალოდ (2006 წელს არ ვთვლით, რადგან ამ წელს ავტობანის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა) 15.8 კილომეტრი ავტობანი შენდებოდა. ამ ტემპით, 505 კილომეტრი ავტობანის მშენებლობას 31 წელზე მეტი დასჭირდება. თუ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ავტობანზე დაგებული გზის საშუალო წლიურ მაჩვენებელს ავიღებთ(ქართული ოცნების პერიოდში 121.85 კმ გზა დაიგო), 20.3 კილომეტრი გამოვა. თუ ხელისუფლება მშენებლობის საკუთარ ტემპს შეინარჩუნებს, 505 კილომეტრი ავტობანის აშენებას 24 წელზე მეტი დასჭირდება.


„ფაქტჩეკი“




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up