ისევ გვატყუებენ?!

ისევ გვატყუებენ?!

access_time2020-09-28 10:00:28

„მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდი ლარი დახარჯოს“, - ამის შესახებ გასულ კვირას პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ისიც, რომ 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმამდე მოსაყვანად.


2016 წელს შემუშავებული „ქართული ოცნების“ ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ოთხ წელიწადში 800 კმ ავტობანი, 50 გვირაბი და 50 ხიდი უნდა აშენებულიყო. როგორც „factcheck“ - ი წერს სამი წლის მონაცემებით, 275 კილომეტრი ახალი გზაა აშენებული. დაპირების შესასრულებლად კი მიმდინარე წელს 525 კილომეტრიანი ახალი გზა უნდა აშენდეს, რაც წარმოუდგენელია. ყოფილი პრემიერის დაპირების მიხედვით ოთხ წელიწადში 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა იგეგმებოდა. დღეის მონაცემით საანგარიშო პერიოდში 134 კილომეტრი მაგისტრალი აშენდა და წლის ბოლომდე 24 კილომეტრიანი გზის მშენებლობის დასრულება არის დაგეგმილი.  ოთხპუნქტიანი გეგმის მეორე დაპირება უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2020 წელს დასრულებას ეხებოდა. მმართველი გუნდის აღნიშნული დაპირებაც ვერ შესრულდა და ავტობანის მშენებლობის დასრულების თარიღმა ოფიციალურად 2022 წლის ბოლომდე გადაიწია.


საქართველოს მთავრობა წელიწადში საშუალოდ 20 კმ ახალ გზას აშენებს, აქედან გამომდინარე დარჩენილი 500 კილომეტრის აშენებას დაახლოებით 25 წელი დასჭირდება. მშენებლობის ტემპს ყურადღება, რომ არ მივაქციოთ, „კომერსანტი“ დაინტერესდა ამჟამინდელი პრემიერმინისტრის განცხადებაც არის თუ არა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგი წინასაარჩევნო დაპირება, არსებული ბიუჯეტის პირობებში როგორ უნდა დახარჯოს 20 მლრდ. ლარი მხოლოდ ინფრასტრუქტურაში და იქნება თუ არა ფულის წყარო ისევ საგარეო ვალი?

 

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ბიუჯეტში ბევრი რამ რომ შეცვალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ პრემიერ მინისტრის მიერ გაჟღერებული რიცხვები ზუსტი არ არის, მაია ცქიტიშვილის სამინისტროში ზუსტად არც ის იციან ზემოთ ნახსენები თანხა კონკრეტულად რომელ პროექტებზე დაიხარჯება.

 

„დაახლოებით 10 მილიარდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით სხვადასხვა მიმართულებით  დაიხარჯება. 10 მილირადიდან დაახლოებით 7 დაიხარჯება გზებზე, მათ შორის საერთაშორისო მაგისტრალებზე და შიდა მნიშვნელობის გზებზე. დაახლოებით 1,4 მლრდ დაიხარჯება წყალმომარაგების პროექტებზე. ხოლო დარჩენილი 1,6 მლრდ დაიხარჯება სხვადასხვა პროფილის მიმართულებით“, - განმარტავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.


პრემიერ მინისტრის განცადებას აბსურდულს უწოდებს ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა. მისი თქმით, ასეთი თანხები საქართველოს ბიუჯეტში არ მოიძებნება .როგორც კოდუა აცხადებს, საქართველოს მთავრობა თანხის მობილიზებას საგარეო ვალის დამატებით შეძლებს, ამ კუთხით კი ხელისუფლებამ ზღვარს მიაღწია და მისთვის რთული იქნება დაასაბუთოს, რომ თანხას რომელსაც აიღებს, გადაიხდის. ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელის განმარტებით, საგარეო ვალის ასაღებად მთავრობას უნდა ჰქონდეს დასაბუთებული საინვესტიციო პროგრამები და გეგმები.

 

„ბევრი კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით თუ საიდან არის მოტანილი ეს ციფრები. ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნო პიარი,  რა თქმა უნდა ხალხი ყველაფერში არ არის გათვიცნობიერებული, წლები გადის და პროექტები ვერ ვითარდება. სანამ  პროცესში ექსპერტების და პროფესიონალი გუნდი არ ჩერთვება და ერთობლივად არ გადაწყდა ყველაფერი, იქამდე ფული სულ ასე დაიხარჯება. როგორ უნდა მოხდეს პანდემიის პირობებში ამ თანხების მობილიზება ჩემთვის გაუგებარია. სახელმწიფოს მიერ ვალის აღება გამართლებული იქნება მხოლოდ პანდემიასთან ბრძოლის შემთხვევაში. დღეს მსოფლიო ინსტიტუტებმა შეიძლება საერთო  პრობლემასთან საბრძოლველად გასცენ თანხები, მაგრამ ის, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იყოს თანხები მობილიზებული ჩემთვის  არა რეალურია“, - განმარტავს გიორგი კოდუა.


 

,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მიესალმება, თუმცა მისი თქმით, პროექტები წინასაარჩევნო პიარ კამპანიის ნაწილად არ უნდა დარჩეს და  უნდა განხორციელდეს. გიორგი კოდუას თქმით, მას არ სჯერა გახარიას განცხადების რადგან, რვა წლის „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ოთხპუნქტიანი გეგმა არ შესრულებულა და ქვეყნას წარმატებისკენ ნაბიჯი არ გადაუდგამს. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გააჩერა ის სტრატეგიული პროექტები, რომელიც საქართველოს სიმდიდრეს მოუტანდა. როგორც გიორგი კოდუა განმარტავს, ინფრასტრუქტურული პროქტები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს არ უნდა იყოს ლოკალური და საერთაშორისო პროექტებში უნდა იყოს ჩაბმული.


„ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე, შეუძლებელია ქვეყანა განვითარდეს, თუმცა რატომღაც ყველას ჰგონია, რომ 10 კილომეტრიანი გზის გახსნით ინფრასტრუქტურა გაკეთდება, ასე ინფრასტრუქტურა არ კეთდება. როდესაც რაღაცას აკეთებ, ის გამოყენებადი უნდა იყოს,  გზას თუ ვერ გამოიყენებ და ქვეყანა მობილური ვერ გახდება, მაშინ რა აზრი აქვს მილიარდების დახარჯვას რაღაც მონაკვეთზე? მსოფლიო არის დღეს გლობალურ ეკონომიკაში, ვინც მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირდება წარმატებას ის აღწევს, ხოლო ის ვინც იზოლაციისკენ მიდის და მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყანა როგორიც ჩვენ ვართ, რომელსაც არ გააჩნია არც ნავთობი, არც  ბუნებრივი რესურსები და არც  შრომის რესურსები წარმატებას ვერ აღწევს. როგორ შეგვიძლია მუშახელით ჩინეთს შევეჯიბროთ, უნდა შევაფასოთ  ჩვენი შესაძლებლობა. ჩვენი პოტენციალი მდგომარეობს იმაში, რომ გაკეთებულიყო სატრანსპორტო კვანძები, მიბმულები ვყოფილიყავით საერთაშორისო კავშირებს, რაც რუსეთის ფედერაციამ ძალიან წარმატებით განახორციელა. ნუ გვგონია, რომ რუსეთი მდიდარია ნავთობით და მისი შემოსავალი ამითაა განპირობებული, არა, მისი პირველი პრიორიტეტი არის  ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა, რომლის დახმარებითაც ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ევროპელებს აღმოსავლეთიდან სიკეთეები, რომ სჭირდებათ ამის ტრანსპორტირება უნდა განვახორციელოთ. თურქმენეთის მთელი გაზი გაზპრომის მილსადენით გაედინება, ალტერნატიული კორიდორი საქართველოა, რა გვიშლის ხელს, რომ მსგავისი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ, ეს საქართველოს მკვეთრ გამდიდრებას გამოიწვევს.


როგორ გგონიათ ამხელა პროექტს გავაკეთებთ და რუსეთის კონკურენტები გავხდებით? აქვს ამ მთავრობას უნარი რუსეთს დაუპირისპირდეს და კონკურენცია გაუწიოს? ევროპელებს უნდათ ტვირთები რუსეთის გავლით არ მიდიოდეს. მათი სურვილია საქართველო იყოს ალტერნატიული კორიდორი, რადგან ეს ფასების ვარდნას გამოიწვევს. რა თქმა უნდა ევროპელები მიიღებდნენ უფრო კარგ პროდუქტს შავი ზღვის გავლით, ანაკლიის გავლით, ღრმაწყლოვანი პორტი რომ გაკეთებულიყო, რკინიგზა მოდერნიზებული ყოფილიყო, აეროპორტები განვითარებულიყო და ეს ყველა ლოგისტიკური ცენტრები გაკეთებულიყო, ეს უკვე ახალი აბრეშუმის გზის დაბადების საპირწონე იქნებოდა, რაც უფრო მკვეთრად ჯანსაღს გახდიდა ევროპას და აზიას შორის  ფასებს. დღეს რუსეთია მონოპოლისტი, კონტინენტურად ტვირთები ევროპაში მხოლოდ რუსეთს გადააქვს, ფასები კი ევროპელებისთვის არის ძალიან მაღალი“, - აცხადებს გიორგი კოდუა.

 

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრის ვარაუდი ეფუძნება იმას, რომ საქართველოს დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე უკეთესი ეკონომიკური ზრდა ექნება, შესაბამისად ბიუჯეტის ზრდასთან ერთად კაპიტალური ხარჯები პროპურციულად გაიზრდება. ზვიად ხორგუაშვილის განმარტებით, გიორგი გახარიას განცხადება ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას, მისი თქმით „ქართულ ოცნებაში“ რა ეკონომიკური მითებისაც სჯეროდათ, კვლავ იმის სჯერათ.


„20 მლრდ არარეალისტური თანხაა, წელიწადში ბიუჯეტიდან 5 მლრდ-ის ალოკაცია ძალიან რთულია, მეორეს მხრივ ისიც უნდა გავითავლისწინოთ, რომ ამდენი ხნის მანძილზე სწორედაც, რომ ვალის ხარჯზე ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც ჩანს ხელისუფლება ისევ ისე აპირებს გაგრძელებას, კვლავ სჯერათ, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯებით შეძლებენ ეკონომიკური ზრდის მიღწევას. მოკლევადიანი პერსპექტივით რაც უფრო მეტს ხარჯავს მთავრობა რიცხვი იზრდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ, რომ ამდენი წლის მანძილზე საშუალოდ 3,6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აქვთ და ამ ინფრასტრუქტულმა ხარჯებმა შედეგი არ გამოიღო. ვალი ვალად შეგვრჩა და გვაქვს უამრავი გაფუჭებული გზა, გაუბედურებული და მიტოვებული ინფრასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.


ეკონომისტი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრის განცხადება გათვლებს მოკლებული წინასაარჩევნო დაპირებაა ან შეიძლება უპასუხისმგებლო გათვლებით არის გაკთებული.

 

„2020 წელს შეიძლება საგრეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60 პროცენტს გადასცდეს, ამის მიუხედავად კიდევ, რომ ვაგრძელებთ ვალების აღებას, ვივიწყებთ მომავალს და დღევანდელ დღეზე ვართ ორიენტირებულები ცალსახად არ არის სწორი. ეს მიუთითებს იმაზე რომ ხელისუფლება ცდილობს არა მომავალ თაობაზე ზრუნვას არამედ მისი ძალაუფლება შეინარჩუნოს, პიარი გაიკეთოს და ახლა დაპირდეს ისეთ რაღაცებს რაც შემდეგ უკვე შეიძლება სანანებელი გაუხდეს. მომდევნო 4 წლის ეკონომიკური პარამეტრები რომ ვნახოთ რომელსაც ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს, ბიუჯეტში არ ჩანს მკვეთრი ზრდა. 20 მილიარდის მობილიზება რომ მოხდეს, ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. როდესაც გეგმას და მომავალ პროექტებს აქვეყნებენ, იქ არსად არაფერი მსგავსი არ არის, რადგან ეს არაა დაგეგმილი და აქამდე არსად ასახული არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ახალი განცხადება რომელიც პრემიერმა წინა საარჩევნოდ დააანონსა“, - განმარტავს ექსპერტი.

 

ზვიად ხორგუაშვილისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძეს. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების სტრატეგია სწორია. მისი თქმით, სწორია საქართველომ ინფრასტრუქტურაში მეტი კაპიტალური დაბანდება უნდა გააკეთოს, რადგან ეს არის დარგი სადაც დანახარჯის ძალიან დიდი ნაწილი ადგილობრივ ეკონომიკაში რჩება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მიიჩნევს, რომ რვა წელი ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა ინფრასტრუქტურულად გასამართად საკმარისი არ არის, მეტიც სეთურიძის თქმით, შემდეგომი რვა წელიც არ იქნება საკმარისი. გიორგი სეთურიძე ყურადღებას საგარეო ვალზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ დღეს ფინანსთა სამინისტროს არ აქვს ილუზიები  და ყველაფერი საკმაოდ კარგად არის დათვლილი. მისი თქმით, რამდენიც იქნება შესაძლებელი რომ იტვირთოს ქვეყანამ იმდენი იქნება აღებული.

 

„მომავალი 4 წელიწადი ალბათ კოვიდის პირობებში ცხოვრება არ მოგვიწევს და ბევრი რამ შეიცვლება. 2017 წლიდან როდესაც დაიწყო ინტესნიური ინფრასტრუქტურლი აღმშენებლობის პოლიტიკა ყოველწიური ბიუჯეტი ეტაპობრივად იზრდებოდა, ამას რა თქმა უნდა უზრუნველყოფდა ინდუსტრიის ზრდაც. ჩვენ ვვარაუდობით, რომ 2020 წლის ბოლომდე დაახლოებით 30 000 ადამიანი კიდევ დასაქმდებოდა. სამწუხაროდ კოვიდმა ბევრი რამ შეცვალა. იმ პერიოდისთვის განსაზღვრული გვქონდა, რომ წელიწადში საგზაო ინფრასტრუქტურაზე 2,5 მლრდ დახარჯულიყო. პირველი ეტაპზე საქართველოში დასახული იყო ინფრასტურქტურული მშენებლობის 20-25 პორექტი და ამ პროექტების ჯამური ღირებულება აჭარბებდა 12 მლრდ ლარს. საქართველოში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განხორციელდეს, რადგან განვითარებადი ქვეყანა ვართ და სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს ვართ. მარტო ავტობანის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. როდესაც დასავლეთ-აღმოსავლეთის ავტობანი დასრულდება დამერწმუნეთ, რომ მაშინვე საჭირო იქნება მისი მოდერნიზაცია და გაფართოვება იმდენად სწრაფად ვითარდება მოძრაობა და გადაზიდვები. სწორია როდესაც ქვეყანა თავისი ბიუჯეტის დიდ ნაწილს ხარჯავს ინფრასტრუქტურაში, რაც შემდგომში ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს, თუმცა არის მეორე ნაწილი, ქვეყანაში უნდა იყოს ადგილობრივი ინდუსტრია განვითარებული ისე, რომ შეძლოს ამ თანხების ათვისება და ამხელა მშენებლობა. საქართველოს სჭირდება ამ დარგის განვითარება“, - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up