რატომ ითვლება ტექნოლოგიური კომპანიები ინვესტიციის საუკეთესო საშუალებად

რატომ ითვლება ტექნოლოგიური კომპანიები ინვესტიციის საუკეთესო საშუალებად

access_time2021-10-03 13:30:57

ტექნოლოგიურ კომპანიები ინვესტიციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, რადგანნ ის ძალიან დიდი და მრავალფეროვანია. ტექნოლოგიური სფერო აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის თუ ღრუბლოვანი სისტემების დეველოპერებს, გაჯეტების მწარმოებელ, უსადენო, სტრიმინგ სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, ნახევარგამტარი მასალებისა და  ტექნოლოგიების მწარმოებლებს. საქმე უფრო რომ გავამარტივოთ, ეს კომპანიები შეგვიძლია, ორ, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფად დავყოთ.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჯგუფში შედის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ: პერსონალურ კომპიუტერებს, სმარტფონებს, ფიტნეს-ტრეკერებს, ჭკვიან სპიკერებს. ასევე – სამეწარმეო/კორპორაციულ ტექნიკასა თუ აპარატურას, მაგალითად, სერვერებსა და სხვა ქსელურ მოწყობილობებს.

პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფში კი შედის კომპანიები, რომლებიც ქმნიან: საოპერაციო სისტემებს, მონაცემთა ბაზებს, მუშაობენ კიბერუსაფრთხოებისა და პროდუქტიულობის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მომხმარებელს, ისინი, პროდუქტის გარდა, თითოეულის იმპლემენტაციასა და მართვასაც სთავაზობენ. ამ მოდელს, სპეციალისტები, უწოდებენ სახელს  „პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურება“. ასეთ დროს, მომხმარებელი ყიდულობს არა მხოლოდ პროგრამის ლიცენზიას, არამედ აფორმებს ხელშეკრულებას მის მართვაზე, ანუ სრულ მომსახურებაზე. ეს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას, დამატებით, მუდმივი შემოსავლების გენერირების საშუალებას აძლევს.

დღეს, ორივე ჯგუფში შემავალი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი და პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი კომპანიები, ინვესტიციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, რადგან ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება. ამის პარალელურად, თითოეული პროდუქტი თუ მომსახურება, სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი.

ყველაზე დიდი და წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიები 

საფონდო ბირჟაზე ბევრი ტექნოლოგიური კომპანიის აქციები ივაჭრება, თუმცა, მათ შორის არის გამორჩეული ბრენდები, რომლებიც თავის მიმართულებასა და სეგმენტში უპირობო ლიდერები არიან. შესაბამისად, ამ კომპანიებში კიდევ უფრო ხელსაყრელი საინვესტიციო პირობები და გარემოა. ესენია:

არის შემთხვევები, როდესაც Facebook, Amazon, Apple, Netflix და Alphabet (Google), საფონდო ბირჟაზე, ერთადაა დაჯგუფებული, რადგან თავიანთ ინდუსტრიაში, დომინანტები არიან და ბოლო რამდენიმე წელია, მათ აქციებს, სტაბილურად, შთამბეჭდავი მოგება მოაქვს.

COVID-19-ის გავლენა ტექნოლოგიურ კომპანიებზე

თუ მსოფლიო პანდემიამ, სხვა ბიზნესებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, 2020-2021 წლები, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, პირიქით, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თითქმის, ყველა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და სერვისის „ონლაინ“ მიწოდებაზე გადავიდა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ტექნოლოგიური კომპანიების პროდუქციასა თუ მომსახურებაზე.

მაგალითად, Amazon-ის საერთო გაყიდვების მოცულობა, 2021 წლის პირველ კვარტალში, 44% -ით, $108.5 მილიარდამდე გაიზარდა, რაც არაჩვეულებრივი მაჩვენებელია ასეთი მასშტაბის კომპანიისთვის. მიზეზი მარტივია, ისეთმა კომპანიებმაც კი, რომლებსაც გაყიდვების „ონლაინ“ პლატფორმა საერთოდ არ ჰქონდა, პანდემიის გამო, ელ. კომერციის მიმართულება გაააქტიურეს, ან საკუთარი პროდუქტები უკვე არსებულ, საერთაშორისო E-Commerce არხებზე განათავსეს.


პროგრამულ უზრუნველყოფაზე გაზრდილი მოთხოვნის დამსახურებით, წინ წავიდა Microsoft-იც.  დასაქმებულთა უმრავლესობა, მთელს მსოფლიოში, სახლიდან მუშაობს. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა პროგრამულ უზრუნველყოფაზე, კოლაბორაციული სამუშაოსთვის, სხვადასხვა გაჯეტებზე და თამაშებზე. ასევე – ღრუბლოვანი სისტემის მომსახურებებზე. 2021 წლის დასაწყისში, განსაკუთრებით მაღალი იყო პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების წილი. ბოლო კვარტალში, Microsoft-ის შემოსავალი 19%-ით, სუფთა მოგება კი 44%-ით გაიზარდა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ 2020-2021 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით არსებული აბსოლუტურად ყველა ტექნოლოგიური ბიზნესისთვის აღმავლობის პერიოდი იყო. ბუნებრივია, ეს იმ კომპანიებმა მოახერხეს, რომლებმაც ადეკვატურად უპასუხეს ახალ გამოწვევებსა და შექმნილ გარემოებებს. შესაბამისად, ამ რთულ პერიოდშიც კი, საფონდო ბირჟაზე მრავლად იყო აქციები, სადაც ინვესტიცია მოგებიანი აღმოჩნდა.

როგორ უნდა გააკეთოთ ტექნოლოგიური კომპანიების ანალიზი?

ამ სექტორში ასეთი დადებითი დინამიკისა და საინვესტიციოდ, თითქოს, იდეალური გარემოს მოუხედავად, აუცილებელია, ფულის დაბანდებამდე, კარგად შეისწავლოთ კონკრეტული ბიზნესი. ახლა სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ უნდა გააკეთოთ ტექნოლოგიური კომპანიების ანალიზი.

მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ანალიზისთვის, რომლებსაც მოგება მოაქვთ, ფასებისა და შემოსავლების თანაფარდობის კოეფიციენტი გამოგადგებათ. ამისთვის, ერთი აქციის ფასი ამავე აქციის მოგებაზე გაყავით. მიიღებთ მრავალჯერადს, რომელიც გიჩვენებთ, მოცემულ მომენტში, რამდენად მაღალია ბაზარზე ამ კომპანიის მოგება. რაც უფრო მაღალია კოეფიციენტი, მით მეტი იქნება ბაზარზე, მომავალში, მისი მოგების შანსი. თუმცა, ბევრი ტექნოლოგიური კომპანია არარენტაბელურია, ამიტომ არ შეიძლება მათი აქციების ფასებისა და მოგების მიხედვით შედარება. ძირითადად, ეს უფრო ახალგაზრდა კომპანიებს ეხება. ამ შემთხვევაში, შემოსავლის ზრდასა და განვითარების პოტენციალს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, თუ რაიმე მსგავს კომპანიაში დებთ ფულს, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მას ზრდისა და განვითარების პერსპექტივა ნამდვილად გააჩნია. 

არარენტაბელური ტექნოლოგიური კომპანიების შემთხვევაში, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სუფთა მოგება იზრდებოდეს, ანუ ბიზნესი დანაკარგებიდან, შესაძლოა, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიდიოდეს მოგებისკენ. კომპანია, ზრდასთან ერთად, უფრო ეფექტური უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია გაყიდვებისა და მარკეტინგის შემოსავლებზე, რომლებიც აუცილებელია მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის. თუ ასე არ არის, ან მოგება იზრდება როგორც შემოსავლის პროცენტი, ნიშნავს, რომ კომპანიაში რაღაც რიგზე ვერ არის.

საბოლოოდ, კარგი ტექნოლოგიური აქცია ის აქციაა, რომელიც გონივრულ ფასში, ზრდის პერსპექტივით ივაჭრება. თუმცა, ზრდის პერსპექტივის ზუსტი განსაზღვრა არ არის მარტივი. თუ ელოდებით, რომ მოგება, უახლოეს წლებში, უცბად გაიზრდება, მაშინ აქციებში დამატებით გადახდა ღირს, მაგრამ თუ ამ ზრდის პერსპექტივას ვერ ხედავთ, დიდი შანსია, თქვენი ინვესტიცია წარუმატებელი აღმოჩნდეს.

ტექნოლოგიებში ინვესტიციის ერთ-ერთი საშუალება არის სპეციალური ფონდებიც, რომლებიც  ამ მიმართულებით ვაჭრობენ. აქ ფულის ჩადებით, შესაძლებლობა გაქვთ, გაცილებით პროფესიონალებს ანდოთ თქვენი ფინანსები და შეცდომებისაგან დაიზღვიოთ თავი, მაგალითად, ასეთია The ARK Innovation ETF  (NYSEMKT:ARKK). თუმცა, რისკებისგან 100%-ით დაზღვეული არც ეს ფონდებია. ერთია პროფესიონალთა გუნდი, მაგრამ სხვა საკითხია ზოგადი ვითარება ბირჟაზე და რისკისადმი მათი მაღალი ტოლერანტულობა. ასე რომ, შესაძლოა, ეს ვარიანტი უფრო წამგებიანი აღმოჩნდეს კონკრეტული ინვესტორისთვის, ვიდრე დამოუკიდებლად, პირდაპირ რომელიმე ტექნოლოგიური გიგანტის აქციებში ფულის დაბანდება.

ტექნოლოგიურ კომპანიაში ინვესტირების დროსაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ფინანსურ საკითხში, კარგად უნდა აწონ-დაწონოთ რისკები, გაითვალისწინოთ ყველა დეტალი და შეარჩიოთ საკუთარ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული, თქვენთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი.


წყარო: მარკეტერი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up