რატომ იშლება თბილისის მერიის ტენდერები?

რატომ იშლება თბილისის მერიის ტენდერები?

access_time2019-02-11 20:00:18

თბილისის მერად არჩევის შემდეგ კახა კალაძემ რამდენიმე ახალი მასშტაბური პროექტი წარადგინა, რომელთა განხორციელება უახლოეს წლებში უნდა მოხდეს. მათ შორის არის “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლება, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა, რადიოქალაქის, თბილისის ანძის რეაბილიტაციისა და ღამის ეკონომიკის პროექტები.

 

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ აღნიშნული პროექტები ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად არაერთხელ გააცნო, პროექტების განხორციელება ვერ იწყება. მიზეზი კი, ჩაშლილი ტენდერები და ინტერესთა გამოხატვებია.

 

თბილისის 3 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე გამოცხადდა. მხოლოდ მესამე ჯერზე და ისიც მხოლოდ ერთ ლოკაციაზე გამოვლინდა გამარჯვებული; საქმე ეხება ფილარმონიის მიმდებარე ტეროტირიაზე პარკინგის მოწყობას, დანარჩენ ადგილებზე კი, თბილისის მუნიციპალიტეტი ინტერესთა გამოხატვას ახლიდან გამოაცხადებს.

 

მსგავსად ჩაიშალა ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა. ირკვევა, რომ თბილისის მერიამ ვერ შეარჩია გამარჯვებული ვერც ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებისთვის.

 

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია ჩაშლილ შესყიდვებთან დაკავშირებით მასშტაბურ პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში, შესყიდვების ჩაშლას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.

 


“მაგალითად, გვქონდა საუბარი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაზე. ამ კუთხით ძალიან მცირეა ის გამოცდილება, რომელიც არსებობს საქართველოში, ამიტომ ბიზნესმა საკმაოდ რისკიანად შეაფასა ეს პროექტი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ჩვენ ახლაც ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, მათ შორის საერთაშორისო ჯგუფებთან და შეიძლება სულ მალე ინტერესთა გამოხატვა ხელახლა გამოცხადდეს”,- აცხადებს ანდრია ბასილაია.

 

მისი თქმით, პარკირების პროექტში თავდაპირველად საუბარი იყო 25-წლიან იჯარაზე, შემდეგ მოხდა პირობის შეცვლა და გამარჯვებულს მიწა მუდმივ მფლობელობაში გადაეცემოდა.

 

“თუმცა, მაშინაც არ შედგა კონკრეტულ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა. გამარჯვებული გამოვლინდა ერთ ლოკაციაზე - ფილარმონიის ტერიტორიაზე”, - აცხადებს ანდრია ბასილაია.

 

რაც შეეხება ვარკეთილში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებას, ანდრია ბასილაია ინტერესთა გამოხატვის ჩაშლის რამდენიმე მიზეზზე საუბრობს.

 

“აქ იყო წინასწარ შემუშავებული გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა), რომელიც თან ახლდა პროექტს და იყო გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის გარანტიასთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც მუნიციპალიტეტი, ვდგებოდით გარანტად და გვინდოდა, მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო ადგილზე მცხოვრებთა ინტერესები. პროექტს საკმაოდ მძიმე საბანკო გარანტიაც ახლდა თან. ამასთან ვადები, რომლებიც განვსაზღვრეთ, ბიზნესმა აღიქვა როგორც შემჭიდროვებული. ახლა ეს პროექტი შეიცვალა, თბილისის მთავრობა გაიარა, იმედია მალე საკრებულოსაც გაივლის და ხელახლა გამოცხადდება”, - აცხადებს ანდრია ბასილაია.

 

რაც შეეხება ღამის ეკონომიკას და სახელმწიფო შესყიდვას, რომლითაც ღამის ეკონომიკის სტრატეგია უნდა შემუშავებულიყო, როგორც bm.ge-ის თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, ტენდერი 2018 წელის ბოლოს იყო გამოცხადებული, თუმცა, არ შედგა.

 

მისი განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვაში რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მერიის მოთხოვნები ვერცერთმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა. ტენდერის გამოცხადებას მერია ხელახლა აპირებს.


წყარო: bm.ge






New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია

New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია
access_time2019-08-24 18:00:54
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა როგორც მშენებელი. ის ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშისგან არის აშენებული. სასახლე ქალაქში მდებარე...

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება
access_time2019-08-24 16:25:42
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა,...

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო
access_time2019-08-24 16:00:54
საქართველოში სარეკლამო ბიზნესისადმი ინტერესი შემცირდა. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სეზონური ცვლილებაა და მდგომარეობა შეიძლება შემოდგომიდან შეიცვალოს. ცხადია, გარკვეული გავლენა ბაზარზე პოლიტიკურმა პროცესმაც იქონია. არასაარჩევნო პერიოდში რეკლამის მიმართ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და სარეკლამო ბაზარზე გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა. ტენდენცია შეიცვალა და სატელევიზიო რეკლამიდან ინტერესმა სოციალური ქსელებისკენ გადაინაცვლა, რაც წამყვან სატელევიზიო...

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?
access_time2019-08-24 12:00:30
ამაზონის ჯუნგლები იწვის. ეს ტერიტორია სახლია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე. ცხოველებისა და მცენარეების გარდა, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე ტომიც ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. თანაც, ის, თავისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, დედამიწის ერთ-ერთი უკანასკნელი...

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა
access_time2019-08-24 20:00:24
მომავლის წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელი არაა წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ სილიკონ ველის ტექნოლოგიების მაგნატების — სტივ ჯობის, ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ივარაუდეს. ჯობსმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე გაჯეტებსთან ვატარებდით აგენტებით. ერთი სიტყვით აიფონებს —...


მსგავსი სიახლეები

up