რატომ ირჩევს ბიზნესი ვებ პლატფორმა supta.ge-ს? - უსწრაფესი მიწოდების  სერვისი, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და კონკურენტუნარიანი ფასები!!!

რატომ ირჩევს ბიზნესი ვებ პლატფორმა supta.ge-ს? - უსწრაფესი მიწოდების სერვისი, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და კონკურენტუნარიანი ფასები!!!

access_time2022-07-04 09:55:50

მაშინ, როდესაც კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებულმა შეზღუდვებმა ბევრი ბიზნესი უკიდურესად დააზარალა, მათი ნაწილი კი საერთოდ დაიხურა, სადისტრიბუციო კომპანია „აიდ გრუპ“-მა კრიზისი  შესაძლებლობად აქცია, აქტიურად ჩაერთო ელექტრონულ კომერციაში და შექმნა ბიზნეს ჰიპერმარკეტი  „სუფთა“- supta.ge. ქვეყანაში დაწესებულმა ლოკდაუნმა და  შეზღუდვებმა ელექტრონული კომერცია იმდენად აქტიური გახადა, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და  ვებ პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელთა რაოდენობა 700% - ით გაიზარდა.




„სუფთას“ გუნდი გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ბაზარზე არსებულ ვითარებას უკეთებენ ანალიზს, მუდმივად ეცნობიან მომხმარებლების საჭიროებებს და ერგებიან მათ, რამაც ჩაუყარა საფუძველი, იმას რომ ვებ პლატფორმა „supta.ge“ საქართველოში პირველ ბიზნეს ჰიპერმარკეტად ჩამოყალიბდა.

 


კომპანიას ბაზარზე კონკურენტებისგან სწრაფი მიწოდების  სერვისი, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, კონკურენტუნარიანი ფასები და მოწესრიგებული საგადახდო სისტემა გამოარჩევს, რაშიც მას საქართეველოს ბანკის IPAY სისტემა ეხმარება. „სუფთას“ პროდუქცია შეკვეთიდან 2-3 სამუშაო საათში უკვე ადგილზეა, რაც ჰიპერმარკეტთან თანამშრომლობას ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველს და კომფორტულს ხდის.

 


სადისტრიბუციო კომპანია შექმნის დღიდან მცირე და მსხვილ ბიზნესებთან, საწარმოებთან, სამედიცინო და სხვა ტიპის დაწესებულებებთან, ასევე HORECA-ჰორეკა-ს სეგმენტიდან მრავალ ცნობილ რესტორანსა თუ სასტუმროსთან („პოლი“ „ რესპუბლიკა„ქეთო და კოტე“,  „ ჩვენი“, M Group- ის რესტორნების ქსელი  და მრავალი სხვა) თანამშრომლობს და მათ საყოფაცხოვრებო საქონლით, პროფესიონალური ქიმიით, საწმენდ-საპოხი საშუალებებით და საკანცელარიო ნივთებით ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ supta.ge-ს ვებ პლატფორმა ინოვაციურია იმ კუთხით, რომ მის პრიორიტეტშია ბიზნეს სექტორი და მსგავსი ონლაინ სივრცე, სადაც ბიზნესის  წარმომადგენლებს, საკუთარი კომპანიისთვის ყველა საჭირო ნივეთის ერთ სივრცეში შეძენა შეუძლიათ, არ არსებობს.

 



მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის  ძირითადი სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, sputa.ge არც  ფიზიკური პირების მომსახურებაზე ამბობს უარს და ბოლო ორი  წლის განმავლობაში მრავალი ერთგული  ინდივიდუალური მომხმარებელი შეიძინა, რომლებიც  ყოველთვიურად ოჯახისთვის სხვადასხვა პროდუქციას იმარაგებენ.

 


სუფთა-ს ვებ სივრცეში შესვლისას, მომხმარებელს მარტივად შეუძლია, მისთვის სასურველი პროდუქციის მოძეიება და შეკვეთის გაფორმება, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირის სახელზე. კომპანია მომხმარებელს მრავალი ცნობილი ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტს 9 კატეგორიაში სთავაზობს. ონლაინ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია 500 ზე მეტი დასახელების პროდუქტი შემდეგ კატეგორიებად:


 

მიუხედავად  იმისა, რომ კომპანია აიდ გრუპ-ი თავად გახლავთ  იმპორტიორი, იგი ასევე ექსკლუზიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებთან და თავისი პლათფორმისა თუ სადისტრიბუციო ხაზის მეშვეობით, მათ პროდუქციის გაყიდვაში ეხმარება. „ სუფთა“ ასევე ადგილობრივ-ქართულ წარმოებებთანაც  ექსკლუზიური  პირობებით ურთიერთობს  და  რეალიზაციას უწევს მათ პროდუქციას. ვებ პლატფორმა „სუფთა“ ქართული ბრენდების წარმოჩენასა და მათ ხელშეწყობასაც მაქსიმალურად ცდილობს, ამგვარად დაიწყო „სუფთას“ და „ეკობოჰემიას“  თანამშრომლობაც. ერთგულ მომხმარებელს  პლატფორმა supta.ge-ზე უკვე შეუძლიათ შეიძინონ „ბერტას“ ბრენდის, ქართული წარმოების საყოფაცხოვრებო ქიმია.

იმისათვის, რომ მომხმარებელს supta.ge-ზე პროდუქციის შეძენა უფრო მარტივად შეეძლოს, პლატფორმის დასახვეწად დეველოპერები მუდმივად  მუშაობენ განახლებებზე და ითვალისწინებენ თანამედროვე ტრენდებს ელკომერციაში.

ონლაინ ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, კომპანია უწყვეტი სადისტრიბუციო ჯაჭვის დანერგვას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს, რაც მეტ კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, მათი ბიზნესისთვის პროდუქცია ოპერატიულად და შეუფერხებლად შეიძინონ.

 

მოიმარაგე მარტივად Supta.ge-ზე!


„აიდ გრუპი“ 2016 წელს  ჩამოყალიბდა და შექმნის დღიდან განვითარებაზე და ზრდაზეა ორიენტირებული, სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს კომპანიის  ბრენდი „სუფთა“ მომარაგების ბაზარზე სანდო პარტნიორებს შორის ლიდერ პოზიციას იკავებს.

 

„სუფთას“  გუნდი  ამაზე  გაჩერებს  ნამდვილად არ  აპირებს  და ერთგულ  მომხმარებლებს  მომავალშიც   მრავალ სიახლეს პირდება.


(R)

 



თეგები:
supta სუფთა supta.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up