რატომ იცვლება „ვილა გოდოლის“ ვილების დიზაინი - სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება

რატომ იცვლება „ვილა გოდოლის“ ვილების დიზაინი - სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება

access_time2021-04-08 10:40:00

კახეთში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის სასტუმრო „ვილა გოდოლი“ პირველ სტუმარს 2022 წელს მიიღებს. როგორც პროექტის მფლობელი და ხელმძღვანელი გიორგი ქოჩლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სასტუმროს გახსნა 2021 წელს იყო დაანონსებული, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.


მისი განცხადებით, 56 ნომრიანი სასტუმრო თელავის რაიონის სოფელ რუისპირში გაიხსნება და მასში დაახლოებით 40 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროს ტერიტორიის 3 ჰა-ზე ვენახებია გაშენებული. ქოჩლაძე აცხადებს, რომ ამჟამად სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, თუმცა პანდემიის გამო ნელი ტემპით მიმდინარეობს.


მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ორ ეტაპადაა დაგეგმილი. კერძოდ, კომპანია „ვილა გოდოლი“ ამავე ტერიტორიაზე მაღალი კლასის ვილებს აშენებს. სწორედ მისი მშენებლობა იქნება პროექტის მეორე ეტაპი. გიორგი ქოჩლაძის განცხადებით, 25 მაღალი დონის ვილის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება.


სრულად კომპლექსის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.


სასტუმროს დიზაინსა და ფასადზე კომპანია „სპექტრუმმა“ იმუშავა. გამოყენებულია ეთნიკური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია. მასალები შერჩეულია რეგიონისთვის დამახასიათებელი, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ხასიათით, კერძოდ:კოშკი მოპირკეთებულია რიყის ქვით, ხოლო დეტალებად გამოყენებულია აგურის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჩანართები.



ქოჩლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი კლასის ვილები უკვე დაპროექტებული იყო, გადაწყდა, რომ ზედმეტად ავთენტური ვილების დიზაინი შეცვლილიყო.


„მიგვაჩნია, რომ ვილები ზედმეტად ავთენტური და პროვანსური იყო. ახლა მეტი თანამედროვეობა შევიტანეთ, ვმუშაობთ გადაპროექტებაზე და უფრო მეტი თანამედროვე ელემენტები იქნება შეტანილი,“ - აცხადებს ქოჩლაძე.


რაც შეეხება ვილების ღირებულებას, ეს გადაპროექტირების შემდეგ გახდება ცნობილი.


კომპლექსში არსებული სასტუმრო „ვილა გოდოლი“ გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზე.


კითხვაზე, განიხილება თუ არა სასტუმროში საერთაშორისო ოპერატორის შესვლა, ქოჩლაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.


კომპანია პროექტს პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს. „ვილა გოდოლმა“ სახელმწიფოსგან 7.5 ჰა მიწის ფართი 2019 წელს შეიძინა და სასტუმროს მშენებლობაც 2019 წლის ბოლოს დაიწყო.


business-partner.ge




თეგები:
სასტუმრო



Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up