businessfeed : რატომ იცვლება მილიარდერების ქონება სწრაფად

businessfeed : რატომ იცვლება მილიარდერების ქონება სწრაფად

access_time2021-02-14 20:00:11

  პანდემიის პერიოდში ამერიკელი მილიარდერების ქონება 1.1 ტრილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, მაშინ, როცა მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ამერიკელი მილიარდერები თითქმის 40%-ით გამდიდრდნენ. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

 

სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით Twitter-ზე, ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს ანტიკაპიტალისტური კამპანიები, რომელთა უმთავრესი მოთხოვნა მდიდარი ადამიანებისთვის გადასახადების გაზრდაა.  მაგალითად, Twitter-ის ერთ-ერთი პოპულარული გვერდი სახელწოდებით – დაასრულა ჯეფ ბეზოსმა შიმშილობა მსოფლიოში? – განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა და სხვადასხვა კალკულაციისა და მარტივი ილუსტრაციების მეშვეობით, საზოგადოებას მუდმივად ამცნობს, თუ რამხელა ქონების პატრონია პლანეტის უმდიდრესი ადამიანი და რამდენი პრობლემის გადაჭრა შეუძლია მას.

 

მაგალითად, 2021 წლის 8 თებერვლის მონაცემებით, ჯეფ ბეზოსის ქონება 194.7 მილიარდი დოლარია, სურსათის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (IFPRI) მონაცემებით კი, მსოფლიოში შიმშილობის დასასრულებლად ყოველწლიურად 11 მილიარდი დოლარია საჭირო. აღნიშნული გვერდი რეგულარულად, რამდენიმე დღეში ერთხელ წერს, რომ „ჯეფ ბეზოსმა დღესაც არ გადაწყვიტა მსოფლიოში შიმშილობის დასრულება“. იგივე გვერდი საზოგადოებას აუწყებს, რომ აშშ-ის განსახლებისა და ურბანული განვითარების დეპარტამენტის (HUD) მონაცემებით, აშშ-ში უსახლკარობის პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად მხოლოდ 20 მილიარდი დოლარია საჭირო, რაც ბეზოსის ქონების მეათედიც კი არ არის.

 

სინამდვილეში, მსგავსი გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ ფული არ კმარა. იმისთვის, რომ მსოფლიოში სიღარიბე საბოლოოდ დავძლიოთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სტაბილური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, შემდეგ – სხვადასხვა რეფორმის გატარება, ერთიანი სისტემისა და საერთო ფონდის შექმნა, რესურსების სწორი და თანმიმდევრული განაწილება, ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობა და ა.შ. ამ ყველაფრისგან დღევანდელი სამყარო ჯერ კიდევ შორს არის. ფული უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ყველაფერი მაინც არ არის. შესაბამისად, მსგავსი გამოთვლები მსოფლიოში იდეალური სიტუაციიის შემთხვევაში თუ გაამართლებდა, რადგან ის საერთოდ არ ითვალისწინებს ისეთ მოულოდნელობებს, როგორიცაა, მაგალითად, პანდემია.

 

ინტერნეტსივრცეში ათასობითაა ისეთი გვერდები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი მიზანი კაპიტალიზმთან ბრძოლაა. კამპანიებმა Tax the Rich-მა და Eat the Rich-მა განსაკუთრებული პოპულარობა გასულ წელს მოიპოვეს, როცა საზოგადოებაში დაგროვილი აგრესია Covid-19-ის პანდემიის პერიოდში მილიარდერების ქონების ასეთმა ზრდამ კიდევ უფრო გაამძაფრა. ადამიანებს ჰგონიათ, რომ  ჯეფ ბეზოსს, რომელიც ახლა Amazon-ის აქციების 11.1%-ს ფლობს, 194.7 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით აქვს, ან საბანკო ანგარიშებზე ინახავს და ნებისმიერ დროს მიუწვდება ხელი ამ თანხაზე. ეს კი ძალიან შორსაა სიმართლისგან. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს ფული იმ გაგებით, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს ესმით, არც კი არსებობს.

 

მდიდარი ადამიანების ქონებაში მოიაზრება არა მხოლოდ ნაღდი ან საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა, არამედ მათი კომპანიების, უძრავი ქონების, აქციების და ა.შ. საბაზრო ღირებულება. სწორედ ამიტომაა, რომ მილიარდერების ქონება სწრაფად იცვლება. მაგალითად, Amazon-ის აქციების ფასის ზრდის ან კლების გამო, შესაძლებელია, 24 საათის განმავლობაში ჯეფ ბეზოსმა რამდენიმე მილიარდი დაკარგოს ან პირიქით. კომპანიის აქციების ფასის ზრდა ან ვარდნა პირდაპირ გავლენას ახდენს მისი მფლობელის ქონებაზე.


 

რა თქმა უნდა, აქციების გაყიდვა და ფულის განაღდება შესაძლებელია, თუმცა, არც ისე მარტივია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ შენახული ფული მოგებას ვერ მოგვიტანს. მეტიც, ინფლაციის გამო, შესაძლებელია ძალიან დაგვაზარალოს. აქედან გამომდინარე, მდიდარი ადამიანები ფულს მუდმივად აბანდებენ და ჰყავთ რამდენიმე ფინანსური მრჩეველი, რომლებიც სწორი ინვესტიციების გაკეთებაში ეხმარებიან. ანგარიშებს ახსნევინებენ სხვადასხვა ქვეყნაში, აბანდებინებენ ოფშორულ კომპანიებში (რაც აბსოლუტურად ლეგალურია, მიუხედავად გავრცელებული არასწორი წარმოდგენებისა) და ა.შ.

 

არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც აქციების გაყიდვა ასე იოლი არ არის. მაგალითად, ჯეფ ბეზოსის ქონების მინიმუმ 95% Amazon-ის აქციებშია. აქედან გამომდინარე, მისთვის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი თანხა, სავარაუდოდ, მილიონებშია და არა მილიარდებში. ასევე, დიდი რაოდენობით აქციების გაყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ ფასები ზუსტად კონვერტირდება, რადგან ბევრი აქციის გაყიდვისას მათი ფასი საგრძნობლად დაიკლებს. ამასთან ერთად, ბეზოსი რაც მეტ აქციას გაყიდის, მით უფრო დაიკლებს მისი გავლენა და შეუმცირდება უფლებამოსილება მის მიერვე შექმნილ კომპანიაში. შესაბამისად, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ვერც შიმშილობას დაასრულებს და ვერც უსახლკარობის პრობლემას გადაჭრის.



მსგავსი კამპანიების სამიზნე არა მხოლოდ ჯეფ ბეზოსი, არამედ სხვა მილიარდერებიც არიან. ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითი ბილ გეიტსია, რომლის ქონებაც, ბოლო მონაცემებით, 123 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, გეიტსის  საქველმოქმედო ფონდის (მსოფლიოში ყველაზე დიდი კერძო საქველმოქმედო ორგანიზაცია) გამოთვლებით, 2040 წლამდე მალარიის სრული ელიმინაციისთვის საჭირო თანხა 90-140 მილიარდი დოლარია, ანუ, მაქსიმუმ, 7.5 მილიარდი დოლარი წელიწადში. ეს კიდევ ერთი ცნობილი მაგალითია, რომელსაც ხშირად იყენებენ ანტიკაპიტალისტები და აცხადებენ, რომ მსოფლიო პრობლემების გადაჭრა ამერიკელ მილიარდერებს უმარტივესად შეუძლიათ. თუ ამ ყველაფრის გაკეთებას ერთობლივად გადაწყვეტენ, მათი წლიური ფინანსური „დანაკარგი“ შეიძლება იმაზე ცოტა იყოს, ვიდრე ეს ინფლაციის შედეგად ყოფილა რომელიმე ნაკლებად წარმატებულ წელს. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ბილ გეიტსის ქონების დიდი ნაწილი დაბანდებულია სხვადასხვა სფეროში. იგი ახლა Microsoft-ის აქციების მხოლოდ 1%-ს ფლობს.

 

მილიარდერთა სიის სხვა ცნობილი წევრები მარკ ცუკერბერგი და ილონ მასკი არიან. 2015 წელს ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სიცოცხლის განმავლობაში Facebook-ის აქციების 99%-ს გაყიდდა ან გაასხვისებდა. ამჟამად იგი კომპანიის აქციების 15%-ის მფლობელია, მისი ქონება კი 98 მილიარდი დოლარია. რაც შეეხება ილონ მასკს, ექსცენტრიკული მილიარდერი Tesla-ს 21%-ს ფლობს, ხოლო მისი კოსმოსური კომპანია SpaceX 46 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

 

თუ რა რაოდენობის ნაღდ ფულს ფლობენ მილიარდერები, ფულს, რომელზეც მომენტალურად მიუწვდებათ ხელი, კონფიდენციალურია. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდები არსებობს. დიდი ალბათობით, ეს მილიონებია და არა მილიარდები. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ თუნდაც ერთ მილიარდ დოლარს ერთ ანგარიშზე ვერ შეინახავ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FDIC) ერთ ანგარიშზე მაქსიმუმ 250 000 დოლარს აზღვევს. ამიტომ, ერთი მილიარდი დოლარის  შესანახად 4 000 სხვადასხვა ანგარიში იქნებოდა საჭირო.

 

ფინანსების მიმართ მილიარდერების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანების დამოკიდებულებისგან. მათთვის ის არა სახარჯი თანხა, არამედ ინვესტიციაა, რომელმაც მომავალში კიდევ უფრო მეტი ფული უნდა გამოიმუშაოს. შესაბამისად, მისი უდიდესი ნაწილი რეალურად არ არსებობს და არც არსად არის გადანახული. მსოფლიო პრობლემების გადასაჭრელად კი ბევრად უფრო კომპლექსური მიდგომებია საჭირო, ვიდრე მხოლოდ ფინანსური დახმარება.


მასალა წარმოადგენს ონლაინჟურნალი — Business Feed-ის საკუთრებას. ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით უფრო მეტი სტატიის სანახავად, ეწვიეთ გამოცემის ვებსაიტს www.businessfeed.ge

თეგები:
Twitter Amazon Microsoft



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up