“არ ვიცი, რატომ გვაქვს თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან რაღაც უკეთესია. ჩვენგან იღებენ მაგალითებს, ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან – გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა, სადაც ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები ”-განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, იმედის ეთერში საუბრისას.
წყარო: timer.ge