რატომ გრძელდება თურქული ლირის დევალვაცია?

რატომ გრძელდება თურქული ლირის დევალვაცია?

access_time2021-03-24 19:00:06

თურქეთის მთავრობა ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებას წლებია ვერ ახერხებს.  საკმარისია ფინანსური მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდეს და ეკონომიკამ ზრდა განაახლოს, მაშინვე ლირას კურსი ვარდნას იწყებს.

 


ამ დღეებში ლირამ გაუფასურება განაგრძო, რისი ერთ-ერთი მიზეზი ცენტალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 17%-დან 19%-მდე გაზრდის შემდგომ განვითარებული მოვლენები გახდა.

 


თურქეთის ფინანსურ სისტემას ისევ ციებ-ცხელება აქვს  და ძნელი დასადგენია, ვინაა ამაში დამნაშავე - მთავრობა, რომელიც ეკონომიკის ზრდისთვის რეფინანსირების დაბალი განაკვეთის მომხრეა, თუ ცენტრალური ბანკი, რომელიც ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ამ მაჩვენებელს მუდმივად ზრდის.

 


2018 წელს ლირის კურსის მხარდაჭერის მიზნით, რეგულატორმა რეფინანსირების განაკვეთი 24%-მდე გაზარდა, ხოლოდ 2019 წელს მისი ნელა-ნელა დაწევა დაუწყო. 2019 წელს ამ მაჩვენებელმა 10,25%ს-ს მიაღწია, თუმცა, ამის შემდეგ პროცენტების ზრდა განახლდა.

 


საპასუხოდ გ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი დაითხოვა, რასაც ლირის კურსის დასტაბილურება მოჰყვა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პრეზიდენტმა ცენტრალური ბანკის 6 ხელმძღვანელი შეცვალა.

 


ახლაც მან რეგულატორის ხელმძღვანელი ნაჯი აგბალა დაითხოვა, ოღონდ ამჯერად შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა - ლირა არათუ არ გამყარდა, არამდე რამდენიმე საათში 17%-ით გაუფასურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ინვესტორები რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, და პარალელურად ლირაზე მოთხოვნის ვარდნას ელოდებიან. შედეგად ისინი ლირას მასობრივად ყიდიან, რაც ბუნებრივად აუფასურებს ეროვნულ ვალუტას.

 


ამ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი შახაპ კავიჯოგლუ ლირის კურსის გამყარებას სავალუტო ინტერვენციებით შეეცდება, თუმცა ეს რეზერვების სწრაფი ამოწურვის რისკს ქმნის.

 


ექსპერტების პროგნოზით, უახლოეს თვეებში თურქეთს ვალუტის კურსის შემდგომი მერყეობა ელის, რასაც შესაძლოა, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების შემცირება მოჰყვეს. მეტიც, თუ ვითარება არ გაუმჯობესდა, ქვეყანაში მოსალოდნელია სრულმასშტაბიანი სავალუტო კრიზისი.

 


ამას ასევე ცენტრალური ბანკის გაურკვეველი პოზიცია ხელს უწყობს. გადაყენებული პრეზიდენტის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის წყალობით, ლირას კურსის დასტაბილურება და შეთხელებული საერთაშორისო რეზერვების შევსება გახდა შესაძლებელი.

 


ამავე დროს ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი კავიჯოგლუ ინფლაციასთან საბრძოლველად საჭიროდ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას მიიჩნევს. ეს მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებულ ეკონომიკურ თეორიას ეწინაამღდეგება - როგორც წესი, დაბალი განაკვეთი ინფლაციას პირიქით, ზრდის.

 


თუმცა, ამ მიდგომას პრეზიდენტი ერდოგანი იზიარებს, რომელსაც პირველი რიგის ამოცანაც ეკონომიკური ზრდის აღდგენა მიაჩნია.

 


ეს თეორიული მსჯელობა არაა - თებერვალში ინფლაციამ 15,6%-ს მიაღწია, და ეს მაშინ, როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ს არ აღემატება.

 


მოკლედ, როგორც ჩანს, 2021 წელი ბოლო პერიოდის ნეგატიურ ტენდენციას ვერ გადალახავს - ლირას კურსი თურქული ეკონომიკის მთავარ სუსტ ადგილად ამ წელსაც დარჩება.

 

 

Haqqin.az

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up