„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

access_time2020-10-27 15:03:08

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია.


ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს შეადარა. როგორც აღმოჩნდა მათი უმეტესობა საქართველოში თურქეთთან შედარებით 2-3 ჯერ, ზოგ შემთხვევაში კი 6 ჯერ  ძვირია.


ესენია:

1.კონკორი - 5 მილიგრამიანი 30 ტაბლეტის ღირებულება საქართველოშ 24 ლარი,  ხოლო თურქეთში 9 ლარია

2. ტრიტაცე - მედიკამენტი, რომელიც თურქეთში დელიქსის სახელით გამოდის თურქეთში 4 ლარი, საქართველოშ კი 14 ლარი ღირს.

3. აუგმენტინი -  25 მილიგრამიანი  4 აბი - საქართველოში ღირს 16 ლარი, თურქეთში 8 ლარი

4. ზინატი - 500 მილიგრამიანი  10 ტაბლეტი თურქეთში ღირს დაახლოებით 12 ლარი, საქართელოში ღირს 24 ლარი.

5. დექსალგინი - ტკივილ გამაყუჩებელი 25 მილიგრმიანი 20 ტაბლეტი თურქეთში ღირს დაახლოებით 4  ლარი, საქართველოში კი 24 ლარი ღირს.

6. ვოლტარენ ემულ გელი -  თურქეთში  დაახლოებით 11 ლარი ღირს, საქართველოში კი 30.

7. ნუროფენი 200 მილიგრამიანი - თურქეთში ორი ლარი ღირს, საქართველოში 12 ლარი .


8. პანადოლის სიროფი  -  საქართველოში 8,5 ლარი ღირს, ხოლო იდენტური მედიკამენტი 500 მილიგრამიანი 24 ტაბლეტი თურქეთში ღირს დაახლოებით 2,5 ლარი.

9. ბენეტი სპრეი რომელიც  ბავშებისთვის  გამოიყენება და თურქეთში გამოდის კოდამინის სახელით, თურქეთში ღირს 5 ლარი, საქართველოში 18 ლარი.


ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით საქართველოში წამლების შემოტანა კონკრეტული კანონით რეგულირდება. მისივე განმარტებით საქართველოში წამლის შემოტანის ორი გზა არსებობს:


„საქართველოში ამ წამლებს თურქეთიდნ ვერ შემოიტან, რადგან პრობლემას ქმნის  სახელმწიფო. ქვეყანაში წამლების შემოტანა კონკრეტული კანონით  რეგულირდება, რომელსაც ჰქვია „კანონი წამლისა და ფარმცევტული საქმიანობის  შესახებ.“ მასში წერია, რომ თუ საქართველოში რაიმე წამლის შემოტანა გინდა, წამალი უნდა დაარეგისტირო. ამ რეგისტრაციისთვის ორი  გზა არსებობს, ერთი რომ ამ  წამლის ყველაფერი გადამოწმდეს და მეორე შედარებით მატრივი გზა უნდა იყოს. მაგალითად ადექსალგინი, რომელიც გერმანიაში იყიდება, ნიშნავს რომ მედიკამენტი უსაფრთხოა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და საქართველოს ბაზარზე შემოვუშვათ“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.


როგორც „გირჩის“ ლიდერი აღნიშნავს, ორივე შემთხვევაში წამლის შემომტანმა სახელმწიფოს დოკუმენტების დასტა უნდა წარუდგინოს, მათ შორის არის დოკუმენტი „შეფუთვა-მარკიკერბს შესახებ“. ეს დოკუმენტი ამოწმებს თუ  როგორ კოლოფში დევს წამალი, როგორია პირველადი თუ მეორადი შეფუთვა და ასე  შემდეგ.


 „აქ ერთვება მეორე რეგულაცია, ეს არის  ჯანდაცვის მინისტრის  ბრძანება N344, რომელიც განსაზღვრავს თუ წამალი საქართველოში უკვე  რეგისტრირებულია და შენ გსურს იდენტური წამლის რომელიმე სხვა ქვეყნიდან შემოტანა და მისი შეფუთვა-მარკირება განსხვავდება საქართველოში არსებული შეფუთვა მარკირებისგან, კანონის მიხედვით წამლის სააგანტომ მედიკამენტის იდენტურობა უნდა დაადგინოს. ამისათვის შემომტანმა საბუთების რაღაც დასტა უნდა  წარადგინოს, მათ  შორის უნდა იყოს დოკუმენტი, რომელიც იქნება წამლის მწარმოებლის ან  სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის მიერ დამოწმებული, რაც  ნიშნავს  შემდეგს, თქვენ  თუ მოგინდათ  თურქეთიდან  იდენტური  წამლის  შემოტანა, რომელიც საქართველოშიც იყიდება, თქვენ სახელმწიფოს უნდა  წარუდგინოთ მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი.გამომდინარე იქიდან, რომ  მწარმოებელს არ  აწყობს საქართველოს მოქალაქეს, თურქეთის ბაზრისთვის განსაზღვრული ფასით მიყიდოს წამალი ასეთ დოკუმენტს არ გასცემს აქედან გამომდინარე, ვერც  ვერავინ შემოიტანს. ამ ერთი კონკრეტული  დოკუმენტის, გამო ქართული ბაზარი  ჩაკეტილია, იმ მედიკამენტებისთვის, რომლებიც  საქართველოში გაცილებით უფრო ძვირი ღირს  ვიდრე სხვა ქვეყნებში“ -  აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქვეყნიდან წელიწადში წამლების იმპორტზე 400 მილიონი დოლარი გადის, რაც შარშანდელი ნიშნულით მთლიანი იმპორტის 4%- ია.


„სამკურნალო საშუალებების იმპორტი შარშან მეოთხე ადგილზე იყო.  ავტომიბილების, ნავთობპროდუქტების და სპილენძის შემდეგ არის წამლები. წამლებში უფრო მეტი გვეხარჯება საზღვარგარეთ და უფრო მეტი დოლარი გადის  ქვეყნიდან ვიდრე ვხარჯავთ ბუნებრივ აირზე. სახელმწიფო  ამ მავნებლური რეგულაციით არა მხოლოდ წამლებში გახდევინებთ 2-ჯერ ან  5-ჯერ  მეტს , არამედ  ქვეყნიდან უშვებს დიდი მოცულობით დოლარს, რაც გიუფასურებთ იმ ლარს, რასაც პენსიონერებს ყოველთვიურად გირიცხავთ ლიბერთი ბანკის  ანგარიშზე და შემდეგ 20 ლარით გაგიზრდით პენსიას, რომელიც არაფერში არ გყოფნით“ -  აღნიშნავს  ჯაფარიძე  


ჯაფარიძის განცხადებთ გამოსავალი მხოლოდ ამ რეგულაციის ჩახსნაშია.


„ნებისმიერს უნდა შეეძლოს  თურქეთიდან ან სხვა ქვეყნიდან, რომლებიც  წამლებისთვის იაფ ზონებად ითვლება, დაბრკოლების გარეშე ყველანაირი  წამლის შემოტანა, ნებისმიერი შეფუთვა მარკირებით და ფასებიც შესაბამისად  დავარდება.“ - აღნიშნავს  ზურაბ  ჯაფარიძე

 


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up