რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

access_time2021-12-04 11:00:24

საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს.

საკმევლის ერთი ლიტრი ეთერზეთი 6000 დოლარზე მეტი ღირს. Business Insider ამ უნიკალური და წმინდა ზეთების მოპოვების, დამზადებისა და რეალიზაციის შესახებ მოგვითხრობს.

მსოფლიოს საკმევლისა და მირონის შესახებ სადღესასწაულო დღეებში ხშირად ესმის. ბიბლიურად ცნობილია, რომ სამმა ბრძენმა ახალშობილ იესოს საჩუქრები მოუტანა, ესენი იყო - ოქრო, საკმეველი და მირონი.

ოქრო ჯერ კიდევ ღირებულია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ საკმეველი და მირონი ჯერ კიდევ 2000 წლის წინ ოქროზე ღირებულიც კი იყო. დღეს მათი მოპოვება უნიკალურ მეთოდს უკავშირდება.

წმინდა ხეები, რომლებიც საკმეველს და მირონს აწარმოებენ, მხოლოდ განსაკუთრებულ ადგილას, არაბეთის ნახევარკუნძულის მცირე მიწაზე იზრდება. ბოლო დროს ხეების დეფიციტი წამოიშვა, რამაც უნიკალურ ნედლეულზე მოთხოვნასთან ერთად ფასიც გაზარდა. საკმევლის ხე ომანის სასულთნოში, მსოფლიოში ერთადერთ რეგიონში იზრდება.

საკმეველი და მირონი არის ხის წებოვანი წვენი, რომელიც ხის ქერქიდან გამოდის. მათი მოპოვება წელიწადის ერთადერთ სეზონზე და მკაცრად განსაზღვრული დროის განმავლობაში ხდება.

საკმეველი და მირონი ძალიან სურნელოვანია. დღეს ისინი რელიგიური ცერემონიების დროს გამოიყენება. ათასწლეულების წინ კი ადამიანები მათ სურნელების გამო სხეულზეც ისვამდნენ. საკმეველს ტკბილი და ციტრუსოვანი სურნელი აქვს, მირონი წიწვოვანი და მწარეა.


წმინდა ხეების გაშენება, რომლებიც აწარმოებენ საკმეველს და მირონს, თითქმის შეუძლებელია არაბეთის ნახევარკუნძულის გარეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე მუდმივად დიდი მოთხოვნაა.

ცნობილი რომაელი ისტორიკოსის თქმით, მირონის ეთერზეთმა არაბები იესოს დროს ყველაზე მდიდარ ადამიანებად აქცია.

დღეს ჰერბალიზმი და ჩინური მედიცინა სურნელოვანი ფისების გამოყენებას მათი ანტისეპტიკური თვისებების გამო აგრძელებს. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ საკმეველი და მირონი ხელს უწყობს მაღალი ქოლესტერინის, კრონის დაავადების, შფოთვის და ასთმის მკურნალობას სხვა მდგომარეობებთან ერთად.

Business Insider -ის ინფორმაციით საკმეველისა და მირონის მცირე დოზით მოპოვება აფრიკაშიც არის შესაძლებელი. საკმეველი არის რძისფერი თეთრი ფისი, რომელიც ბოსველიას ხეებისგან მიიღება, თავად ხეები კი მძიმე პირობებში ზრდის უნარით გამოირჩევიან. მირონი, თავის მხრივ, არის მოწითალო ფისი, რომელიც ამოღებულია კომიფორას ხეებიდან.

ბოსველიისა და კომიფორას ხეებიდან წვენის მოპოვების პროცესი თითქმის იდენტურია. ხის ქერქში კეთდება ჭრილობები ან დარტყმები, რომლებიც იწვევს დაზიანებას. ხეები გამოყოფენ წებოვან, ფისის მსგავს ქაფს, რათა თავი ტრავმებისგან დაიცვან. შემდეგ ფისი მყარდება და წვეთებად იქცევა.

დღეს, მედიკამენტებთან და კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად, საკმეველი პოპულარული გახდა, როგორც ეთერზეთი, რომლის სუფთა სახით გაყიდვა შესაძლებელია და ლიტრი 6000 დოლარზე მეტი ღირს. მხოლოდ საკმევლის ეთერზეთმა 2018 წელს 190 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის 406 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

წყარო - businessinsider.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up