რატომ გაუქმდა Doing Business-ი?

რატომ გაუქმდა Doing Business-ი?

access_time2021-09-25 18:00:20

მსოფლიო ბანკმა ბიზნესკლიმატის საერთაშორისო რეიტინგის Doing Business-ის შედგენაზე უარი განაცხადა, რაც ადასტურებს იმას, რომ ასეთი ტიპის შეფასებები ყოველთვის სანდო არაა. მსოფლიო ბანკის ამ გადაწყვეტილების მიზეზი 2020 წლის სკანდალი გახდა, როდესაც რამდენიმე ქვეყანასთან, ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, საუდის არაბეთთან და გაერთიანებულ საემიროებთან, დაკავშირებით უხეში მანიპულაციები გამოვლინდა. სწორედ მაშინ მივიდნენ მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსნები იმ დასკვნამდე, რომ რეიტინგი რეალურ ვითარებას არ ასახავს და დაინტერესებულ მხარეებს მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას აწვდის.

ინდექსი კრიტიკის ობიექტი 2020 წლამდეც არაერთხელ გამხდარა, პირველ რიგში, იმის გამო, რომ რეიტინგის შეფასებების ხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობას ეყრდნობოდა და არ ინტერესდებოდა ამ კანონების შესრულების ხარისხითა და სიზუსტით, რაც მისი დიდი ნაკლი იყო, რადგანაც მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, სადაც მშვენიერი კანონები მხოლოდ ქაღალდზე რჩება. Doing Business-ის ავტორები ძირითად ყურადღებას უთმობდნენ ისეთ საკითხებს, როგორცა ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა და მათი ინფრასტრუქტურასთან მიერთება. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც წესი, ბიზნესისთვის ეს პრობლემები ნაკლებად აქტუალურია.

მსოფლიო ბანკის ანგარიში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, კაპიტალიზმის საფუძველს, ანუ საკუთრების დაცვისა და ეფექტურ სასამართლოს ყველაზე ნაკლებად  ეხებოდა. სწორედ ამიტომ მიიჩნევდნენ კრიტიკოსები, რომ Doing Business-ი ქვეყნებში არსებულ ბიზნესკლიმატს რეალურად არ ასახავდა. ამიტომაც რეიტინგი ნელა-ნელა უსარგებლო ხდებოდა.

გასაკვირი არაა, რომ Doing Business-ი ძალიან პოპულარული იყო იმ ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის, რომლებსაც ფორმალურად კარგი კანონები ჰქონდათ, მაგრამ რეალურად მიმზიდველი ბიზნესგარემოთი ვერ დაიკვეხნიდნენ.

რეიტინგი დიდ ყურადღებას უთმობდა მარტივ საკითხებს, - კანონების დაწერას, ნებართვების გაცემას, ლიცენზირებას, ხოლო და ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა იმ ბევრად უფრო რთულ და ფუნდამენტურ საკითხებს, როგორებიცაა, ბრძოლა კორუფციასთან, ეფექტური და სწრაფი სასამართლოს შექმნა, მთავრობისა და მაღალჩინოსნების არაფორმალური გავლენა ეკონომიკაზე, ხელოვნური მონოპოლიებს, და ა.შ.


ცნობისთვის, ეს მხოლოდ საქმიან კლიმატს არ ეხება. მაგალითად, Doing Business-ი სხვადასხვა ქვეყნებში მოქალაქეების განათლების დონეს სასწავლო დაწესებულებებში გატარებული წლების მიხევდით ადგენდა, რაც რეალობას სრულიად მოწყვეტილია. ამ მიდგომით, მთავარი მდგენელი, - განათლების ხარისხი, - მხედველობაში საერთოდ არ მიიღება.

ასევე მცდარი და ზედაპირულია Doing Business-იმ მიერ გამოყენებული შეიარაღებული ძალების სიძლიერის კრიტერიუმები, რომელიც დგინდება ჯარისკაცების და სამხედრო ტექნიკის რაოდენობის მიხედვით. ამ კრიტერიუმებით ავღანეთის სამთავრობო ჯარი უძლეველი უნდა ყოფილიყო, თუმცა, რეალურად ის რამდენიმე კვირაში დაიშალა.

დღეს უკვე გაუქმებული ინდექსის მთავარი პრობლემაა სხვადასხვა საკითხების შეფასების სირთულე. იმისთვის, რომ ინდექსი რეალური და სანდო იყოს, მაგალითისთვის განათლების დონე უნდა დგინდებოდეს არა იმით, თუ რამდენ საათს ატარებენ ადამიანები სკოლებში, არამედ რამდენად რეალურ ცოდნას იღებენ იქ, ან რამდენად ძლიერია ამა თუ იმ ჯარში საბრძოლო სულისკვეთება, ან რამდენად სამართლიანია სასამართლო სისტემა, რა წილი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში მაღალ ტექნოლოგიებს და ცოდნას და ა.შ.

სამყარო არ შედგება მხოლოდ ციფრებისა და კანონებისგან, - ერთ დროს წარმატებული, მაგრამ უკვე დიდი ხნის უსარგებლო ინდექსის გაუქმების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

ავტორი: თენგიზ აბლოთია.

წყარო: forbes.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up