„ფრთხილად რძესთან, ფრთხილად ყველთან, მეგობრებო“

„ფრთხილად რძესთან, ფრთხილად ყველთან, მეგობრებო“

access_time2020-02-24 15:30:32

ყველის გილდიის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის იმერული ყველის ხარისხის შესახებ წერს და იმ მიზეზებსა და რისკებზე საუბრობს, რომელიც ყველის სექტორში არსებობს დღეს.


„15 წელია , ზუსტად 15 წელია ვმუშაობ ქართული ყველის ისტორიის კვლევაზე , სახეობების დადგენასა და რეცეპტურაზე..ეს პროცესი ერთი დღით არ შეწყვეტილა- დაიწყო კი ვრცელი პროექტის პოზიციონირებით -კულტურის, ეკონომიკის დ სოფლის მეუნეობის სამინისტროებში წერილების დაგზავნით- რომ ქართული სამეურნეო კულტურა გამოსაკვლევია და უკიდურესად მნიშვნელოვანი ცნობები შევისწავლე ქართულ ყველზე. პროექტსაც ზუსტად ასე ერქვა და ყველა წერილი ამ სახელით შევიდა შესაბამის უწყებებში- „ქართული სამეურნეო კულტურის პოზიციონირება . პირველი თავი „“ქართული ყველი“.მეორე დ ა მესამე თავები უნდა მოჰყოლოდა - ქართული ზეთის და ზოგადად ცხიმების გამოყვანის კულტურაზე, სამკურნალო ბალახებზე, ქვების და მცენარების გამოყენება ბუნებრივი საღებავების მისაღებად. პური (და არა ხორბალი) და ა.შ.



ისე მოხდა რომ ყველი , მხოლოდ ყველი უნდა მეკვლია, იმიტომ რომ ეს ამოუწურავი თემაა დაწყებული მისი უძველესი ისტორიიდან დასრულებული - ეთნოგრაფია, არქეოლოგიით და ტექნოლოგიური პროცესებით რეცეპტურების მოძიება და ა.შ..


ასე მაგალითისთვის მხოლოდ იმერულ ყველზე მოგიყვებით, დიდხნიანი კვლევის და დაკვირვების შედეგად, მივხვდი რომ ყველაზე გავრცელებულ, იმერულს კრებსითი სახელი -„იმერული“ სრულიად უსამართლოდ ქვია და სოფლების მიხედვით უნდა განვარჩევდეთ.



რომელ ბაზარშიც არ უნდა შეხვიდეთ, 100დან 90 გეტყვის რომ საზანოს იმერული აქვს გასაყიდად,. მეორე ადგიოლზე თერჯოლის იმერული დ ამესამე ზეტაფონის სოფლები დ ა შემოგარენის.
საზანოს იმერული დღემდე ლიდერობს -რატომ? 


იმიტომ, რომ სრულიად განსხვავებულია საგემოვნო თვისებისაა და შენახვის ტექნოლოგიითაც განსაკუთრებულია. მთელი საიდუმლო, საზანოს იმერული , რომ არაფერი ვთქვათ  საყიდელაზე (კვეთი ,მაჭიკკი)არაჩვეულებრივი და სრულიად განსკუთრებული შესანახი მარილწყალია - ანუ წათხია. ზოგან წაქსაც ეძახიან შეცდომით, რადგან წაქი იგივე შრატია. თუმცა ხალხში ორივე თანაბრად გვხვდება, სოფლების დ ა რეგიონების მიხედვით. (შრატს იგივე „სველი“ )



შრატს,რომელიც ყველის ნარჩენ სითხედ ითვლება, ბოლომდე გამოაცლიან ცხიმს,ნადუღის მოდუღების შემდეგაც,თუ კიდევ შერჩა ,გრილ ადგილას მოათავსებენ და ცხიმი,ისევ თავზე მოედება და მოხდიან. სეპარატორის და სადღვებელის გამოყენების გარეშც, ასე მარტივად შეიძლება შრატს ცხიმი (შრატს და არა რძეს, რძიდან ცხიმის გამოცლა სხვა პროცესია) მოაცილო საბოლოოდ,ბაცად მომწვანო -მყვითალო შეფერილობის სითხეს დაამარილებენ (1,4 ზე ან 1 /50 უმჯობესია ქვა მარილით, დაამატებენ ყურძნის ან პანტა ვაშლის ძმარს, შაქარყინულს ტყემლის ტოტებს და კარგად გაწკრიალებული, კანგაცლილ ლეღვის ტოტით მოურევენ (ლეღვის ასეთი ჯოხები ბევრ რეგიონში გვხვდება რძის მოსარევადაც).



სწორედ ასე დ აყენებულ წათხში (წაქაში ) ინახება საზანოს იმერული და სხვაგან ასეთი თანმიმდევრობით მომზადებული მარილწყალი არც შემხვედრია.


გამოსაყენებლად ვარგისია მაქსიმუმ ერთი თვე (ხანში შემორჩენილი ქვევრის იგივე ჭურის ყველის გარდა, რომელიც დაცული იყო სამი თვე და  მხოლოდ ყველიერის კვირას მოხდიდნენ თავს)

ერთი თვის თავზე სითხე აუცილებლად უნდა გამოიცვალოს... თვის მანძილზე კი მუდმივად უნდა გაკაკმკამდეს, მარცვლები მოშორდეს, გადაიწუროს რომ სითხე იყოს ტკბილსურნელოვანი და გემრიელი.


რატომ დავწერე ასე ვრცლად იმერულ ყველზე , რომელიც ყველაზე დიდი ოდენობით გამოიყენება ქართულ სამზარულოში და ისედაც ყოველდღიურ კვებაში.. დილას, საღამოს საზუმედ ვახშმად, პურცომეულში და ფაფეულობაში. არაფერს იმ რაოდენობით არ მივირთმევთ , ტრადიციული საკვებიდან , რამდენსაც იმერულ ყველს. მართალია, სხავდასხვა კუთხეს ს ავადახავ ტიპის ე, წ სუფრის ყველი ჰქონდა, მაგრამ დღეს ყველაფერი იმერულთან არის გათანაბრებული, მათშორის არაჩვულებრივი მერგული ყველი -კაზლაც,,(ამაზე სხვა დროს,, და ვრცლად ნამდვილად ღირს ყურადღების გამხვილება)



რა ჭირს დღეს იმერულ ყველს..?


დღეს მისი, იმერული ყველის არ ამარტო შენახვის წესი, გაკეთების ტექნოლოგიაც სრულიად დარღვეულია..-ფხვნილი ნედლი რძის ნაცლად,იყენებენ ფხვნილს , მცენარულ ცხიმებს და ახლა უკვე ირანულ რძე პასტას. ხანდახან არის შემთხვევები, ცილის მოსამატებლად ყველში ხბოს საკვებ ფხვნილსაც ამატებენ რომელიც ანტიბიოტიკსაც შეიცავს და სრულიად მიუღებელია ადამიანის საკვებად,


ყველაზე სავალალო -ნედლ რძეზეც რომ დამზადდეს , ისევ და ისევ მარილწყალია. კეთდება  ისეთი მარილით , რაც არაა გათვლისწინებული საერთაშორისო ნორმებიტ ყველის შესანახ მარილად, (განსაკუტრებით იოდიზრებული მარილი )არავინ აცლის დაგროვილ ცხიმს დ ა ნამცეცებს რომელიც ყველის პერიოდულ ჩალგება ამოლაგებისსას წარმოიქმენბა,, მთელი წელიც კი შეიძლება არ გამოცვალონ და უსიამოვნო სუნი, მძაღე გემო რომელიც ამის გამო დაყვება ყველს , ნელ- ნელ ცვლის ჩვენს გემოვნებიტ წარმოდგენას ამ არაჩევულებრი ყოველდღიური რაციოონის, სასიცცოხლოდ აუცილებელ პროდუქტზე.



ჯერ კიდევ გვესმის- „ბებიაჩემის,დედაჩემის , მეზობლი,დედის ბიცოლის და ა.შ ყველს სხვა გემო ჰქონდა.. დიახ სხვა გემო ჰქონდა.



ჭურჭელი,რომელშიც ინახავენ იმერულ ყველს ან პლასმასის ე,წ ხალმებია ან ქვით ამოშენებული ავზებია, რომელიც წლიდან წლამდე არ იცლება დ არ ირეცხება, შერჩენილი ცხიმი ჯდება ავზის კედლის ფორმაში და კაცმა არ იცის რა დაავადების ბუდე შეიძლება გახდეს, მინიმუმ ნაწლავის ჩხირები გარანტირებულია.


ეს არ არის ყველაფერი, რისი დაწრაც მინდოდა მხოლოდ ერთ ყველზე - იმერულზე შევამოკლე, ,მივცეთ საშუალება მაკონტოლებელებს თავისი საქმე გააკეთონ.სურსათის უვნებლობის სამსახურმა კონტროლი და რეგულაცია უნდ ა გაამკაცროს და მუდმივი მსჯელობის და ყურადღების საგნად გადააქციოს.


ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად , როდის და რა პირობებში, რისგან და ვისგან გაკეთებულ რძის პროდუტებს მივირთმევთ.


უნდა გვახსოვდეს რომ რძე თავისთავად არის ურთულესი ნედლეული და ზედმეტი დამაბინძურებელი ფაქტორებით,მას უბრალოდ მკვლელ პროდუქტად ვაქცევთ,ფრთხილად რძესთან ფრთხილად ყველთან, მეგობრებო! ამჯერად მხოლოდ ეს იყოს..“-წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up