რატომ განიცდის ოლიმპიადა სპონსორების ნაკლებობას?

რატომ განიცდის ოლიმპიადა სპონსორების ნაკლებობას?

access_time2018-02-20 14:41:47

უკანასკნელი წლების განმავლობაში ოლიმპიადის სპონსორობაზე უარი არაერთმა მსხვილმა კომპანიამ განაცხადა. CNNMoney-ის მიხედვით, მათი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარ მიზეზს კოლოსალური ხარჯები წარმოადგენს.

 

 

ოლიმპიადის 4-წლიანი სპონსორობის ღირებულება დაახლოებით $200 მილიონს შეადგენს. ამასთან, არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი ნებართვა აქვთ სპონსორ კომპანიებს ოლიმპიური თამაშების განმავლობაში.

 

 

2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ოლიმპიური თამაშების პარტნიორობაზე უარი შემდეგმა კომპანიებმა განაცხადეს: AT&T, Citi და Hilton. ამასთან, 2017 წელს კონტრაქტის გახანგრძლივება Budweiser-მა, McDonald’s-მა და TD Ameritrade-მა  აღარ ისურვეს.

 


 

 

Budweiser-ისა და McDonald's-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნული ორი კომპანია ოლიმპიადას 30 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ასპონსორებდა. ორივე კომპანიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პრიორიტეტების ხელახალი შეფასების შემდეგ იქნა მიღებული.

 

 

ამერიკულ ტელეარხს, NBS-ს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ექსკლუზიური კონტრაქტი 2032 წლამდე აკავშირებს. NBS-ის მიხედვით, დროთა განმავლობაში ოლიმპიურ თამაშებს უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი უყურებს. NBS-ის საშუალებით 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადას 31.1 მილიონი, ხოლო 2016 წლის რიოს ოლიმპიადას 25.8 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.

 

ოლიმპიური თამაშების სპონსორობაზე სურვილს აზიური კომპანიები გამოხატავენ. მაგალითად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან Alibaba-მ 2028-მდე, ხოლო Toyota-მ კი 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

 

ზემოთაღნიშნული ტენდენცია გასაკვირი არცაა: 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადას სამხრეთ კორეული ქალაქი ფიონგჩანგი მასპინძლობს. 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში, ხოლო 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა კი პეკინში გაიმართება.

 




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up