რატომ გამყარდა ლარი?

რატომ გამყარდა ლარი?

person access_time2016-03-11 09:00:25

ეროვნული ვალუტა ბოლო დღეების განმავლობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მყარდება. ერთი დოლარის ფასი უკვე 2.44 ლარზე ჩამოვიდა. რა ფაქტორები განაპირობებს ლარის გამყარებას და მოსალოდნელია თუ არა ვალუტის კურსის კიდევ უფრო დასტაბილურება? ამ შეკითხვებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია პასუხობს.

 

მისი განმარტებით არანაირი შიდა და გარე ფაქტორები არ შეცვლილა, ამიტომ ექსპერტი, ლარის დასტაბილურებას მოსახლეობაში მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას უკავშირებს.

 

„ლარი გამყარდა იმ ფონზე, როცა ინვესტიციები არ გაზრდილა და ის უკვე 2.44 -მდე ჩამოვიდა. არც ერთი მონაცემი და არც ერთი კომპონენტი არ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეროვნული ვალუტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ალბათ, მოხმარება შემცირდა და შესაბამისად დოლარზე მოთხოვნამაც იკლო. ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა, ეს არის ლარის ასეთი უეცარი გამყარების ერთდერთი ახსნა. ან არის მეორე ვარიანტი - მთავრობისგან უხეში,ზეპირი ჩარევა, რომ ამ ეტაპზე არ შეიძინოთ დოლარი. თუ მოთხოვნა შემცირდება და თუ ჩვენი სამომხმარებლო კალათი გაღარიბდება, ამ სიტუაციამ შეიძლება რამდენიმე კვარტალი გასტანოს და შესაბამისად, ასეთი კურსი რაღაც პერიოდი შენარჩუნდება", - განმარტავს ჯგერენაია.

 


ექსპერტი ვარაუდობს, რომ ლარის ასე თუ ისე სიმყარე არჩევნებამდე გაგრძელდება.

 

„არჩვნებამდე ეროვნული ვალუტა იქნება ასე, იცურავებს ისე როგორც არის დღეს. მყარი მოძარობა არც მარცხნივ მოხდება, არც მარჯვნივ. ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერი საარჩევნო პროპაგანდის სახეს ღებულობს - კანონპროექტები, ცვლილებები, დაპირებები და შეხვედრები. დღეს, პროპაგანდა დიდ როლს თამაშობს ლარის ცხოვრებაში. არჩევნებამდე ალბათ ასე იქნება და შემდეგ ცხოვრება გვაჩვენებს. არის პროგნოზები, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ლარის გამყარებაზე გავლენას იქონიებს. არა მგონია ტურისტულმა სეზონმა დიდი როლი ითამაშოს, ამის უფრო დიდი შანსი ზამთარშია, რადგან ამ დროს საქართველოში სამთო კურორტებზე უფრო მეტი უცხოელი შემოდის. ზაფხულის კურორტები კი, ჩვენთვის დიდი ფულის მომტანი არა არის", - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

 

მისივე თქმით, ინფლაციური ნიშნული რაც ქვეყანაში არსებობს, იმდენად საშიში არ არის როგორც ეკონომიკის ზრდის კლება.


„ბუნებრივია ლარის დასტაბილურება გახდა მიზეზი, რომ რეფინანსირების პროცენტი უცვლელი დარჩა. უფრო მეტიც, მაგალითად, პირიქით პროცენტს დავწევდი კიდეც. დღეს საქართველოში ეკონომიკას სჭირდება მხარდაჭერა, ბიზნესს სჭირდება ფული და უფრო შეღავათიანი ფინანსები, რომ მან ნაბიჯები წინ გადადგას. ინფლაციური ნიშნული, რაც დღეს ქვეყანაშია, არც თუ ისე საშიშია. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ზრდასთან მიმართებაში. გარე პროგნოზებსაც თუ ვნახავთ, სავალუტო ფონდმა 2016 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეამცირა, ეს ნიშნავს რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები რაც გარე ფაქტორების სახით გვქონდა, გაგრძელდება 2016 წელსაც. ამიტომ რესურსი უნდა ვნახოთ ქვეყნის შიგნით. აქედან გამომდინარე ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, რეფინანსირების პროცენტს აუცილებლად დავწევდი, რომ ბიზნესისთვის ხელი შემეწყო", - განმარტავს ანალიტიკოსი.

 



უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up