რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

access_time2019-12-16 14:00:20

მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) 18.8% გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, 16.4%-ი ნიდერლანდებიდან, ხოლო 4 %-ი პანამიდან.


თუ გასული კვარტლების მონაცემებს შევხედავთ, სადაც ინვესტიციების მნიშვნელოვანი კლება გვიფიქსირდება (მეორე კვარტალში ინვესტიციები 53%-ით შემცირდა), ქვეყანას იმის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს, რომ განხორციელებული პუი-ის წარმომავლობა დაიწუნოს. თუმცა, საზოგადოებაში მუდმივად არსებობს ეჭვები და კითხვები ოფშორებთან დაკავშირებით. ამიტომ ერთად მიმოვიხილოთ, თუ რა არის ოფშორები და რა ტიპის ოფშორებიდან განხორციელდა ქვეყანაში ინვესტიციები.


რა არის ოფშორი


მარტივად რომ ვთქვათ, ოფშორი ეს არის ერთგვარი თავისუფალი ვაჭრობის ზონა. უფრო კონკრეტულად, ოფშორული ზონა – ეს არის სახელმწიფო ან მისი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც არარეზიდენტი კომპანიებისთვის განისაზღვრება რეგისტრაციის და საქმიანობის სპეციალური რეჟიმი. ოფშორული კომპანიის დარეგისტრირება შესაძლებელია ბევრ იურისდიქციაში.


ოფშორული იურისდიქცია შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად: კუნძულოვანი ოფშორები– კარიბის ზღვის, წყნარი ოკეანის და ინდოეთის ოკეანის პატარა კუნძულები. მათი მთავარი ფუნქცია: გადასახადების სრული არარსებობა, ზომიერი ფიქსირებული გადახდები, საბუღალტრო ანგარიშის დაბალი მოთხოვნები, კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხი და კომპანიის მფლობელების ანონიმურობა. თუმცა, ამ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს ხშირად საეჭვო რეპუტაცია და დაბალი პრესტიჟი აქვთ. ევროპული ტერიტორიები გამოირჩევიან ბევრად უფრო მაღალი სტატუსით. ოფშორის შენარჩუნების ღირებულებამ შესაძლოა წელიწადში ათეულ ათასობით დოლარს მიაღწიოს. ამ ქვეყნებს საგადასახადო შეღავათები აქვთ გარკვეული საქმიანობისთვის. ამ ტერიტორიებს არ შეიძლება ვუწოდოთ ოფშორული, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: იხდიან გადასახადებს, რეგულარულად ხორციელდება აუდიტი. ინფორმაცია ბიზნესის მფლობელების შესახებ ჩვეულებრივი წესით არის გაცხადებული. ზოგიერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელშიც ფუნქციონირებს სპეციალური საგადასახადო რეჟიმი, როგორიცაა ლაბუანი მალაიზიაში.


რატომ გაიზარდა ოფშორების წილი


ოფშორული ინვესტიციები, საერთო პუი-ში მუდამ არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში ეს თვალშისაცემი გახდა იმის გამო, რომ საინვესტიციო სურათის ფორმირებაზე მთავარი გავლენა ოფშორულმა ქვეყნებმა მოახდინეს.



მაგალითად, სამეწარმეო რეესტრში 3,000-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. მაგალითად, 1,000-მდე კომპანია დიდ ბრიტანეთში შემავალ ოფშორებშია რეგისტრირებული, სწორედ დიდი ბრიტანეთია მესამე კვარტალში პუი-ის მთავარი კონტრიბუტორი. ოფშორების რაოდენობით სამეწარმეო რეესტრში მეორე ადგილს, კვიპროსი იკავებს 280 კომპანიით, ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული 250 კომპანია, ამერიკის სამოაში – 80, პანამაში – 74, სეიშელის კუნძულებზე – 63, ბაჰამის კუნძულებზე 12 და ა.შ.


თუ ბოლო ათწლეულის სტატისტიკას ჩავხედავთ, ოფიციალური მონაცემებით, 2010-2018 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. რაც ამ პერიოდის მთლიანი ინვესტიციების 38%-ია. მიმდინარე წლის მესამე კვარტლის სტატისტიკას ემთხვევა ბოლო წლებში ყველაზე აქტიური ოფშორული ქვეყნების სტატისტიკაც. კერძოდ, ათწლეულში ყველაზე მეტი ნიდერლანდებიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, ჯამში 3 მლრდ დოლარი.


ოფშორების ქართული წარმომავლობა


თუ ფინანსთა მინისტრს დავესესხებით, ოფშორული ინვესტიციების ნახევარზე მეტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ადგილობრივი ინვესტიციებია და ის უბრალოდ ოფშორების გავლით შემოდის ქვეყანაში. აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა და მას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება.


უცხო არავისთვისაა, რომ ქვეყანაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, კერძოდ კი მისი ინიციატივით დაფუძნებულ “ ტურიზმის განვითარების ფონდს".


“ტურიზმის განვითარების ფონდი” 2016 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით შეიქმნა და მისი მიზანია, ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა. უფრო კონკრეტულად ფონდის ამოცანას წარმოადგენს, ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონებში, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროექტების მხარდაჭერა, მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.


რაც შეეხება ფონდის ოფშორულ წარმომავლობას, საქმე ის გახლავთ, რომ ზემოთ ხსენებული ფონდის “ფესვები”, სწორედ ოფშორებიდან მოდის. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარს შევხედავთ, ოფშორული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია პანამადან შემოვიდა – 59 მილიონი დოლარი. სწორედ პანამაშია რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNANIONAL, რომელიც შპს “ტურიზმის განვითარების ფონდს” 100%-იანი წილის მფლობელია.


აღნიშნული პანამური კომპანიის ბიძინა ივანიშვილთან კავშირს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფონდის პროექტების განმახორციელებელი კომპანიების ყოფილი და მოქმედი დირექტორები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით,


ტურიზმის განვითარების ფონდი და ბანკი


ქართუ” ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზე არიან რეგისტრირებული. FRANKATON INTERNATIONAL ბიძინა ივანიშვილის მთავარი საინვესტიციო კომპანიის – “თანაინვესტირების ფონდის” 100%-ის წილის მფლობელიც.


საბოლოოდ გამოდის, რომ ქვეყანაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები არც თუ ისე უცხოურია. მეტიც – მიმდინარე წლის მონაცემებით, ინვესტიციების ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ადგილობრივმა ინვესტიციებმა მოახდინა, რომელის სიმცირეც უკვე მრავალი წელია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდება.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up