რატომ გაიზარდა ჩინეთიდან იმპორტის ფასები?

რატომ გაიზარდა ჩინეთიდან იმპორტის ფასები?

access_time2021-09-02 17:55:55

გასული წლის განმავლობაში, კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მსოფლიოში თითქმის ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა - განათლებაზე, სამედიცინო სექტორზე, სოციალურ სივრცეებზე და რა თქმა უნდა ბიზნესზე. ტვირთის გადაზიდვის სექტორი, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროს წარმომადგენელი ბიზნესი, დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებზე. აღნიშნული სტატია მომზადებულია კომპანია “ტელკო სისტემსის” მიერ. სტატიაში განხილულია ფაქტორები, რომლებიც 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე გავლენას ახდენს ტვირთის გადაზიდვის სექტორის ფასებზე.


გასულ წელს ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის გადაზიდვის ღირებულება 350%-ით გაიზარდა. ეს ზრდა მნიშვნელოვნად აისახა კომპანიებზე, რომლებიც ეყრდნობიან საქონლისა და ნაწილების გადაადგილებას ამ ორ ბაზარს შორის. ხარჯების ზრდა შეიძლება დავაკავშიროთ სხვადასხვა ფაქტორებთან, თუმცა მათ შორის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის კოვიდ 19-თან დაკავშირებული ლოკალური შეზღუდვების გავლენა გადაზიდვის ინდუსტრიაზე და შეუსაბამობა მსოფლიოში ლოკდაუნების დროებს შორის.


როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში, ლოკდაუნის შედეგად გაიზარდა მოთხოვნა ჩინეთში წარმოებულ სამომხმარებლო საქონელზე. ჩინეთმა გაათავისუფლა მწარმოებლები ლოკდაუნის შეზღუდვისგან, იმ მიზნით, რომ საექსპორტო საქონლის კონტეინერებში ჩატვირთვა არ შეზღუდულიყო, თუმცა ოკეანის მეორე მხარეს ამერიკული თუ ევროპული კომპანიებისთვის გაჩნდა სირთულე: ისინი ლოკდაუნის რეჟიმში იყვნენ, შესაბამისად, თავად ვერ ახერხებდნენ ჩინეთიდან შემოსული კონტეინერების დატვირთვას და უკან გაგზავნას - შედეგად კონტეინერები ხმელეთზე „გაიჭედა“.


კონტეინერების შეფერხების კიდევ ერთი ფაქტორია ის, ევროკავშირის პორტებში შესულ ჩინური გემების დაცლა ვერ ხდებოდა დროულად - პირველი იმის გამო, რომ დაავადების გავრცელებისა თუ ლოკდაუნის პირობების შედეგად შეზღუდული იყო პორტის პერსონალის რაოდენობა, და მეორე - ამავე მიზეზით შეზღუდული იყო იმ ტერმინალებისა და საწყობების პერსონალის რაოდენობა, რომლებსაც ჩინეთიდან ჩამოსული საქონელი უნდა მიეღოთ.

ამასთან, ყველა მსხვილმა ნავთობმომპოვებელმა ქვეყანამ პანდემიის გამო მკვეთრად შეამცირა წარმოება, რამაც გამოიწვია მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, ამან კი თავისთავად გამოიწვია ფასებზე ზეწოლა. თუ პანდემიის დასაწყისში ნავთობის ფასი ბარელზე 35 აშშ დოლარს აღწევდა, ამჟამად 70 დოლარის ფარგლებშია.


შეგვიძლია, უფრო ფართო კუთხით შევხედოთ საკითხს: გადაზიდვის სექტორი რუსულ „მატრიოშკას“ შევადაროთ. საბოლოო პროდუქტი, რომელიც რეალურად სურს მომხმარებელს, მოთავსებულია სხვა საქონელში, რომელიც თავის მხრივ კიდევ სხვა საქონელში თავსდება. მაგალითად: WiFi როუტერი მოთავსებულია პოლიეთინელის პარკში და მუყაოს პატარა ყუთში, ეს პატარა ყუთი სხვა ყუთებთან ერთად მოთავსებულია უფრო დიდ შეფუთვაში, შეფუთვები თავსდება კონტეინერებში და კონტეინერი კი გემზე. კოვიდ 19-ის პანდემიამ გავლენა იქონია თითოეულ რგოლზე -  ფასი გაიზარდა მიწოდების ჯაჭვში ჩართულ ყველა პროდუქტისა თუ სერვისზე, რამაც გამოიწვია ის, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის გაძვირდა როუტერი.


დიაგრამაზე მოცემულია გლობალური კონტეინერების ტვირთის ინდექსი (container freight rate index)  2019 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე, აშშ-დოლარში:



ეკონომისტების აზრით, ამ პრობლემის მოგვარების მარტივი გზა არ არსებობს. გემების რაოდენობის გაზრდას მინიმუმ 3 წელი მაინც დასჭირდება. გადაზიდვის კონტეინერების რაოდენობის გაზრდაც რთულია, რადგან მწარმოებელი ქარხნები მასშტაბური ლოკდაუნის რეჟიმში არიან. თუმცა, გადამზიდი კომპანიები არც თვლიან საჭიროდ ახალი კონტეინერების შეძენას, მათი ძირითადი პრობლემა ისაა, რომ შეზღუდვების გამო უკვე არსებული კონტეინერებიც კი არ არიან განთავსებული სწორ ლოკაციებზე - იქ სადაც ყველაზე მეტად საჭიროა. 



 

და მაინც, სად არიან ეს კონტეინერები?


მსოფლიოში დადგენილი სავაჭრო გზები დაირღვა და გადაკეთდა. მარშრუტები დამოკიდებული გახდა: 1) პორტებზე - რომელი პორტია ღია დროის გარკვეულ მომენტში, და 2) მწარმოებლებზე  - ვინც შედარებით იაფი პროდუქცია შესთავაზა მომხმარებლებს. აქედან გამომდინარე კონტეინერების უმრავლესობამ თავი მოიყარა ქვემოთ ჩამოთვლილი სამი ლოკაციიდან ერთ-ერთზე:

 

  • კონტეინერების ნაწილი შეფერხებულია ევროკავშირის ქვეყნებში ან შეერთებულ შტატებში: ჩინეთი ლოკდაუნიდან მაშინ გავიდა, როდესაც აშშ და ევროკავშირი ჯერ კიდევ ჩაკეტილი იყო - ადამიანები თითქმის მთელ დღეს ატარებდნენ სახლში, გაიზარდა მოთხოვნა საყოფაცხოვრებო პროდუქციაზე, ამიტომ ჩინეთმა გაზარდა პროდუქციის მიწოდება. თუმცა, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები არ იყვნენ მზად იმისათვის, რომ ჩასული კონტეინერები დაეტვირთათ და უკან გაეგზავნათ. საბოლო ჯამში იმის გამო, რომ ბევრი კონტეინერი ცარიელი დარჩა, ისინი უკან ვეღარ გაიგზავნა.

 

  • კონტეინერების ნაწილი შეფერხებულია ჩინეთში: ჩინეთის სასაწყობო მეურნეობა გადატვირთულია. ეს ნიშნავს რომ, კომპანიები, ვისაც ექსპორტზე ვერ გააქვთ საქონელი, იძულებულები არიან პროდუქცია პორტის კონტეინერებში შეინახონ, სანამ დასავლეთი არ იქნება მზად ამ პროდუქციის მისაღებად. 

 

  • კონტეინერები განთავსებულია გემებზე, რომლებიც აფრიკისა და სამხრეთ აზიის დაბალფასიან ბაზრებს ემსახურება - ასეთი ბაზრები აწარმოებენ შეადრებით იაფფასიან სამომხმარებლო პროდუქტებს აშშ-სა და ევროკავშირის ბაზრებისთვის. ეს საქონელი ეკონომიკური კრიზისის დროს უფრო და უფრო დიდ კონკურენციას უწევს მაღალხარისხიან პროდუქტებს. ამგვარად, აფრიკისა და სამხრეთ აზიის ბაზრებზე მოთხოვნა გაიზარდა და შედეგად გადამზიდი გემების მოძრაობაც ამ მარშრუტებზე გადმოეწყო. 

 

ამასთან, აღარ არსებობს რწმუნება გემების მოსვლის დროებზე, ტვირთის რაოდენობაზე და ფასებზე. ბოლო მომენტში უქმდება რეისები, ან იცვლება დრო. ეს მიზეზები საბოლოო ჯამში იწვევს გადაზიდვის ფასის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საერთაშორისო გადაზიდვაზე მოთხოვნა შემცირდა 14%-ით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თანახმად, კონტეინერი, რომელიც პანდემიის დაწყებამდე ჰარვიჩიდან შანხაიმდე დაახლოებით 824 დოლარი ღირდა, დღეს დაახლოებით 6180 დოლარი ღირს.


 

რა გავლენა აქვს ამას ინდუსტრიაზე?


გაერთიანებული სამეფოს „საყოფაცხოვრებო პროდუქციის ასოციაციამ“ განაცხადა, რომ 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე ჩინეთიდან ტვირთის გადაზიდვის ფასი 300%-ით გაიზარდა. არსებობს მოსაზრება, რომ ევროკავშირშის ქვეყნებში, ჩინეთიდან იმპორტი ნაკლებად მომგებიანი ბიზნეს მოდელი ხდება.

თუმცა არც ჩინეთშია ოპტიმისტური განწყობა, გამომდინარე იქედან, რომ დიდ ბრიტანეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში კონტეინერის გადაზიდვას ფინანსური აზრი თითქმის არ აქვს, იანვარში ჩინეთში გადამზიდმა კომპანიებმა 40 ფუტიანი (12.2 მეტრი) კონტეინერის გადაზიდვის ფასი დაახლოებით 13,800 დოლარამდე გაზარდეს, მაშინ, როცა პანდემიამდე იგივე კონტეინერი დაახლოებით 2 800 დოლარი ჯდებოდა.


 

რა უნდა იყოს გამოსავალი?


ჩინეთის მთავრობამ დაიწყო სუბსიდიების გაცემა გადამზიდი კომპანიებისთვის, რათა ისინი აღარ დაელოდონ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში მისული კონტეინერების დატვირთვას და თუნდაც ცარიელი კონტეინერები დააბრუნონ ჩინეთში. ჩინეთი პანდემიამდე წარმოადგენდა მსოფლიოში იაფფასიანი პროდუქტების წარმოების „ჰაბს“ - ცენტრს, მთავრობას კი არ სურს დაკარგოს ეს პოზიცია. გარდა ამისა, 2021 წლის იანვარში ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და საგარეო ვაჭრობის სამინისტრომ გააკეთეს განცხადება, რომ აპირებდნენ გადამზიდი გარკვეული ზომების მიღებას იმისათვის, რომ გადამზიდ კომპანიებს შეენარჩუნებინათ დაბალი ფასები. ამასთან, ჩინეთმა აქტიურად დაიწყო ზრუნვა, რათა გააქტიურდნენ და მარშრუტები აღადგინონ საზღვარგარეთულმა გადამზიდმა კომპანიებმაც, რომლებმაც გადაზიდვები პანდემიის პირობებში არამომგებიანობის გამო შეაჩერეს.

 


როგორია სიტუაცია საქართველოში?


მსოფლიოში არსებული სიტუაცია აისახება საქართველოს ბაზარზეც. განსაკუთრებით იმ პროდუქციაზე, რომელიც იწარმოება ჩინეთში. მაგალითად, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას დიდი წილი უჭირავს ტელეკომუნიკაციების სექტორში: ოპტიკური კაბელი და ინტერნეტის კაბელი, ქსელური მოწყობილობები, IP ტელეფონები, მათი დიდი ნაწილი საქართველოში ჩინეთიდან შემოდის. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ფასები საქართველოშიც გაიზარდა - დაახლოებით 4-5-ჯერ. მაგალითად, 40' მაღალი კუბატურის კონტეინერის ფასი შენჟენიდან (Shenzhen) ფოთამდე პანდემიის პერიოდამდე იყო 3 500 დოლარი, ახლა კი 15 000 დოლარია. ეს კი საბოლოო ჯამში იწვევს მომხმარებლისთვის ფასების ზრდას.

 


წყარო:

  1. https://www.hellenicshippingnews.com/why-freight-rates-are-high-right-now-and-how-shippers-can-adapt/?fbclid=IwAR0aqaPn8aYP_3_FAvAA_bpVsp7GJN0-FuRpSj4ndae10rw3f7P2tStzUl4

  2. https://www.cbbc.org/news-insights/why-has-shipping-become-so-expensive?fbclid=IwAR2B8FxJuAJT4B6nYFmur_-VPkOY9CNZ8-s2vfXhaKXmCg7uB9iIbgKg2Aw

  3. https://www.statista.com/statistics/1250636/global-container-freight-index/

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up