რატომ გაძვირდა საწვავი საქართველოში?

რატომ გაძვირდა საწვავი საქართველოში?

access_time2021-02-10 11:00:09

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი Brent-ს ტიპის ნავთობის აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $61-ს გადააჭარბა, რაც წლის დასაწყისის მაჩვენებელს 18%-ით აღემატება. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე კიდევ უფრო მეტად, 20%-ით $58-მდე გაიზარდა ამერიკული მსუბუქი ნავთობის მარტის ფიუჩერსული ღირებულება. მოთხოვნის ზრდა მიწოდების ზრდის ტემპს აჭარბებს, რაც „შავი ოქროს“ ფასს ზრდისკენ უბიძგებს.


გასული წელი ნავთობის ბაზრისთვისაც დრამატული აღმოჩნდა. სანამ კოვიდრეგულაციები ევროპასა და ამერიკაში ეკონომიკას გააჩრებდა, მისი ფასი იანვარ-თებერვლში ჯერ ჩინეთში შემცირებულმა მოთხოვნამ შემდეგ კი მარტში საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მიწოდების შემცირების თაობაზე ჩაშლილმა მოლაპარკებებმა შეამცირა.


თუ Brent-ს მარკის ნავთობის ღირებულება 2020 წლის დასაწყისში $69-ს შეადგენდა, თებერვლის ბოლოს ის $52-მდე იყო შემცირებული. 8 მარტს ერთ დღეში 35% დაკარგა და $34-მდე გაიფდა, აპრილში XXI საუკუნის დაბალი ფასის რეკორდი მოხსნა და $18-მდე შემცირდა.


ამერიკული WTI უარეს დღეში ჩავარდა. მარაგების სიჭარბისა და კონტრაქტების ვადის ამოწურვის შედეგად 21 აპრილს ფასი მინუსში გავიდა და ბარელზე -$38 შეადგინა. იქამდე ისტორიაში ყველაზე დაბალი ფასი, ასევე უარყოფითი, მაგრამ შედარებით მაღალი -11 დოლარი 1986 წელს იყო დაფიქსირებული.


ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 1-ლი მაისიდან OPEC+ ქვეყნების შეთანხმება ძალაში შევიდა, რაც საერთო მოპოვების მკვეთრ 10%-იან შემცირებას ითვალისწინებდა. ნაწილობრივ კარტელურმა გარიგებამ, ნაწილობრივ რეგულაციების შემსუბუქებამ, ნავთობი ფსკერიდან უკვე გასული წლის მაის-ივნისში ამოიყვანა, ფასები $40-ს გადასცდა. დეკემბერში $50-იანი ნიშნული გადაილახა, თებერვალში კი პირველად გასული წლის იანვრის შემდეგ, $60-საც გადასცდა. ფასების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობელი ფაქტორი ვაქცინაც გახდა. ვაქცინირებულ პირთა რაოდენობამ კოვიდინფიცირებულთა რაოდეობას თებერვლის დასაწყისსი გადააჭარბა და 9 თებერვლის მდგომარეობით 140 მლნ-ს შეადგენს. მართალია მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობის 70%-იანი აცრა 2023 წლის შუა პერიოდამდე ვერ მოესწრება, მაგრამ იმავე მაჩვენებელზე განვითარებული მსოფლიო წლის ბოლომდე ან 2022 წლის მეორე კვარტალამდე გავა, რაც შეზღუდვების უდიდესი ნაწილის მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.





ფასების ვარდნამ გავლენა საქართველოს ბაზარზე იქონია. 2020 წელს საწვავის იმპორტი 34.2%-ით $757 მლნ-დან $498 მლნ-მდე შემცირდა. მონეტარული კლების მიზეზი მოხმარების შემცირება არ გამხდარა. პირიქით გასულ წელს ბენზინისა და დიზელის იმპორტი მცირედით 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე გაიზარდა. ბენზინის იმპორტი 0.7%-ით 540 ათას ტონამდე შემცირდა, დიზელი კი 2.5%-ით 566 ათას ტონამდე გაიზარდა. იმპორტის 31% რუსეთიდან, 19.4% აზერბაიჯანიდან, 18.7% რუმინეთიდან, 10.1% კი ბულგარეთიდან განხორციელდა.


რაც შეეხება საცალო ფასებს, ის დაგვიანებით, მაგრამ მაინც 1 ლიტრზე 60-70 თეთრით შემცირდა. შემცირების მოცულობა საერთაშორისო ფასების ვარდნის პროპორციული არ ყოფილა რასაც თავის ახსნა აქვს. პლაცზე სადაც გადამუშავებული ნავთობი იყიდება, ფასები 70%-ით არ შემცირებულა და არც მინუსში გასულა. გარდა ამისა იმპორტიორებს ფიქსირებული ხარჯებიც გააჩნიათ ტრანსპორტირებისა და გასაცემ ხელფასებთან ერთად 1 ტონა ბენზინზე (1300 ლიტრი) აქციზის გადასახადი 500 ლარია, 1 ტონა დიზელზე კი 400 ლარი, ანუ ნებისმიერ არაკონტრაბანდული 1 ლიტრი ბენზინის შეძენისას მომხმარებელი 38 თეთრს აქციზში იხდის, დიზელის შემთხვევაში 31 თეთრს.


ფასების კლება ქართული ბენზინგასამართი სადგურებისთვის დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ღირებულების მატებას მყისიერად უპასუხეს. ბრებდულ სადგურებზე ახლა 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი 2.45-დან 2.53 ლარამდე მერყეობს, რეგულარის ფასი 2.28-დან იწყება და 2.38-ზე ადის. რაც შეეხება დიზელს მისი შეძენა 2.33-2.53 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.


საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პოცესების შესაფასებლად „Commersant“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს ვანო მთვრალაშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება: მოპოვების შემცირების თაობაზე OPEC+ ქვეყნების შეთანხმების დაცვას, რომელიც არამხოლოდ ზედმიწევნით სრულდება, საუდის არაბეთმა თებერვლიდან დღიური მოპოვება დამატებით 1 მლნ ბარელით შეამცირა და ვაქცინის წარმატებით გაჩენილ პოზიტიურ მოლოდინებს, რასაც მესამე ჩინეთის ფაქტორიც ემატება. სიდიდით #2 ეკონომიკის ქვეყანა ნავთობის მოხმარებითაც მეორეა, სადაც მოთხოვნა მსოფლიო პანდემიის მიუხედავად მაინც იზრდება.


ვანო მთვრალაშვილის თქმით, ფასის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა ფასი შეიძლება არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდეს $55-ზე დაკორექტირდეს.


საქართველოში საცალო ფასებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მთვრალაშვილი გვპასუხობს, რომ ყველაფერი საერთთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული. მისი განმარტებით, მიმდინარე წელს პლაცზე 1 ტონა ბენზინის ფასი $100-ით (+22%), $545-მდე გაიზარდა, ხოლო 1 ტონა დიზელის ფასი $60-ით (+14%) $489-მდე, რამაც საქართველოში როგორც ბრენდულ, ასევე არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.


რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივას, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ „Commersant“-თან საუბარში აღნიშნა მომავალი მართლაც ალტერნატიული ენერგიისაა, მაგრამ უახლოესი 10 წელი, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ნავთობი მაინც დომიანტის როლს შეინარჩუნებს.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up