რატომ გაძვირდა ლოგისტიკა 2021 წელს?

რატომ გაძვირდა ლოგისტიკა 2021 წელს?

access_time2022-01-05 20:00:25

გასული წელი ლოგისტიკისთვის წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა, პანდემიით გამოწვეული სამომხმარებლო ბუმის და ენერგოკრიზისის პირობებში თავისუფალი კონტეინერების რაოდენობა მცირდება, ხოლო მათი ქირაობის ფასი  იზრდება




ბევრი სხვა პრობლემისგან განსხვავებით, ამ მოვლენას აშკარა და ადვილად დასანახი მიზეზები აქვს




2020 წლის და 2021 წლის პირველი თვეების საექსპორტო ჩავარდნის შემდეგ, პანდემიის შესუსტების ფონზე, ბაზრებზე ჰიპერაქტიურობა დაიწყო - ვაჭრობა, რომელიც ჩავარდნის კომპენსირებას ახდენს, იზრდება შეუჩერებლად. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გათვლებით, 2021 წელს გლობალური ვაჭრობა 10,8%-ით გაიზარდა




მაგრამ ვაჭრობის და ექსპორტის ზრდას ტვირთების ტრანსპორტირების საშუალებების სიმეტრიული მატება მოყოლია, ხოლო ინფრასტრუქტურა ამხელა ტვირთბრუნვისთვის მზად არ აღმოჩნდა, შესაბამისად, ფასები ზევით წავიდა




2021 წლის მაის-სექტემბერში შანჰაი-როტერდამის მარშრუტზე ერთი კონტეინერის მომსახურების ფასი 7 500-დან 14 500 დოლარამდე გაიზარდა. ამის შემდეგ ზრდა შეჩერდა, თუმცა, დღეს სატრანსპორტო კომპანიები ამ რეალობის გრძელვადიან კონტრაქტებში დაფიქსირებას და შენარჩუნებას ცდილობენ





საზღვაო გადაზიდვების გაძვირების ფონზე კლიენტებმა ინტერესი ტრანსპორტირების ალტერნატიული საშუალებებისადმიც გამოიჩინეს, საავტომობილო ტრანსპორტი დიდი პოპულარობით სარგებლობს, იმის მიუხედავად, რომ ის ანტიკოვიდური ზომების წინაშე ძალიან მოწყვლადია.



 სტატისტიკა აჩვენებს, რომ ოქტომბერში საავტომობილო გადაზიდვები  9,4%-ით გაიზარდა. საზღვაო გადაზიდვებისადმი სკეპტიციზმის ზრდას სუეცის არხში ავარიის შედეგად გაჩენილმა უზარმაზარმა საცობმაც შეუწყო ხელი




სახმელეთო და სარკინიგზო ტრანსპორტის პოპულარობის ზრდამაც უკვალოდ არ ჩაიარა  და ევროპის საზღვრებთან დეკემბრის ბოლო დღეებში მატარებლების და სატვირთო ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგები დაფიქსირდა




ეს ყველაფერო 2021 წელს იყო, მაგრამ, სავარაუდოდ 2022 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროგნოზით ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ამ წელს ექსპორტი კიდევ 4,7%-ით გაიზრდება.




 მაგრამ ადრე თუ გვიან გადადებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება, სავაჭრო ბუმიც დასრულდება და გადაზიდვებზე მოთხოვნა იკლებს. მაშინ შესაძლოა, რომ დეფიციტის პირობებში  დარგი საპირისპირო პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს




დღეს გასაგებია, მაგრამ ხვალ ვაგონებზე მოთხოვნა შემცირდება და სარკინიგზო კომპანიებს ახალი თავსატეხი გაუჩნდებათ თუ რა უნდა უყონ ამდენ ვაგონს. მთლიანობაში ბაზარი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და  ყველაფრის მიუხედავად, მაღალი ფასები გადაზიდვებზე კიდევ კარგა ხანი შენარჩუნდება. ცალკეულ სეგმენტებში, მაგალითად, ნახშირის ტრანსპორტირებაზე  შესაძლებელია ფასების მერყეობა, თუმცა, მთლიანობაში არც საავტომობილო, არც სარკინიგზო, და მით უმეტეს, არც საზღვაო გადაზიდვების მნიშვნელოვანი გაიაფების პირობები ჯერ არ ჩანს და სავარაუდოდ, მინიმუმ რამდენიმე თვე არ გამოჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაზიდვების ინდუსტრია ზემოგებაზე მუშაობას განაგრძობს



წყარო: Kommersant.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up