მზად არის თუ არა ბაზარი ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობისთვის?

მზად არის თუ არა ბაზარი ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობისთვის?

access_time2022-07-20 17:00:13

უკვე ორი წელია ენერგეტიკის სექტორში უპრეცედენტო რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც ენერგეტიკული ბირჟის  ამოქმედებას გულისხმობს, აღსანიშნავია, რომ ბირჟის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო და დღეს არსებული ინფორმაციით მისი ამოქმედება მიმდინარე წლის 1 სექტემბერს იგეგმება, რა გახდა ენერგეტიკული ბირჟის გახსნის  გადავადების მიზეზი და რამდენად არის სექტორი ამისთვის მზად, ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“  გადაცემაში  „პროფესიონალები“  ორგანიზებული ბაზრების განვითარების და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში დირექტორმა ზვიად გაჩეჩილაძემ და სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ ისაუბრეს.


ზვიად გაჩეჩილაძის თქმით ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო იმ მიზეზით, რომ საბოლოოდ აღმოფხვრილიყო ყველა  შესაძლო ხარვეზი და მოულოდნელობა.

 

„2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ ფაქტობრივად ვართ სიმულაციურ რეჟიმში, კანონმდებლობა განახლდა, შეიცვალა პლატფორმები, გარკვეული სამუშაოა ბაზრის მონაწილეებთანაც, იმისთვის, რომ პროცესი ბაზრისთვის და თითოეული მოსახლისთვის იყოს უმტკივნეულო, სწორედ ამიტომ მოხდა გადავადებებიც.

 

კიდევ ერთხელ მინდა, რომ  ხაზი გავუსვა იმ ფაქტს , რომ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმა,  მსგავსი ბაზარი საქართველოში და რეგიონში არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით თურქეთს, რომელიც ენერგეტიკული ბაზრის კუთხით საკმაოდ განვითარებულია და  ამ მომანტამდე მოსასვლელად  დეკადები ვითარდებოდა.  ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც  ჩვენი ზომის და მდებარეობის ქვეყანა ამ ტიპის  რეფორმას ახორციელებს რეგიონში . ჩვენ გადმოგვაქვს  ევროპული ბაზრის  მოდელი და ვიქნებით რეგიონში საინტერესო  ფლაგმანი, ამიტომაც მნიშვნელოვანია რეფორმის წარმატებით განხორციელება. ყველას გვესმის  რომ იქნება  გარკვეული ხარვეზები, სიურპრიზები, მაგრამ საბოლოო ჯამში ველოდებით, რომ ეს იქნება წარმატებული ბაზარი და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მოსამზადებელი პერიოდი  ყოფილიყო ადექვატური,  არ  გვეჩქარა და არ  გაგვერისკა ადრეული გაშვებით და გარკვეული პრობლემები, რომელიც  შეიძლებოდა  აღმოგვჩენოდა დაგვეხვეწა და გვემოქმედა  შესაბამისად“ -  აღნიშნა ზვიად გაჩეჩილაძემ.

 


თუ რამდენად მზად არიან საწარმოები ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის, სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე ამბობს, რომ საწარმოების მხრიდან შესაბამისი  ანგარიშების  წარდგენა , მათი მზაობის  შესახებ სისტემატურად  ხორციელდება , მისივე  თქმით ასევე  საჯარო  სხდომებზე პერიოდულად  ხდება ანგარიშების მოსმენა.

 

„შეიძლება ვთქვათ, რომ კომპანია  სრულად  მზად  არის  ბაზრის ოპერირებისთვის , მეტსაც  გეტყვით  ის წლის  დასაწყისისთვისაც მზად  იყო რისი  დასტურიც არის  ის, რომ კომისიის  მხრიდან მას უკვე  დადგენილი აქვს  ტარიფი და  ბაზრის  ამოქმედების შემთხვევაში ის  თავის  ფუნქციების  შესრულებას უპრობლემოდ  შეძლებდა,  რაც  შეეხება ესკოს, მან წარმოადგინა  შესაბამისი  ანგარიში  რომლითაც  დასტურდება  ის, რომ კომისიის აპარატში წარმოდგენილია საბითუმო საჯარო  მომსახურების  განხორციელების  წესები, ორგანიზაციის ოპერირების წესები ,  ასევე  სპეციალური  ფონდის  გაანგარიშების  მეთოდოლოგია , რომელთან მიმართებაში კომისიის აპარატმა წარადგინა  შესაბამისი  შენიშვნები და  აღნიშნული  წესები  მთავრობის შესაბამისი დადგენილებით უნდა  დამტკიცდეს, ასევე  უნდა ითქვას, რომ კომისიის  მხრიდან  შემუშავებულია  საბითუმო საჯარო მომსახურების  საფასურის გაანგარიშების  მეთოდოლოგია , რომლის საფუძველზე ესკომ  დროულად უზრუნველყო მეთოდოლოგიის  წარმოდგენა და ბაზრის  გახსნამდე მისი  საფასურის  დადგენაც  უზრუნველყოფილი იქნება“. - აღნიშნა  გივი სანიკიძემ.

 

კითხვაზე თუ რა იქნება სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის მთავარი გამოწვევა იმ მხრივ რომ კომპანია ბაზრის ასამოქმედებლად მზად იყოს  ზვიად გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე  დიდი  გამოწვევა  რეზერვების ნაკლებობაა.

 

„იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ საბალანსო ბაზარზე უნდა ვივაჭროთ უნდა გვქონდეს სისტემის საიმედოობისთვის დარეზერვებული გარკვეული სიმძლავრეები , ბოლო პერიოდში მოხმარების ზრდიდან გამომდინარე  და იქიდან  გამომდინარე რომ ელექტრო სადგურებს  ვერ  ვაშენებთ  ისეთი ტემპით როგორც საჭიროა, რომ ჩვენ  გვიმცირდება და გვიმცირდება რეზერვები,  ახალ  ბაზარზე როდესაც გადაცემის სისტემის ოპერატორებს წმინდად ეკონომიკური მექანიზმებით რეზერვების შესყიდვა უწევთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც  რეზერვები  შემცირებულია, შესაძლოა, რომ   ამ დროს ნაკლებობა  იყოს,  ან  ჰქონდეს  მაღალი ფასი,  ამას ემატება  აფხაზეთის და  ენგურის თემატიკაც,  როდესაც საჭიროა  ამ სქემის  კუნძულზე გადაყვანა და ეს იქნება  ერთ-ერთი  დიდი  გამოწვევა სახელმწიფო  ელექტრო სისტემისთვის, რომ ახალი საბაზრო  მოდელის ფარგლებში  თავი  გაართვას  მის  უპირველს ამოცანას, რაც არის სისტემის საიმედოობის  შენარჩუნება.

ამ გამოწვევის  გადაჭრის ტექნიკური  ხასიათის ღონისძიება არის  მაგალითად ის,  რომ გარკვეული სწრაფი  რეგულირების  რეზერვების  შესყიდვა  და გარკვეულ სადგურებზე  ავტომატური გენერაციის  კონტროლის  სისტემის მოწყობა მოხდეს, ასეთი გვაქვს  ენგურზე და სხვა  სადგურებზე, მიმდინარეობს  მუშაობა  რომ ეს სისტემები მოეწყოს რამდენიმე  მარეგულირებელ  სადგურზე, რომ  ჩვენ რეზერვების მომწოდებელი არა ერთი, არამედ 2-3 წყარო გვყავდეს. ასევე  ვიმუშაოთ და განვაახლოთ  ხელშეკრულებები მეზობელ სისტემებთან რომ გარკვეული დეფიციტის  ან  დამძიმებული რეჟიმის  შემთხვევაში მოხდეს ავარიული თუ სხვა  სახის ურთიერთდახმარება და  დავაზღვიოთ ის რისკები რაც გვაქვს“,  განაცხადა ზვიად გაჩეჩილაძემ

 







იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up