ბიზნესომბუდსმენი სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვაზე: ვითხოვთ, გათვალისწინებულ იყოს დარგის ინტერესი და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა

ბიზნესომბუდსმენი სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვაზე: ვითხოვთ, გათვალისწინებულ იყოს დარგის ინტერესი და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა

access_time2018-10-30 14:00:00


ექვსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი გამოეხმაურა და სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვა უარყოფითად შეაფასა. თავის განცხადებაში ირაკლი ლექვინაძე აცხადებდა, რომ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს.


რა მიზეზით ეწინააღმდეგება ლექვინაძე რეკლამის გავრცელების აკრძალვას და იცნობს თუ არა ევროპულ გამოცდილებას ამ საკითხებთან დაკავშირებით კომერსანტმა ბიზნესომბუდსმენის  აპარატს დამატებითი კითხვებით მიმართა:

 

 ბატონო ირაკლი, თქვენ თვლით, რომ აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბიზნესს დააზარალებს, უფრო კონკრეტულად რომ განგვიმარტოთ, რა ზარალს მოუტანს ახალი კანონპროექტი კერძო სექტორს?

 

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე (რეკლამის დამკვეთებზე), არამედ რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს. ბიზნესისათვის მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის კანონპროექტში მითითებული ცვლილების ამოქმედების მცირე ვადაც (გამოქვეყნებიდან მე-14 დღე). აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის გარემოება, რომ რეკლამის მწარმოებელ და გამავრცელებელ კომპანიებს აქვთ მიმდინარე კონტრაქტები აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროში, რომელიც ასეთ მცირე ვადაში ვერ შეწყდება ანდა მათი შეწყვეტა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც ამ კომპანიებს, ისე მათ დამკვეთებს. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების ამოქმედებისთვის აუცილებელია გონივრული ვადის დაწესება. კანონპროექტი ასევე არ შეიცავს რაიმე დათქმას ან გარდამავალ პერიოდს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტებზე განთავსებული აბრების ახალ რეგულაციასთან (აბრის ფართობის შეზღუდვასთან) შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის პრაქტიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ პარლამეტში დარეგისტრირებულ კანონპროექტში ასახულია ისეთი საკითხებიც, რომელზეც სამუშაო ჯგუფი არ შეთანხმებულა (მაგალითად, აბრების რეგლამენტირების საკითხი) ან სხვაგვარად შეთანხმდა (მაგალითად, გარე რეკლამის დისტანცირების მანძილი რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან).

 

-  თუ იცნობთ ევროპულ გამოცდილებას სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, ყველა ევროპულ ქვეყანაში კანონი მკაცრად იცავს საკუთარ მოსახლეობას აზარტული თამაშის გავლენისგან


  ჩვენ ვითხოვთ გათვალისწინებულ იყოს დარგის ინტერესი და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. მათ შორის ეს ეხება თამაშებში ჩართული ადამიანებისთვის ასაკის ახალი ზღვრის დაწესებას. საუბარია 25 წლამდე ადამიანებისათვის აზარტულ და მომგებიან თამაშებში ჩართვის შეზღუდვის შესახებ, როდესაც დიდი ბრიტანეთში, გერმანიასა და  ესპანეთში ეს ზღვარი 18 წელია, აშშ-ში 21 წელი.  ამ რეგულაციის მიღების შემთხვევაში არის რისკი, რომ ამ  დარგში ჩართული  18 დან 25 წლამდე მოქალაქეები უცხოურ საიტებზე გადაინაცვლებენ, რითაც საქართველოში რეგისტრირებული ლიცენზირებული  ონლაინ მომგებიანი და აზარტული თამაშების კომპანიები დაკარგავენ შემოსავალს, შესაბამისად შემცირდება დარგიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები გადასახადები. ჩვენი აზრია, რომ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე ასაკობრივ შეზღუდვად  ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება დაწესდეს 21 წელი.


ასევე, კრიტიკულია,  რეკომენდაცია დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანის ჩასმის შესახებ, სადაც საუბარია რომ ოჯახის წევრს ეძლევა შესაძლებლობა სასამართლოსთვის მიმართვის გზით მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მოქალაქის ჩასმა 3 წლით.  სათამაშო ბიზნესის შემოთავაზებაა, რომ გათვალისწინებულ იქნეს საერთაშორისო პრაქტიკა და რეესტრში ყოფნის ვადა განისაზღვროს არა უმეტეს 2 წლით.  ასევე, ვფიქრობთ დასაზუსტებელია ოჯახის წევრის განმარტებაც, რათა ცხადი იყოს იმ პირთა სია, ვინც შეძლებს მიმართოს სასამართლოს ოჯახის წევრის დამოკიდებულ პირთა სიაში ჩასმის მოთხოვნით.

 

თქვენი აზრით, რატომ არის შეზღუდული მთელს მსოფლიოში თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელების და სათამაშო ბიზნესის რეკლამირება?

 

გვესმის და ვიზიარებთ ინიციატორთა სულისკვეთებას თქვენს მიერ დასახელებულ დარგებში რეგულაციების არსებობის შესახებ, თუმცა ვფიქრობთ რომ რეგულაციები უნდა იყოს ცხადი  ბიზნესისთვის და ადმინისტრირებადი, რათა ახალმა წესებმა მოგვიტანოს შედეგი და არ აღმოჩნდეს ბიზნესისთვის მხოლოდ დამატებითი ტვირთი. შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციაა რეგულაციების მიღებას წინ უსწრებდეს აქტიური კონსულტაციები დარგთან  და იმ დარგებში, სადაც ჩვენ არ გვაქვს რეგულირების დიდი გამოცდილება, ყურადღება მივაქციოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.  

 

მათ შორის დიდი ბრიტანეთის მაგალითზე, სადაც მომგებიანი და აზარტული თამაშების რეკლამა შეზღუდულია და არა სრულად აკრძალული, როგორც ეს საქართველოში იგეგმება. დიდი ბრიტანეთის მაგალითზე აზარტული თამაშების მარკეტინგი უნდა იყოს აგებული სოციალურ პასუხისმგებლობაზე, კონკრეტულად უნდა დაიცვას ბავშვები, ახალგაზრდები და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები დაზარალებისგან და ექსპლუატაციისგან.

 

თქვენი ინფორმაციით რა თანხა შედის სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან?

 

2017 წელს სათამაშო ბიზნესიდან გადასახადების სახით ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში  350 მილიონ ლარამდე შევიდა. ასევე, დარგი  ასაქმებს 10 ათასამდე ადამიანს. სათამაშო ბიზნესი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ყოველწლიურად 600 მილიონი ლარის დამატებით ღირებულებას აგენერირებს.

 

კიდევ ერთი საკითხი რაზეც „კომერსანტი“ ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა  სათამაშო ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობაა.

 

ექპერტები და კაფე-ბარების მფლობელები სლოტ-კლუბებში თამბაქოს მოხმარების დაშვებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სამორინეებს ჰყავს ლობისტები თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და სწავლობთ თუ არა ამ საკითხს?

 

ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები ბიზნესმენებთან, ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ  ბიზნეს ასოციაციებთან, ეკონომიკურ გაერთიანებებთან.  ნებისმიერ მსგავსი ტიპის განცხადება, რა თქმა უნდა,  საყურადღებოა.  კაფე-ბარების მფლობელებს ამ დროისათვის არ მოუმართავთ ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის აღნიშნული საკითხით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში  მზად ვართ ჩავერთოთ პროცესში.

 

ავტორი: ბაჩო ადამია





ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up