რატომ ეშინია რუსეთს ანაკლიის პორტის?

რატომ ეშინია რუსეთს ანაკლიის პორტის?

access_time2020-01-13 16:00:46

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით რუსეთის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე არაერთი განცხადება გაკეთებულა. თუმცა, თვალსაჩინოებისთვის მართლაც საინტერესოა როგორ აფასებს პროექტს კრემლის პროპაგანდა. 


„კომერსანტმა“ გაიხსენა  რუსული სახელმწიფო ტელევიზიის НТВ-ს  სიუჟეტი ანაკლიის პორტის შესახებ, რომლშიც  НТВ-ს ჟურნალისტი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობა მხოლოდ აშშ-ის ინტერესებშია. მისი მტკიცებით, ანაკლიის პორტის იდეის გაჩენა ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ნაწილების გამოყვანასთან იყო დაკავშირებული და საქართველოსათვის მას არანაირი სარგებელი მოაქვს. სიუჟეტის თანახმად, აშშ ცდილობს ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოს მოახვიოს თავს, რადგან ქვეყანაში არსებული პორტები არ არის ღრმაწყლოვანი და სამხედრო გემებს ვერ უმსაპინძლებენ.


სიუჟეტში ანაკლიის პორტის პროექტი დაკავშირებულია თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებთან, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოყვა. გარდა ამისა, ანაკლიის პორტთან ერთად ჟურნალისტი ვაზიანის სამხედრო ბაზასაც სტუმრობს, სადაც მისი თმით ქართველი და ნატო-ელი სამხედროები ერთობლივ წვრთებს გადიან, რითაც ანაკლიის პორტსა და ერთობლივ წვრთნებს ერთმანეთს უკავშირებს. ეს სიუჟეტი, მართალია,2019 წლის სექტემბერში გავიდა ეთერში, მაგრამ  მოსკოვის პათოსი შეცვლილი არ არის. 


НТВ-ს ეთერში გასული სიუჟეტი კრემლის და ქართველი კრემლისტური აქტორების მიერ ანაკლიის პორტის დისკრედიტაციისა და მისი საფრთხედ წარმოჩენის კამპანიის გაგრძელებაა. НТВ ანაკლიის პორტის პროექტს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე განიხილავს, ფაქტების შერჩევითი მიწოდებისა და მანიპულაციების საშუალებით მას სამხედრო პროექტად წარმოაჩენს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ აშშ-ს ინტერესებშია და საფრთხეს წარმოადგენს.


ანაკლიის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის უკან რუსეთის ინტერესები დგას, რომლის ინტერესებში პროექტის განხორციელება არ შედის, რადგან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი: 1.რუსეთის გავლენებსა და ბერკეტებს შეამცირებს; 2. რუსეთის სატრანზიტო ფუნქციასა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე უარყოფითად აისახება; 3.რუსეთის პორტებს გაუწევს კონკურენციას; 4. შავ ზღვაზე რუსეთის გავლენის მოპოვების ინტერესს ეწინააღმდეგება.


რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი ანაკლიის პორტის პროექტს?

1.ანაკლიის პორტი რუსეთის გავლენებსა და ბერკეტებს შეამცირებს

ა) ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკური და მისი სატრანზიტო ფუნქციის განვითარების შესაძლებლობაა, რაც ქვეყანაზე რუსეთის გავლენასა და მის ბერკეტებს შეასუსტებს

ანაკლიის პორტი საქართველოსთვის წარმოადგენს შესაძლებლობას სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია შეასრულოს და ჩინეთი/შუა აზია ევროპასთან დააკავშიროს.



საქართველო ერთადერთი ქვეყნაა შავ ზღვაში, რომელსაც ღრმაწყლოვანი პორტი არ აქვს, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას დღეს მნიშვნელოვნად აფერხებს. დღეისათვის, საქართველო შავ ზღვაში მოძრავი საკონტეინერო გემების 75%-ს ვერ იღებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი ყველაზე დიდ, Panamax-ისა და Post-Panamax-ის გემებსაც მოემსახურება. გარდა ამისა, 2018 წელს ყველა ქართულმა პორტმა ერთად (ბათუმი, ფოთი, ყულევი) 1მმლნ.ტვირთი გაატარა, 5 წლის შემდეგ კი ანაკლიას შესაძლებლობა ექნება 100 მნლ ტონა ტვირთი გაატაროს.


ანაკლიის პორტი საქართველოს სავაჭრო, სატრანსპორტო როლს და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაზრდის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და დამოუკიდებლობას.

ბ) რუსეთის გავლენას შეამცირებს ცენტრალურ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზე


რუსეთის პორტებისაგან გვერდის ავლით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საშუალებით ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა შეამცირებს რუსეთის გავლენას ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუმინეთზე. ყოფილი ამერიკელი გენერალის ბენ ჰოჯესის თქმით, ანაკლიის პორტის აშენებისთნავე


კონსტანცა [პორტი რუმინეთში, შავი ზღვის უდიდესი პორტი] გახდება მნიშველოვანი პორტი, მდინარე დუნაი გახდება მნიშვნელოვანი არტერია, რადგან დაიწყება კონტეინერების გადაზიდვა დუნაის მეშვეობით, ევროპის შუაგულისაკენ.


2. რუსეთის სატრანზიტო ფუნქციასა და მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე უარყოფითად აისახება


დღეს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპისაკენ მიმვალი სატრანზიტო დერეფანი რუსეთზე გადის. თუმცა, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების შემთხვევაში ჩინეთიდან ევროპაში საქონლის გადაზიდვა, რუსეთის გვერდის ავლითაც გახდება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში საქართველომ ერთი მხრივ რუმინეთთან, მეორე მხრივ კი თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან ერთად კასპიისა და შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის (ITC-CSBS )მხარდამჭერ დეკლარაციას მოაწერა ხელი. აღნიშნული კორიდორი კი საზღვაო მარშრუტსაც მოიაზრებს. შესაძლოა, დასახელებული კორიდორი ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილადაც იქცეს.


3. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რუსული პორტების კონკურენტი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით


შავი ზღვა რუსული ექსპორტისა და იმპორტისათვის მნიშვნელოვანი დერეფანია. შავ ზღვაზე მდებარე ნოვოროსიისკის სავაჭრო პორტი რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო ჰაბია. აღნიშნული პორტი ტვირთების გადაზიდვის კუთხით რუსეთის მასშტაბით პირველ, ევროპის მასშტაბით კი მე-5 ადგილს იკავებს. რუსეთის საპორტო გადაზიდვების 20% სწორედ მასზე მოდის. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ნოვოროსიისკის მსგავსად შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განთავსდება, რუსული პორტისათვის მთავარი კონკურენტი იქნება.


4. შავი ზღვა პრიორიტეტულია რუსეთისათვის და სურს საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ნებისმიერი ახალი პორტის შექმნა, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ არ არის რუსეთის ამბიციებს ეწინააღმდეგება.


შავი ზღვა რუსეთისათვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა, რაც ასახულია 2015 წლის რუსეთის საზღვაო დოქტრინაშიც. შავ ზღვას რუსეთი მოაზრებს როგორც ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების შეკავებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან სივრცეს, ასევე მას განიხილავს ახლო აღმოსავლეთში ძალის პროექციისათვის მნიშვნელოვან რეგიონად. 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და შავ ზღვაში აქტიური მილიტარიზაციის შემდეგ მისი საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც ახალ თავდაცვითა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს, სწორედ რუსეთის გავლენის შეჩერებისკენაა მიმართული და მის გეგმებშ არ შედის.



მასალა მომზადებულია „მითების დეტექტორის“  სტატიის მიხედვით







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up