რატომ ეპარებათ ეჭვი კონსპიროლოგებს აპოლო 11-ის მისიაში

რატომ ეპარებათ ეჭვი კონსპიროლოგებს აპოლო 11-ის მისიაში

access_time2019-07-08 23:45:03

1969 წლის 21 ივლისს კაცობრიობის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. 500 მილიონზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოდან აკვირდებოდა, როგორ დგამდა ასტრონავტი ნილ არმსტრონგი პირველ ნაბიჯს მთვარეზე. მაშინ 500 მილიონიანი მაყურებლიდან არავის მოსვლია აზრად, რომ მთვარეზე აპოლო 11-ის მისია შესაძლოა ინსცენირებული ყოფილიყო. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი კონსპიროლოგები ეჭვობენ, რომ არმსტრონგს სულაც არ დაუდგამს მაშინ მთვარეზე ფეხი და ყველაფერი დედამიწაზე მოხდა. ამის შესახებ სტატია გერმანულმა გამოცემამ Die Welt-მა მოამზადა.

 

როგორც გამოცემა წერს, გამოკითხვების თანახმად, ამერიკელთა 30% დღეს ფიქრობს, რომ აპოლო 11-ის მისია შესაძლოა მართლაც დადგმული იყოს, ამის კიდევ უფრო მეტად რუსეთში სჯერათ. რატომ ეჭვობენ კონსპიროლოგები, რომ მისია არ შემდგარა?

 

მათი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არგუმენტი ის არის, რომ როდესაც არმსტრონგმა მთვარის ზედაპირზე აშშ-ის დროშა ჩაარჭო, ნაჭერი ფრიალებდა. კონსპიროლოგების თქმით, ეს ადასტურებს იმას, რომ მისია გათამაშებული იყო, რადგან მთვარეზე ატმოსფერო არ არის. თუმცა სწორედ ატმოსფეროს არარსებობამ გამოიწვია ის რომ დროშა რაღაც პერიოდის განმავლობაში ფრიალებდა. დედამიწაზე დახურულ სივრცეში დროშის ფრიალს ძალიან სწრაფად შეაჩერებდა ატმოსფერო, - წერს სტატიის ავტორი.

 


კონსპიროლოგების კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ NASA-ს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ძალიან კარგი ხარისხის არის, ამასთან Hasselblad-ის კამერას კი ვიდეოფაინდერი არ ჰქონია. მაგრამ როგორც სტატიის ავტორი წერს, ამასაც აქვს ახსნა. რა თქმა უნდა, დედამიწაზე ასტრონავტები Hasselblads-ის კამერის გამოყენებაში ვარჯიშობდნენ, მთვარეზე მისიისთვის კამერების მოდიფიცირებაც აუცილებელი გახდა. გარდა ამისა არსებობს უამრავი გაფუჭებული ფოტოსურათი, სადაც გამოსახულება კადრზე გაფუჭებულია. NASA ასეთ ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებდა, - წერს სტატიის ავტორი.

 

კონსპიროლოგების არგუმენტებს შორის ასევე არის შავი ცა, რომელიც ყველა სურათზე ჩანს. სკეპტიკოსების მოსაზრებით, ამით მტკიცდება, რომ ფოტოები სავარაუდოდ დედამიწაზე გადაიღეს, რადგან ცაზე ვარსკვლავი არ ჩანს. რეალურად კი, ყველაფერი პირიქით არის: დედამიწის თანამგზავრზე დღის განმავლობაში იმდენად ნათელია, რომ მზე ყველა სხვა სინათლეს შთანთქავს. კარგად განათებულ დიდ ქალაქებშიც მოწმენდილ ცაზე თითქმის არ ჩანს ვარსკვლავები, - წერს სტატიის ავტორი.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, კონსპიროლოგებისა და სკეპტიკოსების თეორიების წინააღმდეგ კარგი მტკიცებულებაა 12 ადამიანის მონაყოლი, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დადგეს. მათგან ნახევარი საუკუნის შემდეგ ცოცხალი მხოლოდ 4-ია. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირს არ დაუყენებია ეჭვქვეშ აპოლოს მთვარის მისიის საკითხი. რატომ უნდა ეღიარებინა სსრკ-ს თავისი მარცხი მთვარისთვის ბრძოლაში, თუკი მისია საერთოდაც არ შესრულებულა?, - წერს Die Welt-ი და ასე პასუხობს სკეპტიკოსებს.

 

imedinews.ge

თეგები:
აპოლო 11



19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up