რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?

რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?

access_time2022-06-04 14:47:29

დღეს დილიდან დეზერტირების ბაზარში Tesla დგას და საბარგული აგროპროდუქტებით – კიტრით, პომიდვრით, სტაფილოთი და სხვა ბოსტნეულით აქვს დატვირთული. ამ არასტანდარტულ სანახაობას გამვლელები ინტერესით აკვირდებიან, ზოგი მათგანი კი პროდუქციას პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან ყიდულობს.

 

იქვე დგას ბანერი წარწერით „წარმოებულია აგროსფეროსთან ერთად“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ღონისძიების ინიციატორი აგროტექნიკისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი დისტრიბუტორი „აგროსფეროა“. აქტივობის იდეა კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონს“ ეკუთვნის და მისი მიზანი აგრომეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობის ხაზგასმა და ამ საკითხისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

 

აგროსფერო“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. ის მის პარტნიორ ფერმერებს თანამედროვე და ინოვაციური ტექნიკით უზრუნველყოფს, აგრომეურნეობისა და ბიზნესის საკითხებში უწევს კონსულტაციასა და წარმოების განვითარებაში ეხმარება.

 

თანამედროვე ტექნოლოგიები არა მხოლოდ შრომას უმსუბუქებს ფერმერს, არამედ გაცილებით დიდი რაოდენობისა და ჯანსაღი პროდუქტების წარმოების შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, მათ გვერდს ვერ ავუვლით, თუკი გვინდა, რომ საქართველო განვითარებულ აგრარულ ქვეყნად ვაქციოთ მოსახლეობისთვის საკმარისი და ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციაც ვაწარმოოთ და ექსპორტზეც შევძლოთ მისი გატანა“, – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.



 

„აგროსფერო“ გეგმავს თანამედროვე ფერმერობისა და მათი პარტნიორი ფერმერების წარმატებული საქმიანობის შესახებ უფრო მეტ ადამიანს გააგებინოს და ამ გზით დაარწმუნოს საზოგადოება იმაში, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ტექნოლოგიები აგრომეურნეობაში.

 

ჩვენი პარტნიორი ფერმერები, რომელთა რიცხვიც სულ უფრო მზარდია, ბევრად წინ არიან სხვა ფერმერებზე და, ფაქტობრივად, მათ მიერ იქმნება ქვეყანაში ძირითადი აგროპროდუქცია. მიზეზი ერთიაისინი წარმოებაში მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებებს, მაღალტექნოლოგიურ მინერალურ სასუქების, ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, სარწყავ სისტემებსა თუ დაავადებათა მონიტორინგის დანადგარებს იყენებენ“, – ამბობს აკაკი ტოროტაძე.

 

აგრომეურნეობაში თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების როლზე ინფორმირებულობის კიდევ უფრო გაზრდისთვის „აგროსფერო“ ბევრ სხვა ღონისძიებასა და პროექტს გეგმავს და, როგორც კომპანიაში ამბობენ, Tesla-ს დეზერტირების ბაზარში გამოჩენა გრძელვადიანი კამპანიის მხოლოდ დასაწყისია.

 


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up