რატომ დატოვა „ნანოკრედიტის“ მფლობელმა ქვეყანა - ირაკლი ბერძენაძის განმარტება

რატომ დატოვა „ნანოკრედიტის“ მფლობელმა ქვეყანა - ირაკლი ბერძენაძის განმარტება

access_time2019-05-14 20:15:32

კომპანია „ნანოკრედიტის“ მფლობელი ირაკლი ბერძენაძე მის მიერ ქვეყნის დატოვების მიზეზებს განმარტავს. როგორც ბერძენაძის მიერ bm.ge-ისთვის მიწოდებულ წერილში წერია, ის იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა მისი კრიტიკული შეხედულებების გამო. 



„ქვეყნის საფინანსო სისტემაში მიმდინარე გარკვეულ პროცესებზე ჩემი კრიტიკული შეხედულებების გამო, არაერთხელ აღმოვჩნდი ზეწოლის ქვეშ ბიზნესთან ერთად, რაც კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც გარკვეული ძალების მიერ მოხდა კომპანიის კრედიტორთა ორგანიზებული ჯგუფისათვის უკანონო ქმედებების ხელშეწყობა, კერძოდ, ჩემზე არაერთი თავდასხმა, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების გზით, რომელიც დღემდე შეგნებულად არის გამოუძიებელი შესაბამისი ორგანოების მიერ“,- ნათქვამია განცხადებაში. 


ბერძენაძე ასევე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს „ნანოკრედიტის“ საქმიანობასთან დაკავშირებით. 

კომპანიის მფლობელი ასევე ეხმუარება „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებას „ნანოკრედიტთან“ და უშუალოდ ირაკლი ბერძენაძესთან დაკავშირებით. გთავაზობთ ბერძენაძის განცხადებას უცვლელად: 



„მსურს, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარის არჩილ კაიკაციშვილისა და შპს „ნანოკრედიტის“ თამასუქის შემძენ ფიზიკურ პირთა ჯგუფის მიერ ბოლო თვეებში პრესის საშუალებით გავრცელებულ არაერთი ბრალდების და მცდარი ინფორმაციის შემცველ განცხადებას, რაც მიზნად ისახავს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩემს პიროვნულ და პროფესიულ დისკრედიტაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე პარალელურად წარმოადგენს მხარეს, კერძოდ, ის არის შპს „ნანოკრედიტის“ თამასუქის შემძენ ფიზიკურ პირთა ჯგუფის პირადი ადვოკატი, შესაბამისად, წარმოდგენილი ორგანიზაციის მიერ გაკეთებული ნებისმიერი ტიპის განცხადება წარმოადგენს სუბიექტურ პოზიციას, რომელიც გაჟღერებულია საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში. 



მე, როგორც შპს „ნანოკრედიტის“ 100%-იანი წილის მფლობელი, კომპანიას წარმოვადგენ 2017 წლიდან და არა 2013 წლიდან როგორც ეს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ასევე ზემოთ აღნიშნულ ფიზიკურ პირთა ჯგუფი წარმოადგენს შპს „ნანოკრედიტის“ თამასუქის (ფასიანი ქაღალდის) შემძენ ფიზიკურ პირებს 2015 წლის პირველი ნახევრიდან, როდესაც მოხდა აღნიშნულ პირებსა და შპს ნანოკრედიტს შორის ფასიანი ქაღალდის (თამასუქის) შეძენის ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული ფიზიკურ პირთა რიცხვი იმ დროიათვის შეადგენდა 135-ს, რაც ჯამში ოთხ მილიონ ლარზე მეტ ვალდებულებას წარმოადგენდა კომპანიისთვის. ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტი საყურადღებოა და უნდა გახდეს გამოძიების შესწავლის საგანი, მითუმეტეს, რომ შპს „ნანოკრედიტი“ იმ დროისათვის წარმოადგენდა კომპანიათა ჯგუფის წევრს, რომელშიც ერთიანდებოდა სებ-ის მიერ ლიცენზირებული სს „პირველი საკრედიტო კავშირი“ და სს „მიკროკრედიტი“. ჩემი მმართველობის პერიოდში მოხდა შპს „ნანოკრედიტის“ ვალდებულების მხოლოდ შემცირება, კერძოდ, ოთხ მილიონიანი ვალდებულებიდან 1 300 000 ვალდებულებამდე. აქვე მსურს განვაცხადო, რომ შპს „ნანოკრედიტს“ არ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არანაირი სახის დავალიანება. 



აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო რამდენიმე საკითხზე, რომელიც საზოგადოებას მიეწოდა არასწორი ინფორმაციის სახით, კერძოდ: შპს „ნანოკრედიტი“ არ წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მასზე არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობა, რაც სრულად არის განმარტებული ფასიანი ქაღალდის (თამასუქის) შეძენის ხელშეკრულებაში რისკების გამჟღავნების ტექსტთან ერთად. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტის ხელშეკრულებაში დართვის ვალდებულება 2017 წლის 1 იანვრიდან აქვს ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტს, რითაც თამასუქის შემძენმა პირმა უნდა გაითვალისწინოს ყველა ის რისკფაქტორი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის გაუფასურება/დაკარგვა და მეორე მხრივ, თამასუქის გამცემი მხარე ითვალისწინებს იმ რისკებს, რომელიც დაკავშირებულია ინვესტირებული ფულადი სახსრების ღირებულების გაუფასურებასთან, რაც ამ შემთხვევაში გამოიწვია სავალუტო კურსის გაუფასურებამ, ეროვნული ბანკის მხრიდან არაერთმა აკრძალვა/შეზღუდვამ შპს „ნანოკრედიტის“ მიმართ, რამაც თვეების განმავლობაში პარალიზება გაუკეთა კომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას და ზოგადად საფინანსო ბაზარზე არსებული გადახდისუუნარობის ზრდამ. ასევე მსურს დავაზუსტო, რომ წარმოდგენილი თამასუქის შემძენი ფიზიკური პირები 2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით იღებდნენ მათი მიერ კომპანიაში ინვესტირებულ თანხაზე დარიცხულ სარგებელს, სანამ კანონით აიკრძალებოდა ის საქმიანობა, რომლის მიხედვითაც ხდებოდა 2015 წლიდან მოზიდული სახსრების გასესხება საფინანსო ბაზარზე. 


რაც შეეხება ჩემს მიერ ქვეყნის დატოვებას, საჭირო გახდა მას შემდეგ რაც ბოლო პერიოდში განვითარებულ და ქვეყნის საფინანსო სისტემაში მიმდინარე გარკვეულ პროცესებზე ჩემი კრიტიკული შეხედულებების გამო არაერთხელ აღმოვჩნდი ზეწოლის ქვეშ ბიზნესთან ერთად, რაც კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც გარკვეული ძალების მიერ მოხდა კომპანიის კრედიტორთა ორგანიზებული ჯგუფისათვის უკანონო ქმედებების ხელშეწყობა, კერძოდ ჩემზე არაერთი თავდასხმა, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების გზით, რომელიც დღემდე შეგნებულად არის გამოუძიებელი შესაბამისი ორგანოების მიერ. გამომდინარე აქედან იძულებული გავხდი დამეტოვებინა ქვეყანა, რადგან არსებული ზეწოლის რეჟიმში შეუძლებელი იყო არათუ საქმიანობის გაგრძელება და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა, არამედ ჩემს სიცოცხლეს ემუქრებოდა რეალური საფრთხე. 



როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს „ნანოკრედიტის“ საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ გამოძიებას და ყველა დაინტერესებულ პირს სურს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენა მნიშვნელოვანია შპს „ნანოკრედიტის“ საქმიანობის შესწავლა მოხდეს მისი დაარსების მომენტიდან (2013 წლიდან) და დეტალურად იქნას შესწავლილი რა პირობებში და რა გზით მოხდა შპს „ნანოკრედიტში“ თამასუქის შემძენ ფიზიკურ პირთა მოზიდვა შესაბამისი მოზიდული თამასუქის თანხის სალარო ოპერაციების ჩათვლით, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არ ხდება გამოძიების აღნიშნული კუთხით წარმართვა, რაც სრული უნდობლობის შეგრძნებას იწვევს გამოძიების პროცესისადმი და ვფიქრობ, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული საწინააღმდეგო ქმედებები აღნიშნულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, ამიტომ მე, როგორც დაზარალებული, მზად ვარ, გამოვიყენო ყველა ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობა და მტკიცებულებები სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებში, მათ შორის ევროპულ სასამართლოში წარსადგენად, სადაც ჩემი როგორც ადამიანის ძირითადი უფლებები, სიცოცხლე, ბიზნესის თავისუფლება და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა იქნება დაცული”,- ნათქვამია განცხადებაში. 



ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, კომპანია „ნანოკრედიტი“ გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა. კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერძენაძემ კი, საქართველო დატოვა და ამჟამად უცნობია კონკრეტული ადგილსამყოფელი. 


bmg.ge






იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up