რატომ დააჯარიმა ჯანდაცვის სამინისტრომ 197 კლინიკა?

რატომ დააჯარიმა ჯანდაცვის სამინისტრომ 197 კლინიკა?

access_time2019-04-17 21:05:38

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკები 56 მილიონი ლარით დააჯარიმა; საუბარია 197 სამედიცინო დაწესებულებაზე საქართველოს მასშტაბით. დარღვევები კი, უწყებამ 2016-2018 წლების პერიოდზე აღმოაჩინა. დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებები: „მედალფა“, „მედკაპიტალი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, “ევექსი” და ა.შ.


მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ეს არასწორად მიღებული თანხებია ბიუჯეტიდან, რაც კლინიკებმა უკან უნდა დააბრუნონ.


ამ კონტექსტში დავით სერგეენკომ ყალბი დოკუმენტაციაც ახსენა. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ კლინიკებში დარღვევები ძირითადად პაციენტების რეგისტრაციას ეხებოდა, როდესაც დოკუმენტაციას თან არ ახლდა პირადობის მოწმობის ასლი, ხელმოწერა და მსგავსი დეტალები.



“სოფლად მცხოვრები მოსახლეობა დარეგისტრირებული ჰყავდათ, როგორც ქალაქად მცხოვრები მოსახლეობა. რამდენადაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვა გათვალისწინებული იყო ასევე სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხები საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 86 თეთრით ნაკლებია. ამდენად, არასწორი რეგისტრაციის შედეგად მიმწოდებლები ზედმეტად ითხოვდნენ ასეთ მოსარგებლეებზე დაფინანსებას”, - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია შავშიშვილი.


ჯარიმების ამოღება სამინისტრომ დაკავების გზით დაიწყო ანუ თანხას, რომლიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებს ერიცხებოდათ, აკლდებოდა 50% და სამედიცინო დაწესებულებებს ნახევარი ერიცხებოდათ, რაც კლინიკებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ასეთ პირობებში საქმიანობის გაგრძელებას უბრალოდ ვერ შეძლებდნენ.


სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში ბიზნესომბუდსმენი - სამედიცინო დაწესებულებებს კი, სანქციების ნაწილი ჩამოეწერათ. შედეგად, დღეს კლინიკების დავალიანება 13.5 მილიონი ლარია. სოციალური მომსახურების სააგენტომ კი, დარჩენილი თანხის გადახდის უფრო მოქნილი მექანიზმი შეიმუშავა.






თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up