რატომ ცვლიან ტექნოლოგიური კომპანიები ლოგოებს

რატომ ცვლიან ტექნოლოგიური კომპანიები ლოგოებს

access_time2021-10-10 09:00:09

პასუხი ინდივიდუალური, თუმცა ამავდროულად ზოგადია. იმიტომ, რომ დროსთან ერთად, ჩვენს გარშემო ყველაფერი იცვლება. გამონაკლისი არც ის მსხვილი კომპანიებია, რომელთა ლოგოს გასახსენებლად არანაირი რეკლამა აღარ გვჭირდება, რადგან მათ ჩვენს ცხოვრებაში უკვე დაიმკვიდრეს თავი.

ტექნოლოგიური კომპანიები, როგორც ყველა სხვა სფეროში მოღვაწე კომპანია, მუდმივად ცდილობენ საკუთარ მომხმარებლებზე იზრუნონ და მათ განახლებული პროდუქტი/მომსახურება შესთავაზონ. შესაბამისად, პროდუქტის გაუმჯობესებასთან ერთად საჭიროა ბრენდის ვიზუალის - ლოგოების ცვლილება

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილი, ტექნოლოგიური კომპანიების ლოგოების ევოლუციას დასაწყისიდან დღემდე.



  1. კომპანია DELL

კომპიუტერების მწარმოებელმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dell 1984 წელს დაარსდა. ლოგოს ხშირი ცვლილებით ის არ გამოირჩვეა. კომპანიამ 2016 წელს გადაწყვიტა ბრენდის ლოგო რაიმე არაორდინალური და უცხო შტრიხით განახლებულიყო, რომელიც მომხმარებელს დაამახსოვრდებოდა. ბრენდის დიზაინერებმა უბრალოდ დახარეს ასო ,,E’’.



2. Microsoft

მულტინაციონალურმა კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანია Microsoft-მა გადაწყვიტა კორპორაციის პროდუქტები ლოგოს ფერთა გამაში გამოეტანა.
კომპანიის ლოგოში წითელი კვადრატი კომპანიის მიერ შექმნის საოფისე პროგრამებს აღნიშნავს, მწვანე - თამაშებს, ცისფერი -Windows -ს, ხოლო ყვითელი კომპანიის საძიებო სისტემის, Bing-ის აღმნიშვნელია.


3. HP

ამერიკული კომპანია The Hewlett-Packard ცნობილი როგორც HP ტექნოლოგიურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა.
კომპანიამ შეინარჩუნა მისი ლოგოსთვის დამახასიათებელი სიმარტივე. 80-იანი წლებიდან კომპანიის ბრენდინგში შემოვიდა მუქი ლურჯი ფერი, რომელიც დღემდე HP-ის პროდუქტებთან ასოცირდება.



4. Google 

მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი საძიებო სისტემის Google-ის ფერთა კომბინაცია კომპანიის პირველი სერვერის ერთ-ერთ ნაწილს უკავშირდება.
Google-ის პირველი სერვერის ერთი მხარე ლეგოს ფერადი სათამაშო კუბებისგან იყო აწყობილი, რომელშიც ლურჯი, წითელი, ყვითელი და მწვანე ფერი ფიგურირებდა.


5. Intel 

კორპორაცია ,,ინტელი’’ 1968 წელს დაფუძნდა. მუქი ლურჯი ფერი, რომელიც სტაბილურობას, სიმშვიდეს, სანდოობასა და ლოიალურობას გამოხატავს კომპანიის ბრენდინგში დაარსების დღიდან ფიგურირებს.
2020 წელს კომპანიამ გადაწყვიტა, ტრადიციულად მარტივი შრიფტით შეინარჩუნოს ლოგოს კონცეფცია და უკვე შავი ფერით გააგრძელოს მოღვაწეობა ტექნოლოგიურ ბაზარზე. 


6. Facebook 

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის ლოგო რადიკალურად არ შეცვლილა, თქვენ ალბათ ვერც კი შეამჩნევდით, რომ ყოველი ცვლილების დროს იგი მინიმალისტური ხდებოდა. მცირე სიახლე რაც ლოგომ განიცადა მხოლოდ და მხოლოდ ლურჯი ოთხკუთხედის ჩრდილები და ფონტი იყო.

ლოგოს ფერი მარკ ცუკერბერგმა შეარჩია. მარკი ვერ ასხვავებს წითელსა და მწვანეს, ამიტომ მხედველობის ნაკლოვანების გამო, ფერების აღსაქმელად მან ლურჯი ფერი შეარჩია.


7. IBM 

კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია IBM-ის თანამშრომლები მუდმივად ატარებენ ცისფერ უნიფორმას, რის გამოც კომპანიას ,,ცისფერ გიგანტს’’ უწოდებენ.ცნობილი ზოლები, რომელსაც კომპანიის ამჟამინდელ ლოგოში ვხედავთ, 1966 წლიდან დაინერგა, რაც კომპანიის სწრაფად ზრდას ნიშნავს.


8.Samsung 

დღეისათვის “სამსუნგი“ 80-მდე კომპანიას მოიცავს და საქონელს და მომსახურებას თითქმის ყველა დარგში აწარმოებს. მის თავდაპირველ ლოგოზე გამოსახული სამი ვარსკვლავი სიტყვის აღმნიშვნელი სიმბოლიკაა. კომპანია კორეელმა ბიზნესმენმა ლი ბონ ჩოლიმ დააარსა. კორეულად სიტყვა ,,სამსუნგი’’ სამ ვარსკვლავს ნიშნავს. დამფუძნებლის იდეით, მას სურდა კომპანია გამხდარიყო ისეთივე ძლიერი და მარადიული, როგორც ვარსკვლავები ცაში.


9. Amazon 

ამაზონის ცნობილი ნარინჯისფერი ისარი, რომელიც ლოგოს მთავარ კონცეფციას ატარებს კომპანიის ყველა პროდუქტს აღნიშნავს. ისარი სწორედ ,,A’’ ასოდან ,,Z’’- მდეა დასმული, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ამაზონი მომხმარებელს ყველა დასახელების პროდუქტს სთავაზობს - A დან Z მდე.



10. Photoshop

ფოტოშოპი უკვე 30 წელზე მეტია გრაფიკული დიზაინისთვის განკუთვნილ პროგრამებს შორის ლიდერის პოზიციას იკავებს.
მისი ლოგოს ცვლილებები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად პროგრამა. ლოგოზე აღნიშნული ასოები იცვლება უფრო მრგვალი, მარტივი ფორმისკენ.


წყარო: itstep.org 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up