რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

access_time2020-02-17 19:00:13

საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს.


„ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა.


ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების [კვლევის] მომზადების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართა აზიის განვითარების ბანკს, რათა აღნიშნული კვლევა, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) ფარგლებში არსებული დანაზოგი თანხით ჩატარებულიყო.


ბათუმის ბულვარის გაგრძელების, მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობისა და გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის განვითარების მიზნით კვლევის მომზადება, აზიის განვითარების ბანკის 2019 წლის მაისის მისიის ჩანაწერით დაევალა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს.


თუმცა, „დროის სიმცირის გათვალისწინებით (SUTIP-ის პროგრამა მთავრდება 2020 წლის ივლისში) მიღებული იქნა გადაწყვეტილება კვლევის ჩატარების თაობაზე, ბათუმის ნაპირდაცვის მიმდინარე პროექტის განმახორციელებელი საკონსულტაციო კომპანიის მიერ, მის მოქმედ კონტრაქტში ცვლილების შეტანის გზით“ – მოგვწერეს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან.


„საპროექტო ტერიტორია ძალზე სენსიტიურია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. იგი უშუალოდ ესაზღვრება მდინარე ჭოროხის დელტას, რომელიც შედის ბერნის კონვენციის განხორციელების ძირითად მექანიზმად აღიარებულ ზურმუხტის სარტყელში. ჭოროხის დელტა მდებარეობს გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთ ძირითად მარშრუტზე. 245 სახეობის [მათ შორის წითელ წიგნში შემავალი] 300 000-ზე მეტი ფრინველის გადაფრენა ხდება საპროექტო ტერიტორიაზე ყოველ შემოდგომაზე. შესაბამისად, გარემოსდაცვითი საკითხები, მათ შორის გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, წარმოადგენს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. ფონდმა, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებით, ტექნიკური დავალების შემუშავების მიზნით, 2019 წლის 12 ივლისს ხელშეკრულება გააფორმა ინდივიდუალურ კონსულტანტთან, რომელმაც მოამზადა ტექნიკური დავალება და წარუდგინა ფონდს 2019 წლის აგვისტოში. აღნიშნული ტექნიკური დავალება შეთანხმდა აჭარის მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკთან“ – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებულ წერილში.


სამინისტროში აცხადებენ, რომ შეთანხმების პროცესის გაჭიანურების გამო ვერ მოხერხდა საკონსულტაციო კომპანიასთან კონტრაქტის ცვლილების შეთანხმება და გაფორმება 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში, რის შედეგადაც „ხელიდან იქნა გაშვებული გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების დრო“… ეს კვლევა უნდა მომზადდეს ისეთ პერიოდში, რომ „შესაძლებელი იყოს როგორც გაზაფხულის, ასევე შემოდგომის გადაფრენებზე დაკვირვება“.


ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით – როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებულ წერილშია აღნიშნული – მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) ფარგლებში არსებული დანაზოგი თანხებით კვლევის განხორციელება ვეღარ მოხდება.



„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება“ – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.



ტექნიკური დავალების მიხედვით, კვლევა, სავარაუდოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 თვეში უნდა დასრულებულიყო.


ამავე დავალების მიხედვით:


დაგეგმილია ბულვარის დაკავშირება და გაფართოება, რისთვისაც რეკომენდებულია მდინარე ჭოროხზე ხიდის აშენება [შესაბამისად, ბათუმის ბულვარის სიგრძე 12 კილომეტრამდე გაიზრდება და განვითარდება გონიო-კვარიათი სანაპირო ზოლთან ერთად;


შესწავლილი უნდა იქნას ალტერნატიული ხიდის ადგილები და ეკოლოგიური, ტოპოგრაფიული, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კრიტერიუმების საფუძველზე
უნდა შეირჩეს შესაბამისი ადგილი, შედგეს ხიდის დიზაინის მონახაზი;


უნდა განსაზღვროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი და ზარალის შემცირება შესაბამისი ზომების მითითებით;


უნდა შემუშავდეს ხედვა გონიოს საპროექტო ტერიტორიის [ყოფილი სამხედრო პოლიგონის] განვითარების შესახებ… ბიომრავალფეროვნება და არსებული
ეკოსისტემები ინტეგრირებული უნდა იყოს განვითარების კონცეფციაში;


ბიზნეს და საზოგადოებრივი ობიექტების საჭიროებების და შესაბამისი ადგილების განსაზღვრა; ეკოლოგიური მშენებლობის მხარდაჭერა;


უნდა განისაზღვროს საპროექტო ტერიტორიის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების [ასევე ხიდის მშენებლობის] სავარაუდო მოცულობა;


უნდა განისაზღვროს, თუ რომელი ინფრასტრუქტურული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს კერძო სექტორის მიერ და რომელი მოითხოვს სახელმწიფო ინვესტიციას; იმ პირთა რაოდენობის შეფასება, რომლებიც უშუალოდ და ირიბად დასაქმდებიან პროექტში და სხვა.


ტექნიკურ დავალებაში არაფერია ნათქვამი ტერიტორიის განვითარებასა და ბათუმის აეროპორტის კავშირზე. უბრალოდ, აღნიშნულია, რომ „აეროპორტი მდებარეობს საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს, ფრინველთა მიგრაციის მთავარი მარშრუტის ზონაში, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ფრინველებზე – ღამის შუქის ცვლილება, ჰაერის დაბინძურება, გაზრდილი ხმაური და ვიბრაცია აეროპორტის ოპერაციების გამო.“


„ზოგადად, ბათუმის აეროპორტისთვის საჭირო იქნება მეორე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა, რისი ადგილიც მანდ არ არის. ამასთან, ბათუმის განაშენიანებას თუ შევხედავთ [მაღლივი შენობები], ფაქტობრივად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების პერსპექტივა არ აქვს“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში ორი თვის წინ.


ბათუმის აეროპორტი დარჩება ადგილზე თუ გადაიტანენ, იმ კვლევაზე არის დამოკიდებული, რომელსაც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ატარებს.


„გონიო და მისი მიმდებარე ყოფილი პოლიგონის ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი“, – ამას ქვეყნის მთავრობის ის კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2017 წელს გაასაჯაროვა. მუნიციპალური განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ ეს კონცეფცია „საკმაოდ ზოგადია და კონკრეტული არაფერი წერია“.



წყარო: ბათუმელები 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up