რატომ ცარიელდებოდა დასახლებული პუნქტები - ყველაზე დიდი აჩრდილ-ქალაქები

რატომ ცარიელდებოდა დასახლებული პუნქტები - ყველაზე დიდი აჩრდილ-ქალაქები

access_time2018-05-20 20:00:59

მსოფლიოში ძალიან ბევრია ამა თუ იმ მიზეზით მიტოვებული ქალაქი - ზოგიერთი დაცარიელდა საუკუნეების წინ და ეს იყო დაკავშირებული მთელი ცივილიზაციების გაქრობასთან.

 

ზოგიერთი კი მიტოვებულ იქნა ჩვენს დროში - ეკონომიკური მდგომარეობის, ომის, ბუნებრიბი ან ტექნოგენური კატასტროფების გამო.

 

10 ყველაზე დიდი დაცარიელებული ქალაქი:

 

10. კრაკო, იტალია, მოსახლეობა შეადგენდა 1800 ადამიანს


პატარა ქალაქი იტალიაში, ბაზილიკატას რეგიონში. დაარსების დღიდან ქალაქი იტანჯებოდა დამპყრობლების და მიწისძვრებისგან. გასული  საუკუნის ბოლოს, მორიგი ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ, აღმოჩნდა,  რომ კლდეები, რომლებზეც იდგა ქალაქი,  ჩამოშლის პირასაა. ამიტომაც მოსახლეობა იძულებული აღმოჩნდა დაეტოვებინა სახლები. კრაკო იწვევს დიდ ინტერსესს ტურისტებს შორის, თუმცა ორგანიზებული ტურები ან ექსკურსიები არ ტარდება იმის გამო,  რომ კლდე შეიძლება ჩამოიშალოს ნებისმიერ მომენტში.

 

9. კაიაკეი, თურქეთი,  მოსახლეობა შეადგენდა 2000 ადამიანს


პატარა ქალაქი, რომელიც დაცარიელდა პირველი მსოფლიო ომის დროს. იქ ცხოვრობდნენ ბერძნები, თუმცა ომის დროს დაიწყო თურქების მიერ მათი შევიწროვება. ამის გამო ისინი გადასახლდნენ საბერძნეთში. ამავე დროს თურქებმა არ მოინდომეს კაიაკეიში ცხოვრება და ის დარჩა დაცარიელებული.

 

8. სენტრეილია, აშშ, მოსახლეობა შეადგენდა 2 751 ადამიანს



ქალაქი მდებარეობს აშშ-ს შტატ პენსილვანიაში. 1962 იქ დაიწყო მიწისქვეშა ხანძარი, რომელიც არ ჩამქრალა დღემდე. ამის გამო ქალაქი თითქმის ბოლოდმე დაიცალა - ამჟამად იქ ცხოვრობს მხოლოდ 7 ადამიანი. სენტრეილია ითვლება აშშ-ს ყველაზე პატარა ქალაქად.


7. ფორდლანდი, ბრაზილია


ჰენრი ფორდმა შექმნა ბრაზილიის ჯუნგლეში აშშ-ს პატარა კუნძული - ქალაქი ფორდლანდი, რომლის დანიშნულებაც იყო ადგილობრივი კაუჩუკის პლანტაციების მომსახურეობა. საბოლოო ჯამში, ამბიციურობით გამორჩეული პროექტი აღმოჩნდა წარუმატებელი. დაარსებიდან  რამდენიმე თვის შემდეგ ქალაქი აივსო ამერიკელი სპეციალსტებით და აგილობრივი მუშებით, ამოქმედდა ელექტროსადგური, საავადმყოფო, ბიბლიოთეკა,  გოლფ-კლუბი, მაღაზიები, საცხობები, სამკერვალოები, და ა.შ. ფორდლანდიის მოსახლეობა გადააგილდებოდა „ფორდის“ ავტომობილებით მაღალხარისხიან გზებზე და ერთობოდა სამეჯლისო ცეკვებით. თუმცა, ყველაფერი დასრულდა 1930 წელს, როდესაც ადგილობრივმა მუშებმა ატეხეს აჯანყება, რომელმაც გამოიწვია ამერიკელი სპეციალისტების გაქცევა - ამის მიზეზი იყო ის, რომ კაუჩუკმა ვერაფრით ვერ გაიხარა, მიღებული შემოსავლები კი არ იყო საკმარისი ხელფასების დარიგებისთვის. ამის შემდეგ ჩატარდა ნიადაგის ექსპერტიზა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსავალი არ იქნება, ისევე როგორეც მოგება. ფორდმა სცადა ქალაქის გაყიდვა, თუმცა ინტერესი არავის არ გამოუჩენია. ბრაზილიის მთავრობა წლების მანძილზე ინახავდა ფროდლანდის მაცხოვრებლებს, თუმცა, ერთხელაც მივიდა დასკვნამზე, რომ გაკოტრებული ქალაქის რჩენას აზრი არა აქვს.საბოლოოდ, მოსახლეობამ დატოვა ფორდლანდი.


6. კუნძული ხასიმა, იაპონია, მოსახლეობა შეადგენდა 5 259 ადამიანს


ქალაქი კუნძულზე დაარსდა 1810 წელს, როდესაც იქ აღმოაჩინეს ნახშირი. 1930-იან წლებში ის უკვე იყო სერიოზული სამრეწველი ცენტრი - მაღაროების გარდა იქ ფუნცქიონირებდა მსხვილი სამხედრო ქარხნები. თუმცა, ათწლეულების შემდეგ მაღაროები გამოიფიტა და 1974 წელს ისინი დაიხურა,  სულ რამდენიმე კვირაში კი ქალაქი სრულიად დაცარიელდა.

 

5. ჩაიტენი, ჩილე, მოსახლეობა შეადგენდა 7 182ადამიანს


საპორტო ქალაქი ჩაიტენი მდებარეობდა ჩილეს და არგენტინის საზღვარზე, ამავე სახელის ვულკანის გვერდით. ბოლო 10 000 წლის მანძილზე ვულკანს მშვიდად ეძინა, თუმცა 2008 წლის მაისში მან გაიღვიძა. ხელისფულებამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, და დაურიგა მოსახლეობას პირბადეები, თუმცა ამან ვერ უშველა - სულ მალე ქალაქში შეუძლებელი გახდა სუნთქვა, ხოლო ქუჩები დაიფარა ფერფლით. რამდენიმე დღეში ქალაქიდან ევაკუირებულ იქნა მთელი მოსახლეობა.

 

4. კადიჩკანი, მოსახლეობა შეადგენდა 12 000 ადამიანს


პატარა ქალაქი რუსეთში, მაგადანის ოლქში. დაარსდა მე-2 მსოფლიო ომის დროს, როგორც მუშების დასახლება. აშენდა პატიმრების მიერ. ქალაქის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო მუშაობა ნახშირის  მაღაროებში. 1996 წელს ერთ-ერთი საბადოზე მოხდა ძლიერი აფეთქება, დაიღუპა 6 ადამიანი. ამის შედეგ მაღაროები დაიხურა. მოსახლეობამ  მიიღო კომპენსაციები და დატოვა ქალაქი, რომელიც 2001 წელს დასკონსერვდა. თუმცა 2001 წელსაც კი ქალაქში დარჩა 4 დასახლებული ქუჩა, რომელიც დაიცალა მოგვიანებით.

 

3. ტავარგა, ლიბია, მოსახლეობა შეადგენდა 24 223 ადამიანს


ქალაქი ლიბიაში, რომელიც გახდა სამოქალაქო ომის მსხვერპლი. ტავარგას მოსალხეობის დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ შავკანიანები,  რომელთა მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ ისინი მხარს უჭერდნენ გადაყენებულ დიქტატროს მუამარ კადაფის. გაეროს ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ ქალაქის აღების შემდეგ, იქ დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი განადგურება. ამის გამო მათი დიდი ნაწილი გაიქცა ან ლიბიის სხვა ქალაქებში, ან სხვა ქვეყნებში.ამ ეტაპზე არაა საბოლოოდ გარკვეული - იყო თუ არა ტავარგას ეთნიკური წმენდა შურისძიება ძველი  მთავრობის მხარდაჭერის გამო, თუ ჩვეულებრივი რასიზმის გამოვლინება.

 

2. პრიპიატი, უკრაინა, მოსახლეობა შეადგენდა 49 400 ადამიანს


მიტოვებული ქალაწი კიევის ოლქში, უკრაინაში. მოსახლეობა სასწრაფო  ევაკუირებულ იქნა 1986 წლის 27 აპრილის ჩერნობილის ავარიის შემდეგ. ქალაქი ემსახურებოდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, სწორედ მან მიიღო პირველი, და ყველაზე სერიოზული დარტყმა გამოჟონილი რადიაციისგან. პრიპიატი დღესაც იმყოფება ცხოვრებისთვის დახურულ ზონაში. ავარიის შემდეგ ქალაქში განხორციელდა დეზაქტივაციის სამუშაოები, რის შემდეგაც რადიაციული ფონი მკვეთრად შემცირდა. სადღეისოდ პრიპიატი არის პოპულარული და მიმზიდველი ტურისტული ობიექტი.

 

1. აგდამი, აზერბაიჯანი, მოსახლეობა შეადგენდა 150 000 ადამიანს


სრულიად დაცარიელებული ქალაქი-აჩრდილი. 1991-1994 სომხეთ-აზერბაიჯანის ომამდე იყო დიდი და განვითარებული ქალაქი. 1993 წელს ბრძოლების შემდეგ ის დაიკავა სომხეთის ჯარმა, რამაც გამოიწვია მისი სრული დაცარიელება. აგდამში დანრგეულია ყველაფერი, ერთადერთი გადარჩენილი შენობაა - მეჩეთი ქალაქის ცენტრში. იქ ხშირად ჩადიან ახლომდებარე სომხური სოფლების მაცხვობრებლები, რომლებსაც მიაქვთ თან მშენებლობისთვის ვარგისი მასალები და არმატურა.

 





„კერხერის“ მობილური სერვისი - დაზოგილი დრო და რესურსი ყველა ბიზნესისთვის

„კერხერის“ მობილური სერვისი - დაზოგილი დრო და რესურსი ყველა  ბიზნესისთვის
access_time2019-11-21 20:35:01
კერხერის „მობილური სერვისი“,  ეს არის სერვისს დამატებული სარგებელი, რაც გულისხმობს, არასაგარანტიო აპარატების ადგილზე დიაგნოსტირებას და შეკეთებას. ეს სერვისი განაპირობებს მომხმარებლის  დროისა და რესურსების დაზოგვას. კეხერმა საქართველოში პირველი მობილური სერვისი ოქტომბრის თვეში შესთავაზა მომხმარებელს და მას შემდეგ ამ სერვისზე  ინტერესი ყოველდღიურად...

აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ

აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ
access_time2019-11-22 12:40:07
აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ. ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. საკანონმდებლო პაკეტი, რამდენიმე კანონში  ცვლილებების  შეტანას გულისხმობს. კანონპროექტებში მათ შორის, საუბარია, აზარტულ...

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?
access_time2019-11-22 11:26:16
თბილისის სამშენებლო სექტორის აუცილებელი რეფორმის არასასურველი შედეგები, გვერდითი ეფექტები, უკვე სახეზეა და მათზე რეაგირება კომპლექსური მიდგომით, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი ამოცანაა. რეგულაციებში არის ისეთი ახალი ნორმები, რომელთა მყისიერი ამოქმედება არ იყო აუცილებელი. მაგალითად, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს და დააჯარიმეს იმის გამო, რომ მეალმეს არ ჰქონდა სერტიფიკატი. არა, მეალმე ჰყავდა კომპანიას, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ახალი რეგულაციების მოთხოვნის...

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე
access_time2019-11-22 14:00:24
„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ, ეს ძალიან კარგად იცის საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა. ჯანდაცვის სამინისტოს პოზიცია არასრულყოფილი ანალიზის შედეგია“, -  ასე აფასებს კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე „ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ კლინიკური მედიცინა არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი.   საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირები დაყოფილია კატეგორიაებად.პირველი და...

ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...


მსგავსი სიახლეები

up