რატომ არის უმუშევართა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი

რატომ არის უმუშევართა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი

access_time2021-09-13 15:00:18

ქვეყნის წინაშე წამოჭრილი ყველა პრობლემის ფონზეც უმუშევრობა მთავარ პრობლემად რჩება. დაუსაქმებლობა და არაკვალიფიციურობა მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილებია. როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა და მასთან ბრძოლის რა გამოცდილება აქვთ სხვა ქვეყნებს? ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე გვესაუბრება.


- დიახ, უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. 90-იანი წლების დასაწყისთან შედარებით მოსახლეობა შემცირდა. დაქირავებით დასაქმებულების რაოდენობაც თითქმის 3-ჯერ არის შემცირებული და მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის შემცირებას შეესაბამება.


ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე უცხოეთში საქმიანობს და საქართველოში ყოველწლიურად რომ იზრდება ფულადი ტრანზაქციები, სწორედ ამის შედეგია. დაახლოებით 1,8 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები შემოდის და ამ თანხამ თითქმის უკვე 3-ჯერ გადააჭარბა უცხოური ინვესტიციების მოცულობას, ამიტომაც სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, დიდი ხანია, პირველ ადგილზე უმუშევრობაა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი კი უკან ინაცვლებს.


ყოფითმა პრობლემებმა დაჩრდილა ზოგადსახელმწიფოებრივი სტრატეგიული ამოცანები. მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიური სარჩო-საბადებლის შოვნის პრობლემის წინაშე დგას და მაღალ მატერიებთან შეჭიდების არც ფიზიკური, არც ინტელექტუალური რესურსი და დრო აღარ რჩება. ეს დიდი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის - არა მარტო პრესტიჟის თვალსაზრისით, არამედ მისი უსაფრთხოების, მდგრადობისა და განვითარების პერსპექტივისთვისაც.


- დღევანდელი უმუშევრობის დონე ციფრებით როგორ გამოიხატება?


- ბოლო მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 22%-ზე მეტია, ანუ ყოველი 100 ეკონომიკურად აქტიური ადამიანიდან 22-ს სამუშაო არ აქვს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენია ქვეყნიდან წასული, გამოდის, რომ ჩვენი შრომის ბაზარი ძალიან მოკრძალებულია. ის ვერ იტევს ყველა მსურველს. მათი ნაწილი ქვეყანაში რჩება და ბედის გაღიმებას ელოდება - სამსახურის შოვნამ, გამართლების მხრივ, ტოტალიზატორის დატვირთვა მიიღო. მეორე დიდი ნაწილი, რომელმაც ქვეყანაში სამუშაოს შოვნის იმედი დაკარგა, აქედან წავიდა. გარდა ამისა, ქვეყანაში ზოგიერთ სპეციალობაზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ მიწოდების რესურსი არ არის. სამაგიეროდ, მიწოდება ხდება სხვა მიმართულებით, რომელზეც მოთხოვნა არ არის. ანუ გვაქვს სტრუქტურული უმუშევრობა. ხომ გახსოვთ, ორი ათეული წლის წინ საქართველოში მაღალკვალიფიციური შემდუღებლები ვერ იშოვეს სუფსის ნავთობსადენის მშენებლობისთვის და იძულებული გახდნენ, ისინი პაკისტანიდან ჩამოეყვანათ. ვტრაბახობთ მედიაც, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც, ზოგი მეცნიერიც, რომ ჩვენთან სამუშაო ძალა იაფია. მოდი, შევაბრუნოთ კითხვა:


კარგი და პერსპექტიულია სამუშაო ძალის სიიაფე? ის ხომ მხოლოდ მიწოდების მეტობაზე არ მიანიშნებს, არამედ იმაზეც, რომ სამუშაო ძალა შედარებით დაბალკვალიფიციური, არაკონკურენტუნარიანია არათუ გარე ბაზარზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც და არ შეუძლია დიდი რაოდენობით დამატებული ღირებულების წარმოება.


ჩვენი მიზანი კი რა არის? ჩვენ გვინდა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ დროის ერთეულში გაცილებით მეტი დამატებული ღირებულების შექმნა კონკრეტული პროდუქციისა და მომსახურების სახით. სტრატეგია აქეთ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა მაღალ ანაზღაურებასაც ითხოვს.



- როგორ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობა, რომ საქონლის სიიაფეს, შრომის მაღალ მწარმოებლურობასა და მაღალ ანაზღაურებას მივაღწიოთ?


- ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმდენი პროდუქციის წარმოება, რომ იყოს მასშტაბის ეკონომია, ანუ ხელფასის წილი წარმოებული პროდუქციის ერთეულის მიმართ იმდენად მცირე იქნება, რომ ფასების ზრდაზე გავლენას ვერ მოახდენს. ასე იქცევა ყველა ქვეყანა, ჩვენი მეზობელი თურქეთით დაწყებული, ნიდერლანდებით დამთავრებული. ისინი ორიენტირებული არიან არა მხოლოდ შიდა, არამდე მსოფლიო ბაზარზე. საქართველოს შიდა 3,7-მილიონიანი ბაზარი გადახდისუნარიანობით შეესაბამება შუაგულ ევროპაში მცხოვრები 350-370 ათასი მომხმარებლის მოთხოვნას, თუმცა ევროკავშირის მოსახლეობა ნახევარი მილიარდია, ამიტომ შიდა ბაზარზე ორიენტაცია შვებას ვერ მოგვცემს. და მეორე პრობლემა - რომელ დარგებში უნდა მივაღწიოთ გარღვევას.ჩვენი ტრადიციული კულტურის თანახმად, სულ ღვინოზე ვაკეთებთ აქცენტს და გვიხარია, რომ რაც შეიძლება მეტი ღვინო გავიდეს ქვეყნიდან, მაგრამ შევხედოთ ვენახების ფართობებს! დავუშვათ, მათ ახლანდელთან შედარებით გავაორმაგებთ და მსოფლიოს ბაზარზე გავიტანთ ფრანგული ღვინის ფასად, რომელიც ქართულ ღვინოზე 40-50%-ით ძვირი ღირს. მაქსიმალური შედეგი, რომელსაც შეიძლება წლების შემდეგ მივაღწიოთ ისე, რომ ბაზარზე იყოს მოთხოვნაც და რეალიზაციაც, არის 650-700 მილიონ დოლარამდე ღირებულების ღვინო. ეს ის მაქსიმუმია, რისი რესურსიც დღეის მდგომარეობით გააჩნია ქართულ წარმოებას, ამიტომ ეს არ არის ის პერსპექტივა, რომელზეც ორიენტაცია უნდა ავიღოთ.


- მაშ, რა ვქნათ?


- ორიენტაცია უნდა ავიღოთ იმაზე, სადაც იარსებებს მეცნიერული მიღწევები, ახალი ტექნოლოგიები, მსოფლიოს წამყვან იმ მწარმოებლებთან მუშაობის გამოცდილება, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მწარმოებლურობით, ტექნოლოგიური ნოვაციებით, დაწყებული აეროკოსმოსური წარმოების სხვადასხვა კომპონენტთან კოოპერირებით, თვით აგრარულ სექტორშიც კი თანამედროვე მიღწევების გამოყენებით დამთავრებული. მაგალითად, ისრაელმა შეძლო და მიწა იქ უკვე აღარ არის მოსავლიანობის ზრდისა და წარმოების მატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.


ნიდერლანდებში, მოგეხსენებათ, ჩვენთან შედარებით გაცილებით რთული კლიმატური პირობებია, მაგრამ მისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 100 მილიარდ დოლარს აღწევს. მათ შორის მარტო ყვავილებისა და მცენარეების ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 11 მილიარდია. აი, რა მასშტაბებზეა ლაპარაკი, იმიტომ, რომ სწორედ თანამედროვე მეცნიერებისა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვაზე არიან ისინი ორიენტირებული.


ჩვენც მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ განათლებაში, არა - ფორმალურად დიპლომის მიმღებთა რაოდენობის გაზრდით, არამედ სწორედ ისეთი სპეციალისტების მომზადებით, რომლებზეც არსებობს და მომავალშიც გაჩნდება მოთხოვნა. 7-8 წელიწადში მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნილება სრულიად შეიცვლება, გაჩნდება ახალი სპეციალობები და იმ ახალ სპეციალობებთან მოუწევს ადაპტაცია ახლანდელი კურსდამთავრებულების თუ მომუშავე ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს. ადამიანს დასჭირდება მუდმივი სწავლა და გადამზადება.


კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ქართული რეალობისთვის აქილევსის ქუსლია - ბოლო ათწლეულებში დარღვეულია თანაფარდობა უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების პირთა მომზადების მხრივ. მათი ყოველწლიური გამოშვება თითქმის თანაბარი უნდა იყოს. რა რაოდენობითაც უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტებს უშვებენ ჩვენი უნივერსიტეტები, არანაკლები უნდა იყოს საშუალო-სპეციალური განათლების მქონეთა რიცხვი. ჩვენ ყოველწლიურად რამდენიმე ათასის დეფიციტს განვიცდით, სულ კი, დღევანდელი ჩვენი ეკონომიკის მოთხოვნის გათვალისწინებით, 120-130 ათასი სპეციალისტი - ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი, შემდუღებელი, მშენებელი და ა.შ. გვაკლია. დროის მოთხოვნებს კი არ უნდა ჩამოვრჩეთ, არამედ წინ უნდა ვიხედებოდეთ, მზადების პროცესი 1-2 ნაბიჯით უნდა უსწრებდეს ბაზრის კონიუნქტურას.


შემორჩა თუ არა საქართველოში ნამდვილი ტყავის წარმოება? თუ ეს საქმეც ისევე გაჰყვა დროს, როგორც სხვა საქმიანობა, რომლებიც დაკავშირებული იყო ნატურალურ პროდუქციასთან. ტყავის პროდუქციის ძებნაში ორთაჭალის ტყავის ფაბრიკა აღმოვაჩინე, რომელმაც ნამდვილად გამაოცა: არ ვიჯერებდი, რომ ნამდვილ ტყავის წარმოებასთან მქონდა საქმე. მეტიც, თუ ძველი საწარმო დროს გადაურჩებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თურმე ფაბრიკა ამ საქმის მცოდნეებმა გადაარჩინეს. საწარმოს ტყავის ცნობილი სპეციალისტის, ზურაბ მჟავანაძის შთამომავლები უძღვებიან.



ზურაბ მჟავანაძე: - ნატურალური ტყავის პროდუქციისა და მისი წარმოების ტრადიციების შენარჩუნება ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი, მით უფრო სისტემის ნგრევის წლებში, როდესაც უსახსრობის გამო ხარისხიან საქონელზე უარის თქმა მოგვიხდა. მაშინ თან ძნელად მოსაპოვებელი პროდუქციის მომწოდებელი უნდა შეგვენარჩუნებინა, თან ტყავის წარმოება გაგვეგრძელებინა, რაც ძალიან გაგვიჭირდა. სწორედ ამ დროს მუშაობდა ფაბრიკაში ბაბუაჩემი, რომელმაც დიდი ძალისხმევა შეალია ამ წარმოების შენარჩუნებას. შემდეგ მისი დაწყებული საქმე მამაჩემმა გააგრძელა. ახლა კი მათ ნაცვლად მე გესაუბრებით.


ტყავზე მოთხოვნა მუდამ იყო და იქნება, თან არც მომწოდებელი დაგვიკარგავს, მარნეულიდან და ახალქალაქიდან ისევ ვეზიდებით ჩვენი კლიენტებისგან დაკლული პირუტყვის ტყავს და ვამუშავებთ. მომწოდებლები, ძირითადად, მარნეულის და ახალქალაქის მოსახლეობაა. ტყავის ხარისხში მოტყუება დაუშვებელია. მარნეულსა და ახალქალაქში სწორედ იმიტომ ვყიდულობთ პროდუქციას, რომ ტყავი იქ დაუზიანებელია, ტერიტორიაზე ძეძვი და ჯაგნარი იშვიათია და პირუტყვს კანი არ უზიანდება. დაზიანებული ტყავის დეფექტს ვერაფერი აქრობს. ასე რომ, მომწოდებლების მადლიერი ვართ. კვირაში დაახლოებით 4 ტონა საქონლის ტყავს ვიღებთ. თვეში 12 ტონა ტყავს ფაბრიკა 2 კვირის განმავლობაში ამუშავებს, აშრობს, ათხელებს და ღებავს. თუმცა ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ ნახევარი გამოდის ხარისხიანი. რასაკვირველია, შედარებით უხარისხო ტყავსაც ჰყავს კლიენტი - მაგალითად, საცეკვაო ჩუსტებს კერავენ. მაღალი სტანდარტის არ არის, მაგრამ თავის დანიშნულებას ასრულებს. თბილისში ტყავის 4 მცირე საწარმოა. ჩვენი სწორედ იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ ჩვენ მხოლოდ ტყავს ვყიდით და არა მის პროდუქციას.


რომ არა პანდემია, იქნებ გვეყიდა ტყავის დამათხელებელი თანამედროვე დანადგარები, რომლებიც დაახლოებით 51.000 დოლარი ღირს და რომლის უქონლობა ძალიან გვაყოვნებს. ჩვენ კი ამას ვერ ვბედავთ, არ ვიცით, შევძლებთ თუ არა მთელი დატვირთვით მუშაობას. თუმცა არც სხვანაირად გამოდის, ხარისხზე მოთხოვნა დროთა განმავლობაში უფრო გაიზრდება.


- ნატურალური ტყავის პროდუქცია ახლაც ძვირია.


- როცა სოციალური ქსელსა თუ ბაზრობებზე ვაკვირდები ჩვენი ფაბრიკის ტყავისგან დამზადებულ ნაწარმს, ნამდვილად არ ადევს ის ფასი, რაც ამ მძიმე საქმეს შეესაბამება. რამდენიმე ჩვენმა კომპანიამ დიდი გაჭირვებით მოახერხა ჩვენი ნაწარმის უცხოეთში გატანა, სადაც საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. მაგალითად, თუ ამერიკაში ჩვენი ნაწარმის საფულე 400 დოლარად გაიყიდა, საქართველოს ბაზარზე ამ საფულეში ჩვენს დიზაინერს 100 ლარი შესთავაზეს. გულდასაწყვეტია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ქართული ტყავის წარმოება ვითარდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up