რეალური დაპირება თუ პოპულისტური განაცხადი - მამუკა ხაზარაძის ინიციატივა რიცხვებში

რეალური დაპირება თუ პოპულისტური განაცხადი - მამუკა ხაზარაძის ინიციატივა რიცხვებში

access_time2020-10-14 11:00:34

საქართველოში სესხის საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკურთან ერთად ყოველთვის იყო პოლიტიკური განხილვის საგანიც. მოსახლეობის და ბიზნესის სურვილია საქართველოშიც ისეთივე დაბალი იყოს კრედიტზე დარიცხული პროცენტი, როგორც დასავლეთ ევროპაში, სწორედ ამიტომ პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებების პროგრამაში ეს საკითხი არერთხელ მოხვედრილა. გამონაკლისი არც 2020 წლის არჩევნები აღმოჩნდა, ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში ერთ-ერთ მთავარ საკითხად საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების სისტემურ რეფორმას ასახელებს, რომლის შედეგადაც საკრედიტო რესურსების მკვეთრი გაიაფება მოხდება.


„კომერსანტმა“ გადაწყვიტა, საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაეთვალა, რეალურად რა განსაზღვრას საპროცენტო განაკვეთის რაოდენობას, რამდენად მაღალია ის და შესაძლებელია თუ არა, რომ არსებულ პირობებში სესხის პროცენტი უფრო დაბალი იყოს.


რეალურად რაიმე პროდუქტზე ფასს რამდენიმე გარემოება განსაზღვრავს: მისი თვითღირებულება, კონკურენცია, რისკი, მოთხოვნა და სხვა. საქართველოსა და მაგალითად შვეიცარიაში ეს ფაქტორები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, შესაბამისად განსხვავებულია საპროცენტო განაკვეთებიც.


2019 წლის 23 იანვრიდან 200 000 ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში აიკრძალა. ომერციულ ბანკებს კი ლარის მოძიების 2 რესურსი გააჩნიათ: ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეფინანსირების სესხი და მოქალაქეთა ანაბრები. რეფინანსირების სესხი დღეს 8%-ში გაიცემა, მაგრამ ის ცვლადია და ბოლო 2 წელიწადში 6.5%-დან 9%-მდე ფარგლებში მერყეობს. თუმცა ყოფილა 12%-იც 2008 წელს და 3.75%-იც 2013 წელს. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი აგვისტოს მონაცემებით 8.3%-ს შეადგენს. ამ ყოველივეს ემატება სავალდებულო რეზერვების სისტემა, რომელიც ვრცელდება როგორც დეპოზიტზე, ასევე სესხზე, მაგალითად სესხის გაცემის დღიდანვე 2% სავალდებულო წესით რეზერვდება, ერთდღიანი გადაცილების შემთხვევაში კი ის 10% ხდება და შემდეგ ეტაპობრივად 100%-მდე იზრდება. გარდა ამისა, როგორც ყველა სხვა ბიზნესს, ხარჯები გააჩნია ბანკსაც, იქნება ეს ოფისის იჯარა, კომუნალურები, გადასახადები თუ ხელფასები და ბოლოს მოგების მარჟა, რომელიც აბსოლუტურ გამოხატულებაში დიდია, თუმცა პროცენტულად სხვა ბიზნესებთან შედარებით არც ისე მაღალი.


საბოლოოდ, ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 15.5%-ს შეადგენდა, 14.9% - გრძელვადიან სესხზე და 18.9% მოკლევადიან სესხზე. მდგომარეობა მკვეთრად განსხვავებულია უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე, სადაც საპროცენტო განაკვეთი 2.24-ჯერ ნაკლებია და 6.9%-ს შეადგენს. ასეთი კონტრასტის მიზეზი ადვილი ასახსნელია. უცხოურ ვალუტაში სახსრების მოძიება ბანკს გაცილებით იაფი უჯდება. უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტს საქართველოში სარგებელი მხოლოდ 2.8% ერიცხება, ხოლო იაფ ფულს ბანკები დონორი ორგანიზაციებიდანაც ღებულობენ.



იმის მიუხედავად, რომ დეპოზიტზე ლარში საპროცენტო განაკვეთი 3-ჯერ უფრო მაღალია, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა, ლარში განთავსებულს 1.5-ჯერ აღემატება. ეს სტატისტიკური ინფორმაცია ლარის სანდოობას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. უახლოესი წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით ადამიანები ფიქრობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მიღებული ზარალი საპროცენტო განაკვეთის სარგებელზე მეტი იქნება. რადგან ბანკს უცხოურ ვალუტასთან შედარებით ლარის რესურსი უფრო მცირე გააჩნია, რაზედაც ხელოვნურადაა გაზრდილი მოთხოვნა, 200 000 ლარამდე სესხის აღება ლარშია სავალდებულო, საბოლოო პროდუქტის ღირებულება კიდევ უფრო იზრდება.


2020 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე გასაშუალებული პროცენტი 10.6%-ს შეადგენდა. 10.6% საკმაოდ მაღალია, მაგრამ გააჩნია რასთან შედარებით. 1996 წელს 67.8% ერიცხებოდა. მას შემდეგ პრაქტიკულად მუდმივად მცირე გამონაკლისების გარდა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო ხარჯი მცირდებოდა.




სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ თითქოს საქართველოში საპროცენტო განაკვეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. 2019 წელს საქართველოში გასაშუალებული საპროცენტო განაკვეთი 10.8%-ს შეადგენდა, უკრაინაში იგივე მაჩვენებელი 19.8%-ს უდრიდა, აზერბაიჯანში 17.4%-ს, სომხეთში 12.8%-ს. საქართველოსთან შედარებით დაბალი, მაგრამ მაინც ძვირია სესხები ბელარუსში სადაც განაკვეთი 9%-ს შეადგენს. რუსეთში კი 8.8%-ს. სესხის პროცენტი 5%-ზე დაბალია ყატარში, ახალ ზელანდიაში, ჩეხეთში, შვედეთში, კორეასა და ისრაელში. 3%-ზე დაბალი - კანადაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებსა და იაპონიაში.


როგორც წესი სესხის საპროცენტო განაკვეთი ბევრად მაღალია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებში, ასევე ბანკების სწრაფ სესხებზე, თუმცა 2018 წლის სექტემბრიდან ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერი 50%-ით განისაზღვრა. ამ და სხვა რეგულაციების გამო ონლაინ სესხის გამცემ კომპანიათა უმრავლესობამ, რომლებიც დაკრედიტებას შემოსავლების დადასტურების გარეშე ახდენდნენ ბაზარი დატოვა.

 



თეგები:
სესხები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up