რატომ არის საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგი მნიშვნელოვანი - ვახტანგ ცაბაძე

რატომ არის საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგი მნიშვნელოვანი - ვახტანგ ცაბაძე

access_time2019-04-21 12:00:35

გადაცემაში  „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგის შესახებ ისაუბრა. რეიტინგი, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია Grant Thornton-მა და Forbes Georgia-მ ერთობლივად მოამზადეს.

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საქმე დაიწყო ამ რეიტინგის გამოქვეყნებით, მიხარია რომ რეიტინგი, გრანთ თორთონმა ისეთ ცნობილ კომპანიასთან ერთად გამოაქვეყნა, როგორიც ფორბსია. მეთოდოლოგიის შემუშავებისას დავეყრდენით საერთაშორისო გამოცდილებას, თუმცა შევეცადეთ, რომ იგი ჩვენს რეალობასთან მორგებული ყოფილიყო. ძირითადი სამი მაჩვენებელი  იყო გამოყოფილი. პირველი, ეს გახლავთ მთლიანი აქტივები, მეორე შემოსავლები და მესამე, წმინდა მოგება. მონაცემები ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხევდელობის სამსახურის საიტიდან ავიღეთ. საიტზე ატვირთულია ფინანსური ანგარიშგებები, კერძოდ, პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოების მიერ, ხოლო მესამე და მეოთხე კატეგორიების შემთხვევაში, მათ ევალებათ მხოლოდ მონაცემების ანალიზი.

რეიტინგმა მოგვცა საშუალება დაგვენახა ის სექტორები,რომლებიც დღეს წამყვანია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ენერგეტიკა, ჯანდაცვის სფერო, კომუნიკაციები და მრეწველობის სფერო, სამშენებლო დეველოპერული ბიზნესი.

პირველ ათეული მოსალოდნელი იყო და სექტორებიც გამოცნობადი. მომავალში რეიტინგის შედგენისას ამ მეთოდოლოგიას გამოვიყენებთ, ერთადერთი რაც შეიძლება დავამატოთ შორეულ პერსპექტივაში, საბაზრო კაპიტალიზაციის შესახებ მონაცემები იქნება.  მონაცემები კი გვქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს ბაზარი გააქტიურდება.


ამ რეიტინგზე და არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ჩვენი ქვეყნის ნახევარი ეკონომიკა სწორედ ეს ასი კომპანიაა. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, ვინ ქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებები საკმაოდ ორგანიზებული და კარგი იყო, პირველ ათეულში წარმოდგენილ კომპანიებს ყველას აუდიტის დადებითი დასკვნა აქვს, რაც ხაზს უსვამს მათ სანდოობას. ვფიქრობთ,რომ რეიტინგი ყოველწლიური იქნება, შესაძლებელია ასევე პერიოდულად სხვადასხვა სექტორების მიხედვით გაკეთდეს კვლევებით. 2019 წლის ბოლოს კი, ახალ რეიტინგს გამოვაქვეყნებთ, - ამბობს ვახტანგ ცაბაძე.






27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up