რატომ არის სანქციები პუტინსა და მის მოკავშირეებს შორის არაეფექტური?

რატომ არის სანქციები პუტინსა და მის მოკავშირეებს შორის არაეფექტური?

access_time2021-05-29 20:00:07

ბელარუსში თვითმფრინავის იძულებითი დასმის და ოპოზიციური ჟურნალისტის დაპატიმრების შემდეგ, ცივილიზებული სამყაროს წინაშე რთული პრობლემა დადგა - რა პასუხი უნდა გაეცეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ საჰაერო მეკობრეობას?



პირველი რეაქცია ბუნებრივი და ლოგიკურია, ევროპას და ბელარუსს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტა. ერთი შეხედვით, ადეკვატური ინიციატივაა, თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალობაში ეს სანქცია არც თავად ლუკაშენკოს და არც მის გარემოცვას არანაირად არ შეეხება, ისინი ისედაც ვერსად ვერ მოგზაურობენ.



ამ აკრძალვის შედეგად მხოლოდ განათლებული და თანამედროვედ მოაზროვნე, არსებული რეჟიმის მოწინააღმდეგეები დაზარალდებიან. ფრენების ბლოკირება ბელარუსების იზოლირებას და დიქტატორის მძევლებად გადაქცევის პროცესს მხოლოდ დააჩქარებს.



სანქციები? არც ეს არის ეფექტური გზა, ლუკაშენკოს დიდი მეგობრის, ვლადიმერ პუტინის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ არაერთი აკრძალვაა შემოღებული. პირველი ზომები ჯერ კიდევ 2012 წელს, იურისტის სერგეი მაგნიცკის ციხეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით იქნა შემოღებული.



ამის შემდეგ პუტინმა ყირიმი მიიტაცა, მისმა ქვეშევრდომებმა სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, აშშ-ს არჩევნებში ჩაერიენ, სკრიპალები ინგლისში მოწამლეს და დასავლეთი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე ჰაკერული შეტევა განახორციელეს.



ყოველ ახალ თავხედობას სანქციების ახალი პაკეტი მოჰყვებოდა, თუმცა, პუტინის საქციელი ვერაფერმა შეცვალა. მეტიც, აკრძალვები რუსეთის პრეზიდენტს ქვეყნების ეკონომიკური პრობლემების დასავლეთზე გადაბრალების საშუალებას აძლევენ.



ბრიტანეთში, სადაც ცხოვრება და მოპარული მილიარდების შენახვა რუს ოლიგარქებს და მაღალჩინოსნებს განსაკუთრებით უყვართ, მათი სიმდიდრის წარმოშობის შესწავლა დაიწყეს. წესით ეს მათთვის სერიოზული პრობლემა უნდა ყოფილიყო, თუმცა, წლები გავიდა და კრემლთან დაკავშირებულმა არც ერთ რუს მილიარდერმა თავისი ქონების 1%-ც კი არ დაუკარგია.



„მათ ძალიან კარგი ბუღალტრები ჰყავთ, ისინი ყოველთვის ჩვენზე 1 ნაბიჯით წინ არიან“ - განაცხადა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.




კრემლის წარმომადგენელთა დიდი უმრავლესობის შვილები დასავლეთში ან ცხოვრობენ და ქონებას ფლობენ და მათთვის ევროპაში და შტატებში შესვლის აკრძალვა მძიმე დარტყმა იქნება. მაგრამ დასავლეთი ამაზე გასაგები მიზეზების გამო არ მიდის, კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპის დამკვიდრება ევროპის და ამერიკისთვის მიუღებელია.



მაშ რა შეიძლება იყოს ეფექტური? რუსეთის ეკონომიკა მისი სისუსტის მიუხედავად, გლობალური ეკონომიკასთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული და მისთვის შესაძლოა ძალიან მტკივნეული იყოს ისეთი ზომები, როგორც სახაზინო ობლიგაციებით ვაჭრობის აკრძალვა, მსხვილი რუსული კომპანიების აქციების დაბლოკვა და რუსეთის გათიშვა SWIFT -ის სისტემიდან.



რუსეთის ინტერნეტ-დომენი ru კალიფორნიული კორპორაციის ხელშია, ხოლო რუსული გაზის (საბიუჯეტო შემოსავლების 25%-ს წყარო) ძირითადი მომხმარებელი ევროპაა. აქაც შესაძლებელი პუტინის რეჟიმისთვის მძიმე დარტყმის მიყენება.



მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება ეს სანქციები? შესაძლოა პირიქით, მათი წყალობით რუსები პუტინის ირგვლივ გაერთიანდნენ და ამან რეჟიმის არა დასუსტება, არამდე გაძლიერება გამოიწვიოს.



ლუკაშენკოს და პუტინის მთავარი მოკავშირეა დასავლეთის ქვეყნებს შორის ქრონიკული შეუთანხმებლობა, რომელიც მათ ლავირების საშუალებას აძლევს. ორივე ლიდერს იმის იმედი აქვს, რომ დასავლეთს სერიოზული კონფრონტაციის შემთხვევაში გარდაუვალი დანაკარგების ეშინია.



გარდა ამისა, ევროპას და ამერიკას რუსი და ბელარუსი ახალგაზრდების იმედი აქვს, რომ საბოლოო ჯამში, განახლება სწორედ მათგან წამოვა, ამიტომაც დასავლეთს მათთვის ზურგის ქცევა არ სურს.



ეს კი შესაძლო სანქციების არეალს მკვეთრად ამცირებს, არც ისე ბევრია იმის შესაძლებლობები, რომ რეჟიმი მკაცრად დაისაჯოს ისე, რომ ეს მის მომავალ თაობას არ შეეხოს.


spectator.co.uk

თენგიზ აბლოთია


თეგები:
პუტინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up