რატომ არის რთული SWIFT-ის მსგავსი სისტემების შექმნა?

რატომ არის რთული SWIFT-ის მსგავსი სისტემების შექმნა?

access_time2021-05-09 20:00:09

ყველასთვის კარგად ცნობილი გლობალური ინსტიტუტები აშშ-ს მიერ საერთაშორისო იზოლაციონიზმზე უარის თქმის და მის მიერ მსოფლიო ლიდერის როლის თავის თავზე აღების შედეგი გახდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ სისტემა, რომლის საფუძველშიც სხვადასხვა ქვეყნების მიერ ლიბერალური ინსტიტუტების ჩამოყალიბების სანაცვლოდ საერთაშორის ვაჭრობასთან წვდომას გულისხმობდა, საყოველთაო გახდა. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელდა, მოდელი ღრმა კრიზისში 2008 წლის გლობალური რეცესიის შემდეგ შევიდა და ეს უკვე ყველასთვის ცხადია.



ერთპოლუსიანი სამყაროს ჩიხში შესვლას ხელი ასევე ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ და რუსეთს აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ შეუწყო. ისინი დღეს ალტერნატიული გლობალური ინსტიტუტების შექმნას ცდილობენ. მაგალითად, 2014 წელს ჩინეთის ინიციატივით აზიის ნფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი შექმნა, რომელიც თავისი მასშტაბებით და რესურსებით უკვე დღეს მსოფლიო ბანკს შეედრება.

 

თუმცა, რამდენად შორს წავა საქმიანობა ამ მიმართულებით? რა ფასის გადახდა მოუწვეთ იმათ, ვინც არსებულ გლობალიზაციის სისტემას აუმხედრდა და საკუთარის შექმნს ცდილობს?

 

ამ ამოცანის მიღწევისთვის საჭიროა რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა. პირველია პარტნიორების არჩევა. ახალი, ალტერნატიული გლობალური ინსტიტუტების შექმნისთვის საჭიროა სანდო პარტნიორი ქვეყნების კოალიციის შექმნა, სადაც შევლენ ლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის გულწრფელი მოწინააღმდეგეები.

 

ალტერნატიული ინტერნეტის, ალტერნატიული საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ალტერნატიული SWIFT-ის შექმნა მრავალი საგარეო-პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტას საჭიროებს.


 

ეს კი ადვილი საქმე არაა, რადგანაც ყველაფრის მიუხედავად, ღია, დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა მაინც უფრო პოპულარულია მსოფლიოში, ვიდრე კომუნისტური ჩინეთი და პუტინის რუსეთი. შესაბამისად, ახალი გლობალიზაციისთვის პარტნიორების მოძიება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

 

ლიბარელური ეკონომიკური გლობალიზაციის დანგრევა მრავალ ახალ პრობლემა გააჩენს. ყველაფრის დაწყება ნოლიდან იქნება საჭირო და მრავალპოლუსიანი სისტემა ამისთვის ყველაზე შესაფერისი ბერკეტი არაა. მეტიც, ისტორია მეტყველებს, რომ ვაჭრობის და ეკონომიკის ზრდა, საბაჟო ბარიერების მოხსნა, საზღვრების გახსნა და ეროვნული ბაზრების ნაცვლად ერთიანი საერთაშორისო ბაზრის შექმნა სწორედ ერთპოლუსიან სისტემაში იყო ყველაზე ეფექტური, იყო ეს ბრიტანეთის თუ ამერიკის დომინირების პერიოდში.


ძველის დანგრევა და ახლის შექმნა ათწლეულების საქმეა და ამ პერიოდის მანძილზე მოკავშირეებს შორის მოსალოდნელია მწვავე დაპირისპირება საკუთარი ეკონომიკის დაცვის და სხვის ბაზარზე შეღწევის მიზნით. რა თქმა უნდა, ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ველი - ტექნოლოგიური ლიდერობა იქნება.

 

უკვე დღეს ჩვენ აშშ-ს და ჩინური გიგანტს Huawei-ს შორის 5G-ს ტექნოლოგიისთვის ბაზრისთვის ბრძოლას ვხედავთ.

 

კონკურენცია ყველაფერს შეეხება, რესურსების კონტროლით დაწყებული მიკროსქემების წარმოებით დასრულებული, რაოდენ დემოკრატიული და ღიაც არ უნდა იყვნენ ქვეყნები, როდესაც საფრთხე მათ ტექნოლოგიურ უპირატესობას და ეროვნული ინტერესებს ემუქრება, ისინი პროტექციონიზმს და ნაციონალიზაციასაც კი ხშირად მიმართავენ.

 

საბოლოო დასკვნა მარტივია - დღევანდელი ეკონომიკის პირობებში ერთიანი ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცის დანგრევა და მისი ჩანაცვლება ახალი ტიპის გლობალიზაციით, ყველა მხარეს გიგანტურ დანაკარგებს მიაყენებს. ამ იდეის ინიციატორები კი წაგებულთა პირველ რიგებში იქნებიან.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
Swift



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up