რატომ არის მსოფლიოში მიკროჩიპების დეფიციტი

რატომ არის მსოფლიოში მიკროჩიპების დეფიციტი

access_time2021-11-14 17:30:20

ავტომობილები, სმარტფონები, სარეცხი მანქანები და სხვა ე.წ. ჭკვიანი ტექნიკა მიკროჩიპების დახმარებით მუშაობს. მილიონობით ასეთი პროდუქტი სწორედ კომპიუტერული მიკროპროცესორების ტექნოლოგიას ეყრდნობა.

ახლა, ამ ჩიპების რაოდენობა უბრალოდ საკმარისი აღარ არის სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბოლო პერიოდში, ბევრ პოპულარულ პროდუქტში ისინი შეზღუდული რაოდენობითაა გამოყენებული.

თითქმის შეუძლებელი გახდა PS5 თამაშების კონსოლის ყიდვა. Toyota, Ford და Volvo მზად არიან თავიანთ ქარხნებში წარმოება შეანელონ ან დროებით შეაჩერონ. დეფიციტი სმარტფონების მწარმოებლებსაც შეეხოთ. Apple შიშობს, რომ ამ ვითარებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს iPhone-ების გაყიდვებზე.

ის კომპანიებიც კი, რომლებიც პირდაპირ არ ასოცირდებიან კომპიუტერულ ჩიპებთან, შექმნილი ვითარების გამო ზარალდებიან. მაგალითად, ამერიკული ფირმა CSSI International, რომელიც ძაღლების გრუმინგის აპარატებს აწარმოებს, მიკროჩიპების დეფიციტს მწვავედ განიცდის.

როგორც ჩანს, მსოფლიო მომხმარებელთა ნაწილმა ბაზარზე შექმნილი პრობლემები უკვე შენიშნა. შედეგად, მეორადი მანქანების გაყიდვები გაიზარდა, რადგან ცნობილი გახდა, რომ ახალი ავტომობილების უმეტესობას ჩიპები აკლია. არადა, როგორც წესი, ეს ავტომობილები ათასობით ინდივიდუალური ჩიპით უნდა იყოს აღჭურვილი.

ნავარაუდებია, რომ უახლოეს პერიოდში, განსაკუთრებით კი შობის მოახლოებასთან ერთად, მიკროჩიპები უფრო დეფიციტური გახდება.

მიკროპროცესორების დეფიციტი წლების განმავლობაში, ეტაპობრივად წარმოიქმნა. ვითარება განსაკუთრებით პანდემიისწინა პერიოდში გართულდა, როდესაც 5G ტექნოლოგიის გაჩენამ ჩიპინდუსტრიაზე ზეწოლა გაზარდა. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, Huawei-სა და სხვა ჩინური ფირმებისთვის ნახევარგამტარები და საჭირო ტექნოლოგიები აღარ მიეყიდა.


ამასთან, პანდემიის გაჩენისთანავე, ჩიპებზე მზარდი მოთხოვნა გაჩნდა. ტექნიკის მწარმოებლებმა შენიშნეს, რომ სახლიდან მომუშავე ადამიანებს სჭირდებოდათ ლეპტოპები, ტაბლეტები და ვებკამერები, და მიკროპროცესორების საწარმოებს დიდი ოდენობით ჩიპები დაუკვეთეს. თუმცა, პარალელურად, მასობრივი კარანტინისა და ლოქდაუნის გამო, ეს ქარხნებიც დაიხურა.

თუმცა, ექსპერტების შეფასებით, პანდემია და 5G ტექნოლოგიები დეფიციტის მიზეზთა მხოლოდ ნაწილია. მაგალითად, გასულ ზამთარში, ძლიერი ქარიშხლის გამო, ტეხასში მიკროჩიპების მწარმოებელი ქარხნები დაიხურა, ხოლო იაპონიის ქარხანაში შეფერხება მასიურმა ხანძარმა გამოიწვია.

მზარდი მოთხოვნის გამო, ჩიპების მწარმოებლები საკუთარი წარმადობის გაზრდას გეგმავენ. თუმცა, ახალი საწარმოების აშენებას მილიარდობით დოლარი და გარკვეული დრო სჭირდება, სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე ვითარება დროულად არ დასტაბილურდება.

მიუხედავად იმისა, რომ აზიაში (ჩინეთში, ტაივანსა და სამხრეთ კორეაში) დაფუძნებული ჩიპების მწარმოებლები ცდილობენ ბაზრის მოთხოვნებს უპასუხონ, ეს მაინც საკმარისი არ არის. შობის მოახლოებისთანავე მომხმარებელმა სხვადასხვა ტექნიკაზე ფასების ზრდა შესაძლოა, ვერ შენიშნოს, თუმცა, გაძნელდება ზოგიერთი მოთხოვნადი მოწყობილობის ყიდვა, მაგალითად ისეთის, როგორიცაა სათამაშო კონსოლები. სავარაუდოდ, მომხმარებელს სასურველი ნივთის შესაძენად რამდენიმეთვიანი ლოდინი მოუწევს.

ამასთან, მიკროჩიპების დეფიციტი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პროდუქტები აუცილებლად გაძვირდება – უმსხვილეს მოთამაშეებს, როგორებიცაა Samsung და Apple, აქვთ შესაბამისი მარაგები და მყიდველუნარიანობაც. თუმცა, შექმნილი ვითარება მცირე ზომის ბრენდებზე შეიძლება უფრო მტკივნეულად აისახოს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფასების ზრდაც გამოიწვიოს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ შექმნილი არახელსაყრელი მდგომარეობა ერთ ღამეში ვერ დალაგდება. მსოფლიო ტექნოლოგიური ბუმის შუაგულშია, მარაგები კი უფრო და უფრო სწრაფად იწურება. 


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up