რატომ არის ეკონომიკისთვის უკეთესი ჯო ბაიდენი, ვიდრე დონალდ ტრამპი

რატომ არის ეკონომიკისთვის უკეთესი ჯო ბაიდენი, ვიდრე დონალდ ტრამპი

access_time2020-10-05 20:00:53

გამოკითხვების თანახმად, ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიაში უპირატესობას ინარჩუნებს და მის მხარეზეა ისეთი არგუმენტი, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის უნიჭო რეაგირება კორონავირუსის ეპიდემიაზე.


თუმცა, ტრამპის სასარგებლოდ ხშირად ამბობენ, რომ ის უკეთესია ეკონომიკისთვის - იდეა, რომ რესპუბლიკელები ეკონომიკას დემოკრატებზე უკეთესად მართავენ, არის გავრცელებული და ამავე დროს სრულიად მცდარი მითი. კვლევების თანახმად, დემოკრატების მმართველობის პირობებში, როგორც წესი ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალია, უმუშევრობა დაბალი, ხოლო საფონდო ბაზარი უფრო ძლიერია, ვიდრე რესპუბლიკელი-პრეზიდენტების პირობებში.


მეტიც, რეცესია შტატებში ძირითადად რესპუბლიკელი-პრეზიდენტების დროს იწყება - 1970, 1980-1982, 1990, 2001, 2008-2009 და ახლა უკვე 2020 წლის რეცესიები სწორედ რესპუბლიკური პარტიის მმართველობის პერიოდში იყო.


ეს ტენდენცია შემთხვევითი არაა, რეგულირების შერბილება ფინანსურ კრიზისებს და ვარდნას იწვევს, რომლებსაც რესპუბლიკელები უგნური გადაწყვეტილებების მიღებით ამძიმებენ. ისინი იმდენივეს ხარჯავენ, რამდენსაც დემოკრატები, თუმცა, გადასახადების ზრდაზე უარს ამბობენ, შედეგად საბიუჯეტო დეფიციტი ღრმავდება.


ბარაკ ობამას ჯორჯ ბუშისგან მემკვიდრეობად დიდი დეპრესიის პერიოდიდან ყველაზე მძიმე რეცესია დარჩა. 2009 წელს უმუშევრობა შტატებში 10% გადააჭარბა, საბიუჯეტო დეფიციტმა 1,2 ტრლნ. დოლარი, საფონდო ბაზარი კი 60%-ით დაეცა.



ობამას მეორე ვადის ბოლოსთვის 2017 წელს, ყველა ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა. ეს ყველაფერი ბაზარსაც ესმის - ჯო ბაიდენის ლიდერობის გამყარებასთან ერთად, საფონდო ინდექსებიც იზრდება. მიზეზი მარტივია - მისი ადმინისტრაცია რადიკალურ ეკონომიკურ პოლიტიკას არ გაატარებს.


შესაძლოა ბაიდენმა გადასახადები მსხვილი კორპორაციებისთვის და მდიდარი ოჯახებისთვის 1%-ით გაზარდოს - მაშინ, როდესაც ტრამპმა ისინი შეამცირა და ამით თავის სპონსორებს 1,5 ტრლნ. დოლარი აჩუქა. თუმცა, გადასახადების ასეთი ზომიერი ზრდა კორპორაციების მოგებას მნიშვნელოვნად არ შეამცირებს, ხოლო ეკონომიკისთვის დანაკარგებს შეამცირებს საგადასახადო ხვრელების დახურვა - სწორედ ამ ხვრელების საშუალებით ბიზნესს ქვეყნიდან მილიარდობით დოლარი ოფშორებში გაჰყავს.


გარდა ამის, ბაიდენი ბიზნესს ამერიკაში საწარმოებს დაბრუნების პროგრამას „წარმოებულია ამერიკაში“-ს სთავაზობს, რომლიც მიზანიცაა სამუშაო ადგილების და საწარმოების ქვეყანაში დაბრუნება.


ბაიდენმა ქვეყანას საბიუჯეტო ზომების მთელი პაკეტი შესთავაზე, რომელიც ეკონომიკის ზრდას განაახლებს. დემოკრატი-პრეზიდენტი არამხოლოდ საბიუჯეტო სტიმულირებას, არამედ ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდას გეგმავს სამუშაო ადგილების შექმნისთვის. დემოკრატების მიზანია არა მილიარდერებისთვის გადასახადების შემცირება, არამედ მუშახელის გადამზადება და ინოვაციური საწარმო პოლიტიკის გააქტიურება.


დემოკრატები ასევე ხელფასების ზრდას და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის უფრო რაციონალურ რეგულირებას გეგმავენ, ვიდრე დონალდ ტრამპი, რომელსაც გლობალური დათბობის საერთოდ არ სჯერა.


დემოკრატები უფრო საღ მიდგომას საგარეოვაჭრობის საკითხებში გამოავლენენ, დაზარალებული ალიანსების აღდგენას შეეცდებიან და ჩინეთთან „კონკურენტების თანამშრომლობის“ პოლიტიკას განაახლებენ - დღეს უკვე ცალსახაა, რომ უგნური სავაჭრო ომი ჩინეთთან ორივე მხარეს ერთნაირად აზარალებს.


ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა ამერიკის გრძელვადიანი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისთვის ნამდვილი კატასტროფა გახდა - საიმიგრაციო და საგარეო-სავაჭრო გადაწყვეტილებებმა, რომელთა გაცხადებული მიზანი შტატებში სამუშაო ადგილების ზრდა იყო, საბოლოოდ საპირისპირო შედეგები მოიტანა.


თუ ამერიკას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალების ზრდა სურს, ქვეყანამ ამისთვის კადრები უნდა მოამზადოს და თვითდამანგრეველ პროტექციონიზმე და ქსენოფობიაზე უარი თქვას. შექმნილ ვითარებაში იმ ამერიკელებისთვის, ვინც მომავალზე ზრუნვას, არჩევანი ცალსახა და აშკარაა.


Project Syndicate 

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up