რატომ არის ადგილობრივ ბაზარზე ქართული ჩაის წილი დაბალი?

რატომ არის ადგილობრივ ბაზარზე ქართული ჩაის წილი დაბალი?

access_time2022-08-05 16:00:05

ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული ჩაის წილი დაბალია, ამაში მთავარი „დამნაშავე“ იმპორტირებული ჩაიზე არსებული დემპინგური ფასებია - მიიჩნევს საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანაძე. მისი თქმით, ძირითადად დემპინგური ფასებით ჩაი შემოდის აზერბაიჯანიდან.


„აზერბაიჯანი თავის პროდუქციას პრაქტიკულად არ აწარმოებს. მას მესამე ქვეყნიდან შემოაქვს ჩაი, აფასოებს და შემდეგ ყიდის ჩვენთან, რუსეთში და სხვა. აზერბაიჯანი თავად 500-დან 1000 ტონამდე ჩაის აწარმოებს, ხოლო 17-18 ათასი ტონა მისი შიდა მოხმარებაა. პლუს ამას აწარმოებს ექსპორტს, - განმარტავს „კომერსანტთან“ თენგიზ სვანაძე. მისი თქმით, დღეს ქართულ ჩაის ადგილობრივი ბაზრის 25%-ი უკავია, ხოლო 75%-ი იმპორტია.


„ქვეყანაში მუშაობს ჩაის პლანტაციების სახელმწიფო პროგრამა აქედან გამომდინარე უფრო მეტი პლანტაცია შედის ექსპლუატაციაში. ამ პროგრამის ქვეშ უკვე განხორციელდა 1000 ჰა მდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია. შესაბამისად ბოლო პერიოდში უფრო მეტი პლანტაცია შევიდა ექსპლუატაციაში და უფრო მეტი ფოთოლი იკრიფება. ნედლეულის დეფიციტი არის. არსებობენ საწარმოები რომლებიც ძალიან ხარისხიან პროდუქციას ამუშავებენ. სხვაგვარად აზრი არ აქვს წარმოებას, რადგანაც უხარისხო ჩაი დღეს აღარ იყიდება.


ჩაის რეალიზაციას რაც შეეხება, ქართული ჩაის დიდი ნაწილი იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და არსებული პრაქტიკით მისი წილი მზარდია.



2000-იანი წლების დასაწყისში ქართულ ჩაის ადგილობრივი ბაზრის 5-6%-ი ეკავა, ხოლო დღეს მისი წილი 25%-მდეა. ესეც კი ძალიან ცოტა მაჩვენებელია, მაგრამ ტენდენცია მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ შიდა ბაზარზე მისი წილი კიდევ უფრო გაიზრდება.


ადგილობრივ ბაზარზე საქართველოში წარმოებული ჩაის წილის ზრდა უკავშირდება, როგორც ხარისხის გაუმჯობესებას ასევე რაოდენობრივ ზრდასაც, - ამბობს საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.


რაც შეეხება პროდუქციის ფასს ბოლო პერიოდში ქართული ჩაის ფასმა 10-15%-ით მოიმატა. როგორც საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ჩაის ზოგადად მაღალი თვითღირებულება აქვს, თუმცა მზარდი ინფლაციის ფონზე ჩაის ფასი საკმაოდაა გაძვირებული.


„ზოგადად ჩაის თვითღირებულება მაღალია. თუ გინდა ხარისხიანი პროდუქცია აწარმოო ხარისხიანი პროდუქცია უნდა მოკრიფო. ხარისხიანი პროდუქციის დაკრეფა კი მარტივი არის. თუ ადრე მისი ფასი 10-20 თეთრი იყო, ხარისხიანი ჩაის ფოთლის ღირებულება დღეს 2 ლარია, არის შემთხვევები როდესაც 5 ლარსაც იხდიან.


ერთი კგ ჩაის წარმოებას კი სჭირდება 4 კგ ჩაის ფოთოლი. მარტო ნედლეულში, რომ ჩაის ფოთოლი ჯდება 8 ლარი, პლუს ამას გადამუშავება და დაფასოების ხარჯები. ჩაი ზოგადად ძვირი იყო, მაგრამ ინფლაციის პირობებში მისი ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და ვერ უწევს კონკურენციას უცხოეთიდან შემოტანილ ნაკლებად ხარისხიან პროდუქციას“, ამბობს თენგიზ სვანიძე.



თეგები:
ჩაი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up