აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრმა თეიმურ მუსაევმა ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებლებზე განაცხადა. მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანა პანდემიის დასასრულს უახლოვდება.
როგორც ABC იუწყება, ამ შემთხვევაში დიდ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, თუ რატომ რჩება აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები კვლავ ჩაკეტილი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო რეჟიმი 2022 წლის 1 ნოემბრამდე გაგრძელდა. ამავდროულად, მოიხსნა მრავალი COVID-შეზღუდვა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მაცხოვრებლები იძულებულნი არიან დატოვონ ქვეყანა მხოლოდ საჰაერო გზით, რაც საკმაოდ ძვირია. ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში ჩასვლა შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლია.
ექსპერტების შეფასებით, სახმელეთო საზღვრების დაკეტვის ფაქტი უარყოფითად აისახება ტურიზმსა და ეკონომიკაზე.
დღეისათვის საქართველოდან აზერბაიჯანში მოხვედრა ტრანზიტული ფრენების გარდა პირდაპირი რეისებითაცაა შესაძლებელი, თუმცა ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ავიაბილეთები დიდი ხნით ადრე იყიდება.