“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

access_time2019-07-22 19:00:11


ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.  



როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით ორი წლის წინ შეიტყვეს.

 

„აღნიშული ტერიტორიის მესაკუთრეები 2012 წლის 8 თებერვალს გავხდით და მისი მოვლა იმ დღიდან დავიწყეთ. ტერიტორია სავალალო მდგომარეობაში გადმოგვეცა. 181 ერთეულზე მეტი სატვირთო ავტომანქანით მოვახდინეთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ნელ-ნელა დავიწყეთ იმ სახის მიცემა, რა სახითაც დღეს არის. რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი მებაღეთა ჯგუფი, ტერიტორიას ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება, პრევენციულ ღონისძიებას მუდმივად ვატარებდით. დაახლოებით 2 წლის წინ კი შევამჩნიეთ, რომ გარკვეულ ნარგავებს კენწეროში სიწითლე დაეწყოთ. ეს ჩვენთვის  უცხო იყო.  სპეციალისტებისგან შევიტყეთ, რომ მასიურ დაავადებასთან გვწონდა საქმე. მალევე დაავადებამ დაიწყო პროგრესირება და გადეოდო, ფაქტობრივად, გარშემო მყოფ ყველა ხეს. მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა,  რამდენჯერმე შევწამლეთ ტერიროტია,  ვერ შევძელით ხეების გადარჩენა“,- განმარტავს ირაკლი ფურცელაძე.


ირაკლი ფურცელაძე ამბობს, რომ ელდარის ფიჭვის ბუნებრივი გავრცელების არეალი თბილისის ცენტრალური უბნები არ არის, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დაავადებული ხეების განკურნება ვერ მოხერხდა.

 

„საკითხში ჩართული იყო მერია, რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, სპეციალისტები საზღვარგარეთიდანაც ჩამოიყვანეს, რათა როგორმე მოხერხებულიყო ხეების შენარჩუნება. სამწუხაროდ, ყველა სპეციალისმა განაცხადა, რომ  დაავადების განკურნება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ეს დამახასიათებელია ხელოვნურად გაშენებული ნარგავებისათვის.  განსაკუთრებით კი იქ, სადაც ერთგვაროვანი ნარგავებია გაშენებული“,- განმარტავს  ირაკლი ფურცელაძე.




როგორც „ავერსი-ფარმას“ გენერალური დირექტორი ამბობს, ზეხმელი და ხმობადი ფიჭვების ჭრა-ჩანაცვლება სექტემბრიდან დაიწყება.

 

„ დედაქალის მთავრობასთან წლის დასაწყისში გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც გაწერილია ვალდებულებები. ჩვენი  ავიღეთ ვალდებულება, რომ უზრუნველვყოფთ დაავადებული ხეების სრულად გაწმენდას. ეს არ გულისმოხბს მხოლოდ მცენარეების მოჭრას, ეს გულისხმობს ამოძირკვას, შემდგომ ტერიტორიის დამუშავება- გასუფთავებას, რაზეც ტენდერი უკვე ჩატარდა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლენილია. გვიან გაზაფხულზე ვფიქრობდით  დაგვეწყო სანიტარული ჭრები, მაგრამ, ობიექტური მიზეზების გამო დასარგავი ნარგავების მობილიზება ვერ მოხერხდა. მერიას აქვს მაღალი მოთხოვნები ახალი მცენარეების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.

 

კომერსანტის კითხვაზე, ამ დრომდე რატომ არ მოიჭრა დაავადებული მცენარეები, რომლებიც ახალი დაავადების გავრცელების მთავარი წყაროა, ირაკლი ფურცელაძემ ამბობს, რომ კომპანია თბილისის მერიასთან ერთად გამოსავალ ეძებდა, რათა არსებული ხეები გადაერჩინა.

 

„ის, რომ ხეებს დაავადება ჰქონდათ ამის გარკვევას დრო დასჭირდა, სწრაფი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ვინაიდან საუბარია 600 ძირზე. ძალიან რთულია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ 600 ხე მთლიანად მოიჭრას. მერიასთან ინტენსიურად მუშაობის დროს, წლის დასაწყისში გაჩნა მოსაზრება, რომ შრატის გაკეთება ყოფილიყო მიზანშეწონილი. ფაქტობრივად, ამ წლის დასაწყისშიც კი გვქონდა იმედი, რომ მოხერხდებოდა ნარგავების გადარჩენა. პირდაპირ ჭრა რომ დაგვეწყო და შემდეგ აღმოჩენილიყო გადარჩენის გზა, ხეებს უკან ვეღარ დავაბრუნებდით. თუნდაც ცალმხრივად რომ გადაგვეწყვიტა ხეები მოჭრა, მერიის ნებართვის გარეშე ვერ დავიწყებდით სანიტარულ ჭრებს. ზაფხულში მოჭრისგან კი თავი შევიკავეთ, რადგან ველოდებით, რომ ახალი მცენარეების დარგვა  ოპერატიულად დაიწყოს, რათა ტერიტორია გაუდაბნოებული არ იყოს. ტერიტორიაზე მწვანე საფარი მთლიანად გაქრება. არსებულ ხეებს მეტი არაფერი დაუზიანდება, მაინც მოსაჭრელია და გვერდზე ვერაფერს დაავადებს“,  ამბობს ირაკლი ფურცელაძე.

 

 

ირაკლი ფურცელაძე განმარტავს, რომ სანიტარული ჭრის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, როდესაც მიწა დამუშავდება რგვის პროცესი დაიწყება. „ავერსი-ფარმას“ გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ ოქტომბრის ბოლოს ტერიტორია წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით მთლიანად შევსებული იქნება. მისი თქმით, თბილისის მერიის სპეციალისტების რჩევაა, რომ ერთგვაროვანი ნარგავები არ დაირგოს , რათა რაიმე დაავადების გავრცელების შემთხვევაში მთლიანი საფარი არ დაზიანდეს.

 

„ხეების შერჩევა მერიასთან თანამშრობლობის საფუძველზე ხდება, ეს მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული. ვფიქრობთ, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ქალაქისთვის მაქსიმალურად მისაღები იქნება. ამ დროისთვის ვიცით, რომ დაირგვება კედრი, სპეციალური ჯიშის ევროპული მუხა, ასევე დაირგვება უნაყოფო თუთა, რომელიც ძალიან ლამაზია. ყურადღებას ვამახვილებ ფოთლოვანზე, რადგან ეს ადგილი არის საბურთალოს განიავების არეალი. სწორედ ამიტომ საბურთალოს ფილტვებს ეძახიან. ჭადარზე იყო საუბარი თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ  სამედიცინო დაწესებულებაა ალერგიული ფონი არ უნდა შეიქმნას. ფართომასშტაბიან აქციას ჩავატარებთ, დარგვის პროცესში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი. ვფიქრობთ, ახალი ნარგავებით ახალი სიცოცხლე მიეცემა ტერიტორიას“, - განმარტავს ირაკლი ფურცელაძე.

 

„ავერსი-ფარმას“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია „ავერსს“ დიდი სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობა გააჩნია.


„იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ავერსის კლინიკის ტერიტორიაზე. იქ 140 ერთეული ხე იჭრება. ჩვენ ფინანსურად მივიღეთ მონაწილეობა ბორჯომის ტყის აღდგენაში, რაშიც ჩართული იყო ავერსი ჯგუფში შემავალი ყველა კომპანია. ჩვენი პროექტები მიმართულია სოციალური პასუხისმგებლობისკენ და ჩვენი სფეროდან გამომდინარე,   ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტია“,- აცხადებს ირაკლი ფურცელაძე.


ბაჩო ადამია

 






რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up