მახათები მანდატების  ჩამორთმევის სანაცვლოდ - ქართული ოცნების შეუსრულებელი დაპირება

მახათები მანდატების ჩამორთმევის სანაცვლოდ - ქართული ოცნების შეუსრულებელი დაპირება

access_time2018-07-04 09:00:00


2024 წლიდან საქართველოს პარლამენტში დეპუტატების არჩევა მხოლოდ პარტიული სიით მოხდება. მმართველმა პარტიამ არჩევნების მაჟორიტარულ წესზე უარი თქვა. 


თუმცა 2012 წელს, ვიდრე ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსასვლელად წინასაარჩევნო დაპირებებს იძლეოდა, ამომრჩეველს არწმუნებდნენ, რომ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დეპუტატებს პარლამენტიდან და საკრებულოებიდან უპირობოდ გამოიწვევდნენ.


ექვსი წელი გავიდა ქართული ოცნების მმართველობიდან, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ მაჟორიტარს თუ საკრებულოს დეპუტატს არ დაუკარგავს საპატიო მანდატი. უკმაყოფილება ბევრია, თუმცა დაპირება მმართველმა ძალამაც დაივიწყა და ხალხმაც.


„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  2012 წელი:

 

„ჩვენ გპირდებით, მოსვლიდან  მაქსიმალურად გადმოგეცემათ  ხელისუფლება ადგილებზე.  როგორც კი შეხედავთ, რომ თქვენს მიერ არჩეული დეპუტატი არ ასრულებს თქვენს  ნებას,  საკმარისია გააკეთოთ შეკრება  და გამოიწვიოთ უკან.  გამოითხოვეთ და თავიდან დანიშნეთ ვინც არ შეასრულებს ამ კონტრაქტს.  ამასაც შემოვიღებთ, ეს არ იქნება მუდმივი პროცესი, რომ ჩამოივლიან,  ჩამოარიგებენ და მოგვატყუებენ,  დაჯდებიან და უნდა მთელი ქვეყანა ვემსახუროთ  მათ.  ეს უნდა დამთავრდეს, აქ არის ძირითადი პრობლემა“ 

 

„კომერსანტის“ შეკითხვა:  რატომ არ შეასრულა  „ქართულმა ოცნებამ “ 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს  გაცემული  დაპირება?


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2012 და 2016 წელსაც  შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. 2016 წლის 8 ოქტომბერს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77  – პარტიული სიით აირჩიეს, ხოლო 73 დეპუტატიმაჟორიტარული წესით. 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ  59 თვითმმართველი თემი და ხუთი თვითმმართველი ქალაქი ახალი მერებით და მაჟორიტარი დეპუტატებით დაკომპლექტდა.

 

საპარლამენტო არჩევნებიდან ორი , ხოლო  თვითმმართველობის არჩევიდან 1 წლის შემდეგ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს ერთერთმა წევრმა გოგი წულაიამ ხაშურის, ფოთის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მახათები გაუგზავნა.



ეს არის მახათები, ყველამ კარგად ვიცით, რა სულელური დადგენილებები მიიღო სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა, ზოგმა ცხოველებთან სექსი აკრძალა, ზოგმა პირიქით მოუწოდა, რომ ჯიშიანი სექსპარტნიორები მოუნახეთ თქვენს ცხოველებსო. აგერ ვუგზავნი მახათებს, ამ ჩამოთვლილ საკრებულოს მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს. ეს ორი დიდი [მახათი] იქნება საკრებულოს თავმჯდომარის და ქალაქის მერის, დანარჩენი - თანამშრომლების. ბოდიშს ვუხდი, რომ ყველა ვერ დავაკმაყოფილე, იმხელა უსაქმურთა არმიაა, ყველას ვერ გავწვდი - თქვა გოგი წულაიამ. 

 

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გოგი  წულაია „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ მახათების გაგზავნა დასჭირდა, რადგან ის როგორც  ამომრჩეველი უძლურია და  დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევის უფლება არ აქვს:  

 

„თუკი ადამიანებს ექნებათ დეპუტატის გამოთხოვის უფლება და მანდატის წართმევა ეს იმას ნიშნავს, რომ  ის დეპუტატი ავტომატურად ხდება ხალხის  უფლებების დამცველი და არა ხელისუფლების და თავისი პარტიის ინტერერსების გამყარებელი.  ამის გაკეთება ნიშნავს ხელისუფლების გაყოფას და დეცენტრალიზაციას. რის შედეგადაც ცენტრი რეგიონებზე ფინანსურ კონტროლს დაკარგავს.“

 

„კომერსანტის“ კითხვაზე,  რას გეგმავს ამ მიმართულებით  ოპოზიცია და რატომ  არ მოქმედებს, როცა მმართველი პარტია დაპირებას არ ასრულებს,   გოგი წულაიას ასეთი პასუხი აქვს:

 

„ჩვენი დანაშაულია. ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა საკანონმდებლო ინიცატივა, მიიღებდნენ თუ არ მიიღებდნენ ეს სხვა საქმეა. ძლიერი  ოპოზიციის პირობებში ხელისუფლება  ასეთი თავხედი ვერ იქნებოდა. “

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი  დეპუტატი  დავით წიჭინაძე ამბობს, რომ ბიძიანა  ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობაზე  პასუხისმგებლობა  „ქართულმა ოცნებამ “ უნდა აიღოს:  

 

„ივანიშვილი პოლიტიკას  2013 წელს ჩამოშორდა. დანარჩენი ვინც იყო ხელისუფელბაში და ვინც მართავდა  ქვეყანას ,  მათ  უნდა ეზრუნათ ამ დაპირების შესრულებაზე“  

 

„კომერსანტის“ კითხვაზე ჯიჭინაძე როგორც რიგითი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ წევრი რატომ არ აყენებს საკითხს, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილება, და ამომრჩეველმა დეპუტატის გამოწვევა შეძლოს,  პარლემენტარი ასე პასუხობს:  

 

„იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წლიდან  აღარ იქნება მაჟრიტარული სისტემა,  ვფიქრობ  იდეა დეპუტატის გამოწვევის შესახებ  აქტუალობას კარგავს.  ჩემი მხრიდან ამ საკითხის წამოწევა პოპულიზმი იქნება და არა თანმიმდევრული ქმედება, რამაც შედეგი უნდა მოიტანოს.“

 


პარლამენტში წარმოდგენილი ხალხის რჩეული 73 მაჟორიტარი დეპუტატი თვეში ერთხელ საკუთარი ბიუროოს ფუნქციონირებისათვის ბიუჯეტიდან 4 300 ლარი ერიცხება.  რიგითი დეპუტატის სახელფასო სარგო კი  ფიქსირებული 4624 ლარია.


საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოსმიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საშუალოდ, ამომრჩეველთა მხოლოდ 11-მა პროცენტმა იცის საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა. მერვე მოწვევის პარლამენტის 4-წლიანი მუშაობის შეჯამებისას აღმოჩნდა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება საერთოდ არ გამოუყენებია 16 დეპუტატს. პასიური დეპუტატების ამ რეიტინგში 10 დეპუტატი სწორედ მაჟორიტარია.


მაჟორიტარების ბიუროების საქმიანობა დახურულია. მაგალითად  საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველო”, რომელიც გასული 2016 წლის  საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ანგარიშს ამზადებდა, 23 ბიუროდან საერთოდ არ უპასუხეს. ზოგი მათგანი საერთოდ ვერ იპოვა ორგანიზაციამ, ზოგმა კი პასუხის გაცემა საჭიროდ არ მიიჩნია. იმ 47 ბიუროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კი უმეტეს შემთხვევაში არ იყო აღრიცხული და შესაბამისად, მათი გადამოწმების არავითარი ბერკეტი არ არსებობს.



ნინო ნატროშვილი





კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია
access_time2019-09-17 13:30:00
დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ შევხედავთ ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, რეგულაციების მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია. "სასესხო პორტფელის ზრდა,...

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში  ნამდვილად  არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“
access_time2019-09-17 14:00:28
„ქვეყანაში ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია,“— ასე აფასებს  NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ფაქტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, მთავრობის ცვლილება, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური რყევები, ლარის კურსი....

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  განაცხადების მიღება დაიწყო
access_time2019-09-17 11:55:47
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების,...

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია
access_time2019-09-17 12:08:50
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს. რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების...

NDI - გამოკითხულთა 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

NDI - გამოკითხულთა  84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას  მთავრობას აკისრებს
access_time2019-09-17 11:00:15
NDI-ის კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა უმრავლესობა - 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს; 2% პარლამენტს; 1% კი გლობალურ ეკონომიკას. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს...


მსგავსი სიახლეები

up