როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები

როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები

access_time2019-11-14 20:15:29

ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა, 2020 წლის არჩევნები პროპორციული არ იქნება. ქართული ოცნების 35 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ ხმა არ მისცა. საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიციატორი მმართველი გუნდის 93 დეპუტატი იყო.

 

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა:

 

ენზელ მკოიანი

კახა ოქრიაშვილი

დიმიტრი ხუნდაძე

 

რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 36 დეპუტატმა. „კომერსანტი“ თითოეულ მათგანს დაუკავშირდა  კითხვით- რატომ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და ნიშნავს თუ არა  საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება მოსახლეობის გადაგდებას?

 

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ წასული მაჟორიტარების დიდმა ნაწილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ვერ შევძელით გაგვეგო იყო თუ არა კანონპროექტისთვის მხარის არ დაჭერა მაჟორიტარების პირადი გადაწყვეტილება, თუ ეს იყო როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართული სპექტაკლი. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ დეპუტატების კომენტარებს რომლებმაც ჩვენს ზარს უპასუხეს:

 

 


ირაკლი აბუსერიძე: „შეხვედრაზე ვარ და არ მცალია“.



დაჩი ბერაია: „მე ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მქონდა, რამდენჯერაც მკითხეს ყველგან ვთქვი, რომ ამ სისტემაზე გადასვლას არ ვემხრობი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღება ნიშნავს რომ არ ვემხრობი“.



სულხან მახათაძე: „ჩემი პოზიცია არ გამოვხატე და თავი შევიკავე როგორც მაჟორიტარმა და არჩეულმა ჩემი რაიონის მხრიდან, მე საერთო ჯამში არასოდეს ვემხრობოდი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. თავიდანვე იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა,შევთანხმდით რომ კონსტიტუციის ცვლილების დროს ერთჯერადი დათქმით დაგვეტოვებინა 2020 წელი. ადრე ითქვა, რომ ჯერ კიდევ რეგიონებს სჭირდებოდა შუალედური რგოლი და დეცენტრალიზაციის პროცესი არის განსავითარებელი. თავიდან მეც მჯეროდა, რომ ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, მაგრამ რეგიონები შემოვიარეთ და ხალხის მხრიდან ვერ მივიღეთ დადებითი პასუხი, რომ მათ სურდათ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა“.



ვიქტორ ჯაფარიძე: „არ ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და არ დავუჭირე მხარი, ეს ჩემი მხრიდან არ არის ხალხის გადაგდება, უბრალოდ ამ აზრზე ვარ“.



შოთა ხაბარელი: „არ ვარ ამ თემაზე კომენტარის გაკეთების განწყობაზე“.

 

 

იმ დეპუტატების სრული სია რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს შემდეგია:

  1. ირაკლი აბუსერიძე
  2. დაჩი ბერაია
  3. ანზორ ბოლქვაძე
  4. გოგა გულორდავა
  5. გოჩა ენუქიძე
  6. მუხრან ვახტანგაძე
  7. ცოტნე ზურაბიანი
  8. ედიშერ თოლორაია
  9. შალვა კიკანველიძე
  10. კობა კობალაძე
  11. კარლო კოპალიანი
  12. გიორგი კოპაძე
  13. კობა ლურსმანაშვილი
  14. სამველ მანუკიანი
  15. იოსებ მაკრახიძე
  16. გურამ მაჭარაშვილი
  17. სულხან მახათაძე
  18. ირაკლი მეზურნიშვილი
  19. გოგი მეშველიანი
  20. სავალან მირზოევი
  21. რომან მუჩიაშვილი
  22. პაატა მხეიძე
  23. თამაზ ნავერიანი
  24. რუსლან პოღოსიანი
  25. დავით სონღულაშვილი
  26. მერაბ ქვარაია
  27. მიხეილ ყაველაშვილი
  28. ირაკლი შიოლაშვილი
  29. გოდერძი ჩანქსელიანი
  30. ოთარ ჩრდილელი
  31. ნინო წილოსანი
  32. შოთა ხაბარელი
  33. ლერი ხაბელოვი
  34. ირაკლი ხახუბია
  35. თენგიზ ხუბულური
  36. ვიქტორ ჯაფარიძე


ბაჩო ადამია

ნინო თამაზაშვილი





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up