რატომ არ იაფდება საქართველოში მსოფლიოს მაშტაბით მკვეთრად გაიაფებული საწვავი?

რატომ არ იაფდება საქართველოში მსოფლიოს მაშტაბით მკვეთრად გაიაფებული საწვავი?

access_time2020-02-05 18:45:09

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო ორ კვირაში 12 დოლარით დაეცა და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, შემცირება თითქმის არ ასახულა ქართულ ბაზარზე. მცირე ავტოგასამართ სადგურებზე მართალია უმნიშვნელო გაიაფება უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს არ შეხებიათ დიდ ქსელებს. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა მყარდება და ნავთობის ფასიც ეცემა, ავტოგასამართ საგურებზე ფასი უცვლელი რჩება.


ბრენტის ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 54 დოლარამდე დაეცა. ასეთი დაბალი ნიშნული ბოლოს 2019 წლის 3 იანვარს აღინიშნა. ნავთობის ღირებულების ვარდნას კორონავირუსის გავრცელება იწვევს. საქმიანი აქტივობისა და ტურიზმის შემცირების პირობებში, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20 პროცენტით შემცირდა.


ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი და ნავთობის სიდიდით მეორე მომხმარებელია, ამიტომ მოთხოვნის შემცირება ნავთობის ფასებს სავარაუდოდ კიდევ უფრო შეამცირებს. ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისევე როგორც რუსეთი, შეთანხმდნენ, რომ 4 და 5 თებერვალს ნავთობის ბაზრებზე არსებული ვითარების განსახილველად ვენაში შეხვდებიან.


ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ,,რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საფასო ფსკერი და კლება კვალავ გაგრძელდება.


,,უახლოეს პერიოდში უფრო მკაფიო სურათი იქნება. საწვავის მოხმარების ასეთი ვარდნა არ ყოფილა ათეული წლების განმავლობაში და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საგანგაშო მდგომარეობაა და ეს კიდევ არ არის ფსკერი, ველოდებით, რომ სტატისტიკა ისევ შეიცვლება, სავარაუდოდ, კლების მიმართულებით, რაც ეკონომიკაში დიდ დანაკარგს გამოიწვევს. მიმდინარე მოვლენები ოპტიმისტური გადაწყვეტილების საბაბს ჯერჯერობით არ იძლევა.


ადგილობრივ ბაზარზე ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების ფასი შემცირებულია. ცხადია, მომხმარებლისთვის ყოველთვის კარგია, როცა იაფდება, მაგრამ ეკონომიკაში ჩნდება პრობლემური მომენტები“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.



საერთაშორისო ტენდენციას დიდ ქსელურ გასამართ სადგურებში ჯერჯერობით კვლავ არ მოუხდენია გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობი უკვე ორ კვირაზე მეტია იაფდება. რაც შეეხება მცირე სადგურებს, იქ ფასი უკვე დაბლა მოდის.


ანალიტიკოსი, ბექა კემულარია ამბობს, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, პირიქით უნდა მომხდარიყო და ფასები, პირველ რიგში, მსხვილ კომპანიებში შემცირებულიყო, თუმცა დღესდღეობით ვერავინ იტყვის, როდის მოისურვებს 5 დიდი კომპანია გააიაფოს პროდუქცია.


,,წვრილმა ბენზინ გასამართ სადგურებმა 5-7 თეთრით უკვე შეამცირეს ფასი, მსხვილ ქსელებზე კი ჯერ არავითარი ასახვა არ ყოფილა. წესით და ყველა ლოგიკით, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ეს პირიქით უნდა მომხდარიყო.


წვრილი კომპანიები სულ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურს ფლობენ, ქსელურ კომპანიებს კი საკუთარი ბაზები და ძლიერი მენეჯმენტი აქვთ, რაც უნდა განაპირობებდეს მყისიერ რეაქციას. მცირე კომპანიებზე უფრო მტკივნეულად უნდა აისახებოდეს ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება. ჩვენთან პირიქითაა, რადგან.... ყველამ იცის რატომაც. ნაცვლად კონკურენციისა, ბრენდირებული სადგურები შეთანხმებულად ახდენენ საფასო ცვლილებებს”, - აღნიშნა ,,რეზონანსთან” კემულარიამ.


ჯანსაღი კონკურენციის პირობებში რომ საერთაშორისო ტენდენცია უნდა ასახულიყო ქართულ ბაზარზე, ამას აფბა-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარიც ადასტურებს. ვერც იგი აკეთებს პროგნოზს, როდის მოაღწევს გაიაფების ტალღა საქართველომდე, რადგან ეს არავითარ ეკონომიკურ ლოგიკას არ ექვემდებარება.


,,გარდა იმისა, რომ ნავთობის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე ეცემა, ეროვნული ვალუტაც მყარდება და საფასო პოლიტიკისთვის ესეც მნიშვნელოვანი მდგენელია, მაგრამ ეს არ აისახება დიდი ქსელური ავტოგასამართი სადგურების პოლიტიკაზე. წესით, აქამდე უნდა დაწყებულიყო გაიაფება, ზუსტად ისე, როგორც ეს მცირე კომპანიების შემთხვევაში მოხდა, თუმცა ყველამ იცის, რატომ არ ექვემდებარება არავითარ ეკონომიკურ ლოგიკას ფასები ამ ხუთ კომპანიაში. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ პროგნოზირებაც შეუძლებელია, როდის შეიძლება დაიწყოს გაიაფება, რადგან ეს არ არის დამოკიდებული ბაზრის რეალურ მდგომარეობაზე”, - განაცხადა ბაირახტარმა.


,,რეზონანსი” ცდილობდა დიდი ქსელური კომპანიებისგან გაეგო, რატომ არ ასახულა ფასზე ამ მასშტაბის შემცირება, ან როდის დაიწყება გაიაფება, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.


გაზეთი „რეზონანსი“



თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up