რატომ არ გაიაფდა ხორბალი და რა საფრთხეებზე საუბრობს უკრაინული მხარე?

რატომ არ გაიაფდა ხორბალი და რა საფრთხეებზე საუბრობს უკრაინული მხარე?

access_time2022-08-08 13:00:20

დღეს დილით, უკრაინის პორტები კიდევ ორმა გემმა დატოვა. ამის შესახებ RBC-Ukraine თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, გემი SACURA, რომელიც იტალიაში 11 000 ტონა სოიო მიაქვს იუჟნის პორტიდან გავიდა. 



პარალელურად ჩორნომორსკის პორტიდან გემი ARIZONA გავიდა, რომელმაც ისკენდერუნში (თურქეთი) 48 458 ტონა სიმინდი უნდა ჩაიტანოს.



თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი გემი, რომლებმაც უკრაინის პორტები გუშინ დატოვეს, დღეს გვიან ღამით თურქეთში იქნებიან და ხვალ შემოწმდებიან



„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „კომერსანტს განუცხადა, რომ მიმდინარე კვირიდან უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანას უკვე სისტემატიური ხასიათი უნდა მიეცეს და ყველაფერი გრაფიკით დარეგულირდეს. 



„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული სტაბილური ქარავანი გამოვიდა. უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის გარკვეული საგზაო რუკა, იმისათვის, რომ მოხდეს შემდგომი სწორი და სწრაფი გამოტანა უკრაინიდან. მიმდინარე კვირა იქნება ის კვირა, როდესაც მარცვლეულის გამოტანას სისტემატიური ხასიათი მიეცემა და მსოფლიო თანამეგობრობაც დაიჯერებს, რომ გრაფიკის მიხედვით პროდუქციის გამოტანა უკვე შესაძლებელია.



ბიზნესი, ქვეყნები უკვე აეწყობიან ამ გრაფიკებზე და სრულიად შესაძლებელია, რომ  ამ სტაბილურობამ მსოფლიო ფასებთან მიმართებაში შესძინოს განცდა იმისა, რომ მომავალში შესაძლოა გამოსწორდეს“, განმარტა ლევან სილაგავამ.




რაც შეეხება ხორბლის ფასს, ჯერჯერობით უკრაინიდან ხორბლის გამოტანის განახლება მასზე დადებითად არ ასახულა, რადგანაც სხვა ფუნდამენტური მოლოდინების ფონზე, ფასი ისე ერთ ნიშნულზეა გაჩერებული. 



„ხორბლის ფასზე „მარცვლეულის დერეფნის ეფექტი არ ასახულა. ეს რა თქმა უნდა დადებითი ტენდენციაა, თუმცა არის სხვა ფუნდამენტალური ტენდენციები, რომლებიც მსოფლიოში მოქმედებენ ხორბლის ფასზე.



დღეისათვის ეს არის ასაღები მოსავალი იგივე რუსეთში, უკრაინიდან ხორბლის გამოტანა, შემდგომ კანადა და ყაზახეთი. ყაზახეთი არის სექტემბერში, თუმცა მანამდე კანადამ უკვე გამოაცხადა, რომ 40%-ით ნაკლები ხორბლის ექსპორტს განახორციელებს. ანალოგიურად ფიქრობს ძალიან ბევრი ქვეყანა. შესაბამისად ეს ყველაფერი ჯერ ვერ წონის უკრაინიდან ხორბლის გამოტანის ეფექტს. ერთადერთი ჯერ რუსეთმა დაანონსა დიდი მოსავალი. ევროკავშირი წელსაც იგივე მოსავალი პროგნოზირებს რაც შარშან იყო. უკრაინაში ვიცით, რომ შემცირებული იქნება მოსავალი, რადგანაც ხვნა-თესვითი სამუშაოებიც ვერ განხორციელდა დროულად, ასევე ბაღებიც იგივე მოცულობით აღარ არის რაც ადრე. ქვეყანაში წელს 50%-ით ნაკლებ მოსავალს აიღებენ“, - აცხადებს სილაგავა. 



მიუხედავად იმისა, რომ “მარცვლეულის დერეფანი ამოქმედდა უკრაინული მხარე გარკვეულ რისკებს მაინც ხედავს. 



„მარცვლეულის გარიგების“ წარუმატებლობის რისკი ყოველთვის არსებობს რუსეთის მხრიდან არაპროგნოზირებადი ქმედებების გამო. თურქეთმა და გაერომ უნდა გააკონტროლონ სიტუაცია და ხელი შეუშალონ კრემლის ხელმძღვანელს, ვლადიმერ პუტინს, შეთანხმების რელსებიდან გადაშლას, ამის შესახებ უკრაინის ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში ვასილი ბოდნარმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში ისაუბრა.



ელჩმა, მაგალითად, გაიხსენა რუსეთის დარტყმა ოდესის პორტზე შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება იყო მოსკოვის მხრიდან სახეში სილის გარტყმა. 



ჩვენ არ ვიცით, რა არის პუტინის გონებაში. ეს არის ახლა მთავარი საფრთხე. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული ზღვაში მათი ხელში ჩაიგდება ან მათზე თავდასხმა სცადოს, - დასძინა ბოდნარმა.



„მარცვლეულის დერეფანი“, რომელზედაც მხარეები: უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, ამუშავდა. სწორედ ამ დერეფნის წყალობით დატოვეს გემებმა უკრაინის საზღვაო აკვატორია.



უკრაინა გეგმავს თვეში 100-ზე მეტი გემის მომსახურება/ჩატვირთვა უზრუნველყოს.



უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.



როგორც ცნობილია, ომის დაწყებიდან რუსეთმა შავი ზღვის პორტების ბლოკირება მოახდინა, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც გლობალური კრიზისის საწყისიც კი გახდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up