რატომ არ ჯანყდება ღარიბი

რატომ არ ჯანყდება ღარიბი

person access_time2016-06-01 14:26:04

წარმოგიდგენთ ამერიკელი ჟურნალისტისა და აკადემისტის, თომას ბ. ედსალის გამოცემა New York Times–ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს. თომას ედსალი 25 წლის განმავლობაში გამოცემა Washington Post–სთვის წერდა ამერიკული პოლიტიკის შესახებ (1981-2006). 2007-2009 წლებში ის გახლდათ გამოცემა Huffington Post–ის პოლიტიკური სექციის რედაქტორი. 


რატომ არის თანამედროვე ღარიბი მუშა ინერტული? მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც მსგავსი კითხვა უჩნდება. „რატომ არ აღმართავენ უქონელნი ბარიკადებს“? კითხულობს გამოცემა „ეკონომისტი“. „რატომ არ მოითხოვენ ამომრჩევლები სიმდიდრის გადანაწილებას?“ აინტერესებს დევიდ სემუელსს, პოლიტოლოგს მინესოტას უნივერსიტეტიდან.  „რატომ უფრო მეტად არ ირჯებიან ამერიკელები უთანასწორობის გასაპროტესტებლად?“ გვეკითხება გზეთ National Catholic Reporter-ის აპრილის ნომრის სათაური. 


მსგავსი ჩივილებისათვის ლეგიტიმური საფუძველი არსებობს. თუ ინფლაციას გავითვალისწინებთ, შემოსავლები მკვეთრად შეუმცირდა საზოგადოების ისედაც ყველაზე ღარიბ მეხუთედ ნაწილს, მათი საშუალო წლიური შემოსავალი 2000 წელს 13 787 აშშ დოლარი იყო, 2013 წლისთვის კი შემოსავალმა 11 651 დოლარამდე დაიწია. სტატისტიკის ბიუროს მონაცემების მიხედვით, საზოგადოების ამ ყველაზე ღარიბ მეხუთედს 64 მილონი ამერიკელი მიეკუთვნება. წარსულთან შედარებით შეიძლება დღეს სიღარიბე ნაკლებად მკაცრია, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, 1. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები შემცირდა, ასევე შემცირდა ბევრი სხვადასხვა საქონლის ფასიც, მათ შორის ტელევიზორების, კომპიუტერების, კონდიციონერების, საოჯახო ხელსაწყოებისა და მობილური ტელეფონების. ამიტომ, ღარიბები შედარებით ნაკლებად დაზარალდნენ, ვიდრე ამას შემოსავლების წმინდა სტატისტიკა გვიჩვენებს. 


2. დღეს ადამიანები უფრო გვიან ოჯახდებიან, ვიდრე წარსულში, რაც მნიშვნელოვან ხარჯებს თავისთავად გადაავადებს ხოლმე, იმ ასაკისთვის, როცა ადამიანებს უკეთესი შემოსავლები აქვთ. 3. ზოგიერთი ეკონომისტის მტკიცებით, ინფლაციის მზომი ხშირად გამოყენებადი ინდიკატორები, სამომხმარებლო ფასების სიდიდეს გადაჭარბებულად აფასებენ, რაც თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ცხოვრების პირობები ნაკლებად მძიმეა, ვიდრე ეს ზემოაღნიშნული ინდიკატორების უტყუარობის შემთხვევაში იქნებოდა. თუმცა სხვა მიზეზიც არსებობს, რის გამოც არ მივდივართ ფართო საჯარო ამბოხამდე. 1930-იანი და 1960-იანი წლების აღტკინებათა შემდეგ, როცა საზოგადოებრივი ცნობიერება კოლექტიურ მოძრაობებს ეკავათ, საზოგადოება რადიკალურად შეიცვალა. დღეს უკვე ადამიანებზე უმოწყალო ზეწოლა მივიღეთ, რათა მათ მარტოებმა იღვაწონ. კლასობრივ პროტესტს, რასაც სოლიდარობას უწოდებდნენ, მცირე საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. ამ პროცესის აღწერისას, რასაც სოციოლოგები „ინდივიდუალიზაციას“ უწოდებენ, ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევარი კრისტოფერ რეი შენიშნავს, რომ იგი პოზიტიური, უფლებით აღმჭურველი და დემოკრატიული რამ არის. 



მეორე მხრივ, „ინდივიდუალიზაცია“ წარმოშობს ყოვლისმომცველ, მუდმივად ცვალებად და საფრთხეებით სავსე გარემოს, რომლებიც აღქმულია როგორც ახალი ტვირთი და ვალდებულებები, რაც თავისთავად აწვება ინდივიდებს და მათ ლოკალობას. დღეს ადამიანები, აგრძელებს რეი, „უუნარონი არიან გააკეთონ არჩევანი მუდმივად გაფართოებად სიტუაციათა სიმრავლეში, გარდა ამისა ისინი იძულებულნი არიან დაემორჩილონ გარემოებებს.“ სინამდვილეში, „ინდივიდუალიზაცია“ ორლესული ხმალია. „ახალი“ პიროვნული უფლებების და თავისუფლებების სანაცვლოდ, ადამიანები თანხმდებიან (ან იძულებულნი არიან დათანხმდნენ) ახალი საფრთხეები და პასუხისმგებლობები იტვირთონ. სოციოლოგი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან, ნიკოლაი გენოვი, წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ინდივიდუალიზაციის გამოწვევები“ წერს, რომ „ინდივიდუალიზაცია“ კარს უღებს თვითრეალიზაციას, თუმცა „ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების აღმავლობას თავისი ფასი აქვს“. „ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებზე აქცენტის ექსკლუზიურად დასმა, თანმდევი ინდივიდუალური პასუხისმგებლობების უარყოფის ან ვერდაფასების პარალელურად, იწვევს სოციალურ პათოლოგიებს. ეს ძირს უთხრის სოლიდარობას – საზოგადოებრივი ცხოვრების დუღაბს.“ როგორც გენოვი არნიშნავს, ზემოთ თქმულის შედეგად „ინდვიდუალიზაცია“ შესაძლოა დამკვიდრდეს – “ზოგადად, სხვადასხვა საყოველთაო სიკეთეთა ხარჯზე, უფრო კონკრეტულად კი სოლიდარობის ფასად“. 


გერმანელი სოციოლოგი ულრიხ ბეკი, კოლექტიური სოციალური მოქმედებების წინაშე არსებული დაბრკოლებების შესახებ საუბრობდა. 2002 წელს გამოცემულ წიგნში სათაურით „ინდივიდუალიზაცია“, ბეკი წერდა, რომ ისინი ვინც თავიანთ თანამშრომლებს, კოლეგებად და მოკავშირეებად აღიქვამდნენ, დღეს შეჯიბრობითობის ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ „საერთო სოციალური რეალობა კვლავ არსებობს, საზოგადოება “გახსნილია“ კონკურენციის „მჟავას აბაზანაში“. ამის შედეგად ვიღებთ, „ინდივიდთა იზოლაციას ერთგვაროვან სოციალურ ჯგუფებში“. ბეკის მტკიცებით, განვითარებულ საზოგადოებებში ადამიანები განთავისუფლდნენ „საოჯახო მხარდაჭერისა დატრადიციული კლასობრივი კავშირებისგან “. ამან მოსახლეობა აიძულა, საკუთარი რესურსების გამოყენების მეშვეობით თავად გადაეწყვიტათ „საკუთარი ბედი შრომის ბაზარზე, თანმდევი რისკებით, შესაძლებლობებითა და წინააღმდეგობით“. 2007 წელს გამოცემულ ერთ-ერთ ნაშრომში, ბეკი აღნიშნავს, რომ ახალ სოციალურ წესრიგში ტრადიციული კლასები და ტრადიციული საზოგადოებრივი კავშირები ქრებიან. მათ ადგილს კი უფრო უსამართლო ალტერნატიული სოციალური იერარქიები წარმოიშვნენ.

 

“რისკი და სოციალური უთანასწორობა, რისკი და ძალაუფლება – ერთი მონეტის ორი მხარეა. რისკი გულისხმობს გადაწყვეტილებას, მაშასადამე გადაწყვეტილების მიმღებსაც, იგი წარმოქმნის რადიკალურ ასიმეტრიას, ერთი მხრივ მათ, ვინც რისკს საკუთარ თავზე იღებენ, განსაზღვრავენ და სარგებელს იღებენ მისგან. მეორე მხრივ, მათ შორის , ვინც იძულებულია საკუთარ ტყავზე იწვნიოს სხვების გადაწყვეტილების შედეგად მიღებული „გაუთვალისწინებელი გვერდითი ეფექტები“, შესაძლოა ამ უკანასკნელებს მოუწიოთ საკუთარი სიცოცხლით ზღონ იმ რისკიანი გადაწყვეტილებების გამო, რომელთა მიღებაშიც მონაწილეობა არ მიუღიათ.“ რადგანაც „ინდივიდუალიზაცია“ აშშ-ში მოხდა, ღარიბთა სახელით კოლექტიური მოქმედების პერსპექტივა, საუკეთესო შემთხვევაშიც კი ფრიად ბუნდოვანია. ღარიბთა სახელით კოლექტიური მოქმედებები, საერთო რწმენის ქონას საჭიროებენ იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს მოქალაქეთა კეთილდღეობა. ამგვარი რწმენის არსებობის შესაძლბლობას, ძირი ვალდებულებების სახელმწიფოდან ინდივიდებზე გადაბარებამ გამოუთხარა. ამ ფენომენს ბეკი უწოდებს რისკების გადამისამართებას სახელმწიფოდან პიროვნებაზე, პასუხისმგებლობების ამგვარი გადანაწილება მრავალი განზომილებიდან არის შესწავლილი.

 

ჯეკობ ჰაკერი, პოლიტოლოგი იელის უნივერსიტეტიდან, საკუთარ წიგნში, „დიდი რისკის“ გადანაცვლება“, ზემოთ მოტანილ არგუმენტს უერთდება და ინდივიდებზე ეკონომიკური წნეხის ზემოქმედებას აღწერს, რაც სოციალური დაზღვევის ძირფესვიანი მოშლითაა განპირობებული. „ათწლეულების განმავლობაში, ამერიკელი მოქალაქეები და მათი მთავრობები, მისდევდნენ ღირებულებათა სისტემას, რომელიც ეკონომიკურ შესაძლებლობათა შესახებ რწმენასთან ერთად“ ეკონომიკური უსაფრთხოების ვალდებულებასაც მოიცავდა, „დღეს კი ეს გზავნილი სრულიად სხვანაირია: „თავად ხარ საკუთარი თავის პატრონი“. კოლექტიური ხასიათის სოციალური მოქმედება, თავის მხრივ, სხვაგვარმა წინააღმდეგობამ ჩაანაცვლა. დევიდ სნოუ, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვინი) სოციოლოგიის პროფესორი, აღნიშნავს, რომ „ინდივიდუალიზაციასთან“ დაკავშირებული [სოციალური] მოძრაობების ძირითადი პრიორიტეტები (ისეთების როგორიცაა, ფემინისტური ჯგუფები, ლგბტ, Black Power, შშმ პირთა უფლებათა დაცვის მოძრაობები და სულ ბოლოს ჭარბწონიანთა უფლებების დაცვის მოძრაობა) უპოვრების ეკონომიკურ მოთხოვნებს არ ეყრდნობა. ნაცვლად ამისა, 2013 წელს გამოცემულ წიგნის, “სოციალური მოძრაობების მომავლის კვლევა”, ერთ-ერთ თავში წერს სნოუ,[3] ეკონომიკური სიკეთეების გადანაწილებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა უკნა პლანზე გადაინაცვლეს და ადგილი დაუთმეს ისეთ თემებს, როგორიცაა სოციალური ინტეგრაცია და გარიყულობა, აგრეთვე, სხვადასხვა ჯგუფების {იდენტობის} აღქმის პრობლემატიკას. მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის სულ ბოლო შემთხვევა, რომელიც კანონმდებლობის ფუნდამენტურ ცვლილებას მოითხოვდა, არ ეხებოდა მინიმალური ხელფასის ზრდას ან უფრო პროგრესული საგადასახადო სისტემის დანერგვას. ეს იყო უზარმაზარი და ამასთან ერთად წარმატებული პროტესტი, 2012 წელს ახალი რეგულაციის (Stop Online Piracy Act) წინააღმდეგ, რომელსაც ინტერნეტ რესურსების პირატული გამოყენება უნდა შეეჩერებინა. პროტესტის შედეგად კონგრესს სამი მილიონი წერილი მიუვიდა, ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე მომზადდა პეტიცია 4.5 მილიონი ხელმოწერით, დაიწერა 2.4 მილიონი ტვიტერის პოსტი და განხორციელდა 10 მილიონამდე სატელეფონო ზარი კონგრესის წევრებთან. ინტერნეტის თავისუფლად გამოყენების მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ზემოთ აღნიშნული აქტის მიღება საფრთხეს შეუქმნიდა უფასო ან იაფ მუსიკალურ და ვიდეო რესურსებთან ხელმისაწვდომობას. ამ სამოქალაქო აქციის მონაწილეებს მხარი მაღალტექნოლოგიურმა კომპანიებმა დაუჭირეს, Facebook, eBay, Twitter და სხვა მსგავსმა ფირმებმა, რადგან მათი შემოსავალი ინტერნეტთან თავისუფალ ხელმისაწვდომობაზე დგას. ამ საერთო ძალისხმევით კანონპროექტის დამარცხება მოხერხდა, რომელსაც მხარს უჭერდნენ მათი კონკურენტები მუსიკალური,  კინემატოგრაფიული და საკაბელო ინდუსტრიიდან. ამ პროტესტისგან განსხვავებით, Occupy Wall Street-ის გამოსვლები, რომლებიც მიმართული იყო ყველაზე მდიდარი 1%-ის მუდმივი გამდიდრებისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, მედიაში პოზიტიურად გაშუქების მიუხედავად, ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში ჩაფლავდა. ღარიბებისათვისა და მუშათა კლასისთვის ახალი პერსპექტივების გაჩენის ნაცვლად, „ინდივიდუალიზაციის“ დღის წესრიგი ტანდემში მოქმედებს სწრაფ ტექნოლოგიურ ზრდასთან, ვაჭრობის ინტერნაციონალიზაციასთან და პატერნალისტურ ან ლოიალობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს მოშლასთან ერთად, ეს კი უთანასწორობას კიდევ უფრო ამწვავებს.

 

ამ დღის წესრიგმა თავისი წვლილი შეიტანა ტრადიციული ოჯახური სტრუქტურების აღზევებაში. მდიდრები და კარგი განათლების მქონენი, ასეთ ცვლილებთან მოსარგებად უკეთ არიან აღჭურვილნი ვიდრე ღარიბები და ნაკლებად განათლებულები, რომლებსაც ამ ცვლილებისგან წარმოქმნილი დარტყმების საკუთარ თავზე მიღება უწევთ. „ინდივიდუალიზაციის“ ძირითად ელემენტზე, კერძოდ კი სექსუალური ზნე-ჩვეულებების ცვლილებებზე განსხვავებულ კლასობრივ რეაქციაში კარგად ჩანს საზოგადოების ზედა და ქვედა ფენისთვის მიღებული სხვადასხვა შედეგები. 1960-იანი, 70-იანი და 80-იანი წლების მშფოთვარე პერიოდის შემდეგ, რომელიც განქორწინების მაღალი დონით ხასიათდებოდა, კარგად განათლებულები ეგუებიან სექსუალურ რევოლუციას და ცდილობენ გადადონ დაქორწინებისა და გამრავლების ეტაპი, შესაბამისად ამ კლასისთვის განქორწინების რაოდენობა შემცირებულია. მდიდართა კლასის ბავშვები ამის გამო უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ამის საპირისპიროდ, ნაკლებად შეძლებულები, განურჩევლად წარმომავლობისა, იტანჯებოდნენ ოჯახის დანგრევის მაღალი მაჩვენებლით, უმამოდ აღზრდით და უმუშევრობით. ამის შედეგად ღარიბებისა და მათი შვილების მომავალი კიდევ უფრო უსახური ხდება.

 

კულტურულ წნეხთან ერთად, უთანასწორობას გაზრდილი კონკურენციაც აძლიერებს. მზარდმა კონკურენციამ დააკნინა პროფკავშირები, გაამართლა რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა მინიმალური ხელფასის ზრდაზე უარის თქმის თაობაზე და გააუარესა დასაქმებულთა შრომითი პირობები. ამას შედეგად მოჰყვა არამხოლოდ ზედა ფენის შემოსავლის ზრდა და მცირე ან ნულოვანი ზრდა ყველა დანარჩენისთვის, არამედ საზოგადოებიდან იმ ადამიანების გარიყვა, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ეს კი გვაბრუნებს თავდაპირველ შეკითხვასთან – რატომ ხვდება ასე მცირე წინააღმდეგობა საზოგადოებაში ასე ძალიან გამჯდარ სოციალურ და ეკონომიკური უსამართლობას ამის პასუხი არის ის, რომ ადამიანები რომლებმაც ამგვარი უთანასწორობის სიმძიმე საკუთარ თავზე იწვნიეს , ორივე პარტიისთვის [აშშ-ს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები] უმნიშვნელონი არიან. ისინი თანამედროვეობის პოლიტიკური ობლები არიან. მათ შეიძლება ჰქონდეთ გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, თუმცა ეროვნულ დონეზე მათი ინტერესები ვეღარ ერგება მემარცხენე-მემარჯვენე სქემებს. პოლიტიკურ პერიფერიაში განდევნილები, მხოლოდ არჩევნების დღეს თუ გაახსენდებათ, როცა ერთ პარტიას სურს მათი ხმები დათვლილი იყოს, მეორეს კი – არა.   შენიშვნები: [1] “insourcing” of risk, transferring obligations from the state to the individual. [2] მთ. შენიშვნა: ეს მოძრაობა არ უნდა აგვერიოს, სამოქალაქო უფლებათა მოძრაობაში, რომელსაც მარტინ ლუთერ კინგი ხელმძღვანელობდა. ამ მოძრაობას უფრო მეტად ნაციონალისტური შინაარსი აქვს და ძირითადად რასობრივ თვითგამორკვევაზეა ორიენტირებული.



„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე lლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე lლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...

ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია

ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია
access_time2021-02-25 17:00:22
3 თვის შემდეგ საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, თუმცა მგზავრობა გაძვირდა. ტარიფი დაახლოებით 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მგზავრების საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ახორციელებს „მეტრო ჯორჯია“. კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ რეგულაციების შემსუბუქების მეორე დღეს მუშაობის განახლება მათთვის შეუძლებელია. „მეტრო ჯორჯია“ ადასტურებენ იმას, რომ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება, თუმცა კონკრეტული თანხის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. კომპანიაში ახლა იმ ეტაპებს გადიან,...

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...


მსგავსი სიახლეები

up